ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვემო ქართლში სამოქალაქო სექტორი, სოციალური სერვისები მიწოდებას აძლიერებს
ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ფართო მასშტაბიანი პროექტი მიმდინარეობს. მიზანი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადგილზე ეფექტური სოციალური სერვისების შექმნაა. პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ეფუძნება ხედვას, რომ ძლიერი და კომპეტენტური სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს საზოგადოების თვითგანვითარებას და აქვს პოტენციალი როგორც არსებული სოციალური სერვისების გაუმჯობესების, ასევე ახალი სერვისების შექმნის.ინიციატივა ხორციელდება CENN-ის მიერ ქვემო ქართლის მედიასთან (KKM) პარტნიორობით.