Wednesday, May 30, 2012

2011 წლის საატესტატო გამოცდის სკანდალი 2012 წელს გახდა ცნობილი

kkpress.ge
ეროვნული საგამოცდო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, მისი განთავისუფლების შემდეგ, ერთმანეთზე უფრო საინტერესო კომენტარებს აკეთებს.მიმინოშვილმა ჟურნალისტებთან ურთიერთობისას, რამდენიმე სკანდალური თემა გააჟღერა.

საკითხს, რომელიც ქვემო ქართლისთვის როგორც ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონისთვის მნიშვნელოვანია - მიმინოშვილი ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს შეეხო. საგამოცდო ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ,,მაესტროს" ეთერით ისაუბრა, 2011 წელს მის ორგანიზაციაში პრეტენზიებით მოსულ ახალგაზრდებზე. მიმინოშვილის თქმით არც, თუ მცირე რაოდენობის ახალგაზრდა მივიდა მაშინ ცენტრში და განაცხადა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ ეროვულ გამოცდებში სურს მონაწილეობის მიღება.

Tuesday, May 29, 2012

,,აკონტროლებენ ვისთან მივდივარ და შემდეგ ეგრევე თვითონ მიდიან მასთან“- გარდაბნის პოლიციის შესაშური ოპერატიულობა

kkpress.ge                                                               
                                                                                                          
,, ქართული ოცნება" ქვემო ქართლში აქტიურ მუშაობას იწყებს. ოცნების შტაბების ხელმძღვანელები რუსთავთან ერთად ზონებად ყოფენ რეგიონის ყველა რაიონს.

,, 27 მაისის აქციის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ჩვენი მხარდამჭერების რიცხვი. ახლა რუსთაველები ყოველგვარი შიშის გარეშე მოდიან ჩვენ ოფისში და მხარდაჭერას გამოხატავენ.

დღეის მგომარებით 1000-ზე მეტი მხარდამჭერი გვყავს რეგისტრირებული. ეს არიან ადამიანები ვინც შეავსეს ოცნების ფურცლები. ჩვენ რუსთავი დავყავით 11 ზონად. თითოეულ ზონას ყავს ხელმძღვანელი, რომელიც წარმოადგენს მისი უბნის კოორდინატორებს. თავისი მხრივ კოორდინატორები წარადგენენ ,,კარდაკარის" ხალხს.

Monday, May 28, 2012

მორიგი დახურული შეხვედრა - ჩაკეტილი მერიის შენობის ერთი ნაწილი და პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა

მანონ ბოკუჩავა


16:00 საათზე რუსთავის მერიის შენობის წინ დაბურულმინებიანი მანქანების რიგი იდგა. ასეთივე ავტომობილები იდგნენ მერიის შენობის უკანა მხარეს. ადმინისტრაციული შენობის დაცვასთან ერთად მერიის ფლიგელში ჩემთვის უცნობი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცები დამხვდნენ. შენობის მარჯვენა ნაწილში ჩემ გადაადგილებას მათი მხრიდან რეაქცია არ მოჰყოლია, თუმცა როგორც კი მარცხენა ფლიგელის მეორე სართულზე აღმოვჩნდი სიტუაცია შეიცვალა. უცნობმა მამაკაცებმა და მერიის თანამშრომლებმა შენობის ამ ნაწილში შესვლა ამიკრძალეს. საუბარი მაქვს, მერიის მარცხენა ფლანგის მეორე სართულის მარცხენა ნაწილზე, სადაც დაახლოებით 10 კაბინეტია.

Friday, May 25, 2012

,,ჩვენ არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები“ - რუსთაველმა ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს

kkpress.ge

დღეს, რუსთავის მერიის წინ ადგილობრივმა ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. 15 რუსთაველი ჟურნალისტი გაერთიანადა ერთი აზრის გარშემო: ,,ჩვენ არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები".

მედიის წარმომადგენლები, ბოლო თვეების მანძილზე, რეგიონებში მომუშავე კოლეგების მიმართ პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებს გამოეხმაურნენ. ,, მშვოდობიანი აქციით სოლიდარობა გამოვუცხადეთ რეგიონებში მომუშავე ჩვენს კოლეგებს. ჟურნალისტები, ვითხოვთ ერთადერთს მოგვეცეს პროფესიული საქმიანობის საშუალება. ეს უფლება ჩვენ ქვეყნის უმაღლესი კანონით - კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული.

Thursday, May 24, 2012

ცხვრის და 20 ლიტრა ღვინის ისტორია გრძელდება

kkpress.ge

ნაციონალური მოძრაობიდან რუსთავის საკრებულოს წევრის, თამაზ გველუკაშვილის წინასააღდგომო ნობათის ისტორია გრძელდება. შეგახსენებთ, რომ აღდგომის დღესასწაულამდე, რამდენიმე დღით ადრე, სხვადასხვა უბნებში მცხოვრებმა რუსთაველებმა მედიასაშუალებებს რიგ-რიგობით მისცეს ინტერვიუები. ისინი ჟურნალისტების დახმარებით ცდილობდნენ მადლობა გადაეცათ გვალუკაშვილისთვის, წინასააღდგომო დღეებში მათთვის გამოგზავნილი ცხვრისა და 20 ლიტრი ღვინისთვის.

Wednesday, May 23, 2012

25 მაისს 13:00 საათზე, რუსთავის მერიის წინ გაიმართება ჟურნალისტების მშვიდობიანი აქცია

პარასკევს, 25 მაისს 13:00 საათზე, რუსთავის მერიის წინ გაიმართება ჟურნალისტების მშვიდობიანი აქცია.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა:

• შეწყდეს ჟურნალისტების დევნა;

• ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიენების მხრიდან, არ ჰქონდეს ადგილი

ხელშეშლის ფაქტებს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს;

• დაიწყოს გამოძიება ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ,

ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ხელისშეშლის ფაქტებზე.

აქცია სახელწოდებით - 'ჩვენ არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები' გამართება, ასევე, შიდა ქართლში, კახეთში, იმერეთში, გურიაში, აჭარაში და დედაქალაქში.


kkpress.ge

Tuesday, May 22, 2012

ქვემო ქართლის ტელეკომპანია შსს-თვის გაისარჯა?!

kkpress.ge

დღეს ,, ქართული ოცნების" ლიდერები ზვიად ძიძიგური, ეკა ბესელია, ზურაბ აბაშიძე, მანანა კობახიძე და გოგლა ჟვანია რუსთაველებს შეხვდნენ. შეხვედრა რუსთავის ქიმიკოსთა სახლში შედგა. დარბაზი ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებით შეხვედრის დაწყებამდე ნახევარი-საათით ადრე გაივსო. ერთადერთი ანომალია ღონისძიების გადასაღებად ადგილობრივი მცირებიუჯეტიანი ტელევიზიიდან მოსული ორი გადამღები ჯგუფი იყო.

აღნიშნული რეგიონული მაუწყრებელი - ,, ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანია" დავით კირკიტაძის უშუალო დაქვემდებარებაშია. ტელევიზიის დირექტორი კირკიტაძის ყოფილი პრესმდივანი და მეგობარი - ხათუნა მამარდაშვილია. ასევე მაუწყებლის აქციების 51% -ს გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ხამაშურიძე ფლობს. ხამაშურიძე მამრდაშვილის მსგავსად კირკიტაძის გუნდის წევრია. რატომ დაინტერესდა ასეთი მფლობელების ხელში ჩავარდნილი ტელევიზია ოპოზიციის ღონისძიებით?

Monday, May 21, 2012

რუსთაველი სკოლამდელი ასაკის ბავშვების ნაწილი საბავშო ბაღის გარეშე რჩება

kkpress.ge

საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა მთავრობა სრული გენდერული თანსწორობით 17 ქალბატონით და 17 მამაკაცით დააკომპლექტა. არაფერი ამდაგვარი ქართულ საზოგადებას არ ,,ემუქრება", ყოველშემთხვევაში მანამ სანამ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებები ქალთა უფლებებს დაცვას და მათი თვითრეალიზაციის ხელშეწყობას სერიოზულად არ მოეკიდებიან.

Kkpress.ge-ს სკოლამდელი ასაკის რუსთაველი ბავშვების დედები დაუკავშირდნენ. ისინი ქალაქის საბავშო ბაღებში ადგილების სიმცირეზე საუბრობენ. მათი თქმით, რუსთავში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სექტემბრისთვის მისაღები ბავშვების სიები ყველა ჯგუფში, უკვე შევსებულია. არადა ახალგაზრდა დედებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნება და მუშაობა სურთ.

Saturday, May 19, 2012

რუსთაველი ,,ახალი მემარჯვენეები“ ადგილობრივ ხელისუფლებას აკრიტიკებენ

kkpress.ge

დღეს, რუსთავში ,,ახალი მემარჯვენეების" ოფისის ხელმძღვანელმა, ზურაბ გელაშვილმა პრესკონფერენცია გამართა. გელაშვილი ჟურნალისტებს რუსთავში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე ესაუბრა. ,, ჩვენი საუბრის ერთ-ერთი თემაა რუსთავში სანიაღვრე ჭებთან დაკავშირებული პრობლემებია. 14 მაისს მოსულმა წვიმამ დაახლოებით 15 წუთში დატბორა ქალაქი. მიზეზი კი ისაა, რომ იალღუჯიდან ჩამოსული ნიაღვარი სანიაღვრე ჭებში და კოლექტორებში ვერ მოხვდა. ჩვენ, ვთვლით, რომ აუცილებელია იალღუჯის მთის ქვევით კოლექტორების მოწყობა, რათა ასეთი მდგომარეობა აღარ განმეორდეს" - საუბრობდა რუსთავში ,,ახალი მემარჯვენეების" ოფისის ხელმძღვანელი.

Tbilisi Open Air-ის პრომო ტური რუსთავში

kkpress.ge

18 საათიდან რუსთავის მერიის წინ მოედანზე ახალგაზრდებმა შეკრება დაიწყეს. ისინი მოედნიდან წამოსულმა მუსიკის ხმამ მიიზიდა. ,, ჩვენ არ ვიცოდით აქ კონცერტი, თუ იყო. ყოველ საღამოს სვეირნობთ ამ მოაედანზე და ძალიან გაგვიხარდა ასეთი კარგი მუსიკა, რომ დაგვხვდა"- ამბობდა, რუსთაველი თორნიკე ბარბაქაძე.

,, ცენტრალურ გზებს ასუფთავებენ და აქვე კორპუსები, რომ დაიტბორა ამაზე არავინ ფიქრობს“

kkpress.ge

გუშინ რუსთავში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე საათით დაიტბორა მეგობრობის გამზირი. სატრანსპორტო გზის სავალ ნაწილზე დაგუბებლმა წყალმა პრობლემები ავტომობილებს შეუქმნა. მე-12 მკ.რ-ში რამდენიმე ავტომობილი მწყობრიდან გამოვიდა და გზაზე დარჩა. საგანგებო სიტუაციების სამსახური და საპარტულო პოლიცია კი, ძირითადად, სასტუმრო ,,რუსთავის" მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა. გადაიკეთა მეგობრობის გამზირის ყველაზე მეტად დატბორილი გზის მონაკვეთები. მდგომარეობა დაახლოებით 3 საათში გამოსწორდა. წყალი სანიაღვრე არხებში ჩავიდა და სატრანსპორტო გზა გამოჩნდა.

ბოლო ზარი საპატრულო პოლიციისთვის, კვლავ, ზედმეტი თავსატკივარია

kkpress.ge

მე-12 კლასელები სკოლას ემშვიდობებიან. ტრადიციული ღონისძიების, თეთრი პერანგების და წარწერების გარდა ქართულ ბოლო ზარს ერთი თავისებურებაც აქვს.

სკოლებში გამოსამშვიდობებელი მცირე ღონისძიების შემდეგ, მოსწავლეები ქალაქში ავტომობილებით იწყებენ მოძრაობას. ხშირად, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის ფანჯრებზე ჯდებიან. ერთმანეთის გასწრებაზე მიმავალი მანქანები საავარიო სიტუაციებს ქმნიან. ,, არ იგონკაოთ-მეთქი" - რუსთავის საპატრულო პოლიცია მეგობრობის გამზირზე თეთრი მაისურების ფრიალით მიმავალ ავტობილებს დასდევს.

ახალგაზრდები განსაკუთრებულად სწარაფად რუსთავის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობენ. სიჩქარეს ხიდის გადასვლიდან ზრდიან. ხიდთან კი მათ საპატრულო პოლიცია ელოდება. ,, წელს ჩემმა შვილმა და ძმიშვილმა ერთად დააამთავრეს სკოლა. ახლა ქალაქში დადიან მანქანით" - საუბრობს რუსთაველი, მერი კიკნაძე.

Friday, May 18, 2012

ნათია მოგელაძე ცხვრებს ვერ ამჩნევს

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი
presage.tv

კონტროლის პალატა გამადიდებელი შუშით უყურებს “ქართული ოცნების“ ფინანსებს. აკვირდება და საზოგადოების “სამსჯავროზე“ გამოაქვს ივანიშვილის პარტიის მიერ კერძო პირებისთვის გადახდილი ხელფასები, თუ ჰონორარები.

მოგელაძის უწყება საერთაშორისო ორგანიზაციებთან იფიცებს, რომ ნეიტრალური და მიუკერძოებელია. თუმცა, საქმე საქმეზე, რომ მიდგება მიუხედავად დეკლარირებული მიუკერძოებლობისა არ იმჩნევს, სამოქალაქო სექტორის მიერ მოძიებულ მასალებს, სადაც ამომრჩევლების მოსყიდვაში ნაციონალური მოძრაობაა მხილებული.

კონტროლის პალატა უპასუხოდ ტოვებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წერილს. აღნიშნულმა ორგანიზაციამ კონტროლის პალატას 3 მაისს მიმართა და ითხოვა დაინტერესებულიყვნენ აღდგომის დღეებში რუსთავში ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს წევრის, თამაზ გველუკაშვილის მიერ, რამდენიმე უბანში საჩუქრად ცხვრების და ღვინოს დარიგების ფაქტით.

Thursday, May 17, 2012

,, ქართულ ოცნებასთან“ ხელშეკრულების დადების შემდეგ რუსთავის პოლიციაში დამიბარეს“

kkpress.ge

რუსთავში ,,ქართული ოცნების" გახსნის დღეს პარტიის ლიდერებმა ქვემო ქართლის რეგიონის კოორდინატორად ზვიად ძიძიგური დანიშნეს. ,, ქვემო ქართლში ჩვენი გენერალი ზვიად ძიძიგური იქნება" - ასე წარუდგინეს პარტიის ლიდერებმა რუსთაველებს ძიძიგური.

დღეს ,,გენერალ" ძიძიგურს ქვემო ქართლის სხვადსხვა რაიონებში შსს ადგილობრივ მაღალჩინოსნებთან ,,ბრძოლა" უწევს. მერაბიშვილის უწყების რუსთავის, მარნეულის და თეთრიწყაროს განყოფილებები ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო მოხერხებულად დაუდებს ფეხს ,, ქართულ ოცნებას". ამ ბრძოლაში ამ ეტაპზე თეთრიწყარო ლიდერებოს, თუმცა დიდად ნიჭიერი რიგითი კადრების არ ყოლის გამო ახალი ანეგნოტების მთავრი თემაც ხდება. ,, თეთრიწყაროს ოფისი კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით ავიღეთ. გავაფორმეთ შესაბამისი ხელშეკრულება და რწმუნებულობები. ამის შემდეგ ოფისის ოფიაციალურ გახსნაზე ჩავედით. აღმოჩნდა, რომ ჩვენს ჩასვლამდე 2 დღით ადრე ამავე სახლში ხელისუფლებამ სამაჩაბლოდან დევნილი ოჯახი ჩაასახლა. საუბარია დევნილ მოქალაქე თამაზ ელიაურზე.

Wednesday, May 16, 2012

რუსთავის ნაგავსაყრელი - მძიმე ტვირთი ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის

kkpress.ge

შპს "რუსთავის ნაგავსაყრელმა" წელს რუსთავის ბიუჯეტიდან 779 181 ლარი, ხოლო გარდაბნის ბიუჯეტიდან 194 795 ლარი მიიღო. აღნიშნული შპს, რომელიც 2011 წელს ევროსტანდარტებით აშენებულ რუსთავის ნაგავსაყრელს განკარგავს, საერთო ჯამში 973 976 ლარს ფლობს. საინტერესო დეტალი კი ისაა, რომ აღნიშნული თანხის განმკარგავი შპს "რუსთავის ნაგავსაყრელი" თავად რუსთავის მერიამ და გარდაბნის გამგეობამ დააფუძნა.

ის, რომ ნაგავსაყრელს ქალაქის ბიუჯეტიდან მიღებული არც, თუ მცირე თანხის გარდა საკუთარ შემოსავლებსაც ფლობს, საზოგადოებასთან შეხვედრისას - რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თავად ნაგავსაყრელის დირექორმა, ხათუნა თეგეთაშვილმა განაცხადა. ,, ჩვენ უკვე 10 ტონა პლასტმასის ბოთლის ექსპორტი მოვახდინეთ თურქეთში" - საუბრობდა თეგეთაშვილი. ის, თუ რა კონკრეტული თანხა მიიღო ნაგავსაყრელმა ამ ექსპორტით მან არ დააკონკრეტა. ,, მეჩქარება, კომენტარს ვერ გაგიკეთებთ" - საუბარზე უარი გვითხრა და შეხვედრის დასრულებამდე დატოვა დარბაზი.

Tuesday, May 15, 2012

უხვმა ნალექმა რუსთავის რამდენიმე ქუჩა დატბორა

kkpress.ge

გუშინ, დაახლოებით 18 სააათისთვის მოსულმა წვიმამ, რუსთავის მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ქუჩების ნაწილი დატბორა. მოულოდნელად ამოვარდნილ ქარს უხვი ნალექი მოჰყვა და დაახლოებით 10 წუთში სატრანსპორტო გზის სავალი ნაწილი წყლით დაიფარა. ,, რამდენადაც ვიცი ასეთი მდგომარეობა ძველ რუსთავში არ იყო. ჩვენთან, კი მეგობრობის გამზირზე და მოპირდაპირე ქუჩებში წყალი წამებში ჩადგა. გასასვლელი არსად ჰქონდა. ახალი ასფალტი, რომ დააგეს ბევრი სანიაღვრე ჭა გაუქმნდა და გზა ზევიდან გადაატარეს.

Monday, May 14, 2012

უხვმა ნალექმნა პრობლემები რუსთავი-თბილისის გზის მონაკვეთს შეუქმნა

kkpress.ge

აღმოსავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა ნალექმნა პრობლემები რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეუქმნა. გუშინ საგანგებო სამსახურების მიერ ვერ მოხერხდა ორთაჭალის გზის დასაწყლისის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, შესაბამისად დღეს დილით 10 საათიდან გადაიკეტა რუსთავი-თბილისის გზის აღნიშნული მონაკვეთი.

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა ორთაჭალის მონაკვეთზე იყო, რუსთავიდან მიმავალ ტრანსპორტს საპატრულო პოლიცია ფონიჭალის დასაწყისამდე, კრწანისის ტყის მისვლამდე აჩერებდა. ,, ჩვენ მარნეულში მივდივართ. საერთოდ არ გვიწევს ორთაჭალის გავლა, რატომ გვაბრუნებთ?!" - ჩიოდნენ საპატრულო პოლიციასთან მარნეული, ბოლნისის მიმართულერბით მიმავალი სამარშუტო ტაქსების მძღოლები.

Friday, May 11, 2012

რეგიონული მედია დახმარებისთვის დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს

kkpress.ge

ბოლო ორი თვის მანძილზე საგრძნობლად გახშირდა რეგიონებში ადგილობრივ ჟურნალისტებზე ზეწოლის და პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტები. აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის ჟურნალისტები - მათზე განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ ზეწოლაზე საუბრობენ. ჟურნალისტების დასახელებულ ფაქტებში მათ პროფესიულ საქმიანობაში, პირველ რიგში, ხელისშემშლელებად ადგილობრივი თვითმმართველობების პრესსამსახურები სახელდებიან.

ამ სავალალო ტენდენციაზე სასაუბროდ და უცხოელი დიპლომატებისთვის არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად რეგიონული მედია დღეს, ,,თბილისი მარიოტში" შეიკრობა. სხვადასხვა რეგიონის ჟურნალისტები ერთმანეთის მიყოლებით ყვებოდნენ მათზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს.

Thursday, May 10, 2012

ცეესკო პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ წარმომადგენლებს შეხვდა

kkpress.ge


დღეს, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში ადგილობრივ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა შედგა. ცეესკოს კოორდინატორი ქვემო ქართლის რეგიონში, ანდრო სინჯიკაშვილი პარტიების ადგილობრივ წარმომადგენლებს შეხვდა.

,, წინა არჩევნების ყველა ხარვეზი უნდა გამოსწორდეს. ამიტომ გთხოვთ ყველამ გამოხატეთ თქვენი აზრი და ისაუბრეთ იმ ხარვეზებზე, რაც გასულ არჩევნებზე იყო. ჩვენი სურვილია სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. მინდა ერთ სიახლეზეც გესაუბროთ. არჩევნების გამოცხადების დღის შემდეგ ყველა რეგიონში შეიქმნება მობილური ჯგუფი, რომელიც იურიდიულ დახმარებას გაუწევს ყველა საარჩევნო სუბიექტს. საზოგადოებას გავაცნობთ მათი ცხელი ხაზის ნომერსაც" - საუბრობდა სინჯიკაშვილი.

Tuesday, May 8, 2012

რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი მისი პოლიტიკური ხედვების გამო დევნის ფაქტს უარყოფს


kkpress.ge

დღეს, რუსთავში ყველაზე აქტუალური სასაუბრო თემა, მე-7 საჯარო სკოლა და სკოლის ,,დასჯილი" დირექტორი - ლია ჯღარკავაა. ჩვენი ინფორმაციის წყაროებიც ირწმუნებიან, რომ ჯღარკავას პრობლემები განათლების სამინისტროსთან მისი აპოლიტიკური ხედვების გამო შეექმნა.

,, ჯღარკავა არის ერთ-ერთი საუკეთესო დირექტორი, რომელიც რუსთავის საჯარო სკოლებს ღირსებიათ. მე-4 სკოლაში ის ისეთ დროს მივიდა, როცა სკოლა სასწავლო დაწესებულებისგარდა ყველაფერს ჰგავდა. მაშინ, როდესაც მე-4 სკოლა ფეხზე დადგა და ქალაქის საუკეთესო სკოლა გახდა, ქალბატონი ჯღარკავა ლოტოტრონით მე-7 სკოლის დირექტორად გადაიყვანეს. ეს სკოლაც ფეხზე დააყენა.
მიუხედავად, კარგი ავტორიტეტისა მას უთანხმოება განათლების სამინისტროსთან მოუვიდა. მან, პარტიისთვის გარკვეული პოლიტიკური საქმიანობის გაწევის თხოვნაზ უკამყოფილება გამოხატა. შესაბამისად, კითხვისნიშნის ქვეშ დადგა მისი დირექოტორობა.

ახალ სამგორში მოსახლეობა GLOBAL TV-ის თეფშებს მთავრობისადმი პროტესტის ნიშნად აყენებს




,,დაახლოებით აპრილის თვეს,  აბსოლუტურად უსასყიდლობ დაგვიყენეს ეს თეფშები. ამის შემდეგ  მალევე ადგილობრივი პოლიცია გამოჩნდა, დაიწყეს იმ ადამისნები გვარების ჩაწერა ვინც კომპანიისგან ეს საჩუქარი მიიღო. მე, რამდენადაც ვიცი პირდაპირ არავისთან მისულან და  უთქვამთ  მოხსენი-ო, მაგრამ ყველა ოჯახი ვისი ახლობელიც საჯარო დაწესებულებაში ან რომელიმე საწარმოში მუშაობდა კატეგორიულად გააფრთხილეს GLOBALTV-ის თეფში მოეხსნათ. ამიტომ სოფლის ძალიან მცირე ნაწილმა, ალბათ, სულ რამდენიმე ოჯახმა, ეს თეფშები  თვითონ მოხსნა" - საუბრობენ, ახალი სამგორის მაცხოვრებლები. მათი თქმით, მოსახლეობის ნაწილმა ვისაც არც ერთი ოჯახის წევრი არ ჰყავს დასაქმებული და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვორობს, მთავრობისადმი პროტესტის გამოხატვის ნიშნად globaltv-ის თეფშები მაქსიმალურად გამოსაჩენ ადგილას დაამონტაჟეს.

Friday, May 4, 2012

ხელისუფლება პიარკამპანიისთვის თვითმმართველობების ბიუჯეტებს იყენებს

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

არჩევნებამდე რაც უფრო ნაკლები დრო რჩევა, ხელისუფლება მით უფრო ,,ჰუმანური" და ,,ხელგაშლილი" ხდება.

რეგიონებში გამოჩნდა ახალი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. აპრილის ბოლოს რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ტენდერები გამოცხადეს. მაშინ, როდესაც არჩევნები კარსაა მომდგარი და კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ამომრჩევლის მოსყიდვისთვის პოლიტიკურ სუბიექტებს ლამის ხელს აჭრის, ადგილობრივი ბიუჯეტები ხელისუფლების წისქვილზე წყალს უპრობლემოდ ასხამენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტს წინასაარჩევნოდ გაახსენდა, რომ ახალი მოედნები სჭირდება. აღნიშნული ტერიტორიული ერთეული 225 530 ლარიან ტენდერს აცხადებს. ,, შესასარულებელი სამუშაოა: სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი ტერიტორიების მოწყობა" - ვკითხულობთ სატენდერო განაცხადში. ბოლნისს თეთრიწყაროც არ ჩამორჩა და ცენტრალური გამზირის მოწესრიგება მოაფიქრდა. გამოაცხადეს ტენდერი 194 000 ლარის ღირებულების სამუშაოს შესასრულებლად. სატენდერო განცხადის თახმად, უნდა მოხდეს თეთრიწყაროში დავით აღმაშენებლის ქუჩის ორივე მხარეს არსებული ღობეების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
   

Thursday, May 3, 2012

„მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში!“ - პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე საქართველოში



kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

დღეს თბილისში, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე უფლებათა დამცველებმა აქციით აღნიშნეს. თვალებახვეულმა და პირაკრულმა ახალგაზრდებმა, პარლამენტის მეზობლად, გალიაში ჩაყრილი გაზეთები დააწყვეს. გალიას ორივე მხარეს ბორკილები ჩამოკიდეს და მთავრობას მედიის ზეწოლისგან განთავისუფლება მოსთხოვეს.

აქცია ,,ადამიანის უფლებათ სახლის" და მისი წევრი ორგანიზაციების: ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი"-ს და ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი"-ს ორგანიზებით ჩატარდა.

,, პერფორმანსის სახით გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება დღეს არსებული რეალობის მიმართ. საქართველოში, ძალიან ბევრ ჟურნალოსტს არ ეძლევა საშუალება თვაისუფლად იმუშაოს და ასახოს ის რეალობა , რომელეშიც ცხოვრობს. ჩვენი ამ აქციით ვეუბნებით ხელისფლებას: „მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში!" - საუბრობს, ,,ადამიანის უფლებათ სახლის" კოორდინატორი, ნინო ღვედაშვილი.

Wednesday, May 2, 2012

,, ქვემო ქართლი არც ლილუაშვილისაა და არც სააკაშვილის“ - ზვიად ძიძიგური

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

დღეს, რუსთავში ,,ქართული ოცნების" ოფისის გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას პარტიის ლიდერი - მანანა კობახიძე, ირაკლი ალასანია, თინა ხიდაშელი, ზვიად ძიძიგური, რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი - ნინო ლომიძე და პარტიის მხარდამჭერი რუსთაველები დაესწრნენ.

,, ჩვენმა ოფისებმა პრაქტიკულად მთელი საქართველო მოიცვა. ვიწყებთა უშუალო საუბარს ადგილობრივ მოსახლეობასთან, ამისთვის კი რეგიონებში გვჭირდება გულანთებული აქტივისტების ჯარი, რომლებიც ჩვენ სათქმელს, მსგავს დახურულ მედია სივრცეში, საზოგადოებამდე მიიტანენ" - საუბრობდა, ირაკლი ალასანია. ის და პარტიის სხვა ლიდერები აქცენტს რეგიონში მცხოვრებ არაქართულ მოსახლეობაზეც აკეთებდნენ.

Tuesday, May 1, 2012

სპეციალური სიებით შერჩეული პრეზიდენტის მასპინძლები


kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

დღეს რუსთავს პრეზიდენტი სტუმრობდა. მან რუსთავის ტყე-პარკის რეკონსტრუქციის გეგმა წარმოადგინა, რომელიც  პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება. სააკაშვილის ,,ღირსეულად“ დასახვედრად ქვემო ქართლის ხელისუფლებამ საკმაოდ  მოინდობა. ,, ამ სიაში 3 000 კაცია. თქვენ  ადვილი გგონიათ ამდენი ხალხის შემოწმება და შეხვედრაზე შეშვება?!“ - უხსნიდა სამთავრობო დაცვა, სპეციალურ სიებში ვერ მოხვედრილ განაწყენებულ პედაგოგებს.

,,აბა შემოვიდა მეხანძრეები“, ,, რუსთავის კორპუსის ხალხია შემოუშვი,“ ,, ესენი საკრებულოს თანამშრომლები ყოფილან, არაა პრობლემა მოდით“ -  მიმართავდნენ სიებით ხელში მდგარის სახელმწიფო დაცვის თანამშრომელები ერთმანეთს.

Monday, April 30, 2012

რუსთავის თვითმმართველობის პრესსამსახური - როცა რაოდენობა ხარისხს ვერ განსაზღვრავს

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

საქართველოს პრეზიდენტის პრესასთან ურთიერთობის სამსახურს სამი ადამიანი ემსახურება. მათ მოვალეობაშია, როგორც ქართულ ასევე უცხოურ მედიასთან ურთიეთობა. საუბრის სხვა თემაა, რამდენად პირნათლად ასრებულებენ ისინი თავიანთ მოვალეობებს, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ 3 ადამიანი პრეზიდენტის პრესსამსახურისთვის ბევრია.

სააკაშვილისგან განსხვავებით წელიწადში ერთხელ რუსთავში ჩამოსულ უცხოელ ჟურნალიტებთან და ადგილობრივ 5 ჟურნალისტთან ურთიერთობისთვის რუსთავის თვითმმართველობას ექვსი თანამშრომელი ჰყავს. პრესსამსახური დაკომპლექტებულია სამსახურის ხელმძღვანელის გარდა, უფროსი სპეციალისტისგან, ორი მთავრი სპეციალისტისგან და ორი წამყანი სპეციალისტისგან.

kkpress.ge -ს რუბრიკა: მოსაზრება

მოსაზრება პირველი:

პარლამენტის წევრის ასაკის 25-დან 21 წლამდე დაწევის საკითხზე kkpress.ge-სთან კომენტარი, რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ და რუსთავში ,, ქრისტიან -დემოკრატების" ლიდერმა, ფიქრია ავალიანმა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრის ასაკის 25-დან 21 წლამდე დაწევა ქრისტიან-დემოკრატების ინიცირებული კანონპროექტია.

kkpress.ge-სთან საუბარში ავალიანმა აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ემხრობა თავისი პარტიის ინიციატივას, თუმცა საუბარში არაერთხელ ახსენა, რომ 21 წლის ადამიანი ,,ბავშვია".

Thursday, April 26, 2012

ინტიმურ შეხვედრებზე ვანო მერაბიშვილი მანქანებს ითვლის

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი
presage.tv

პრესაგე.ტვ აქტიურად აშუქებს ქვემო ქართლის რეგიონში შსს-ს მინისტრის და სამთავრობო გუნდის სხვა წარმომადგენლების გახშირებულ ვიზიტებს. ასეთი შეხვედრები პედაგოგებთან და თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებთან იმართება. ჟურნალისტებისთვის ყველა შეხვედრა დახურულია. ჩვენ ვერ ვიგებდით, თუ რაზე საუბრობდნენ დედაქალაქიდან ჩამოსული მაღლჩინოსნები. შესაბამისად, ჩვენი მთავრი ამოცანა ერთ-ერთ ასეთ დახურულ შეხვედრაზე შეღწევა იყო.

პრესაგე.ტვ-ს ამის შესაძლობლობა 26 აპრილს რუსთავის თეატრის შენობაში მიეცა. ადგილზე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. თეატრის შენობაში შესვლა სიებით ხდებოდა. ჩვენ ცხადია, არც ერთ სიაში არ ვიყავით, ამიტომ თეატრში შესვლა სცენის უკან ერთ-ერთი გაუქმებული შესასვლელიდან შევძელით. შეხვედრა დაწყებული იყო. სცენაზე მდგარ მონიტორთან ქვემო ქართლის გუბერნატორი, დავით კირკიტაძე საუბრობდა.

Wednesday, April 25, 2012

რუსთავის თვითმმართველობა vs ინტერნეტ მედია ,,პრესაგე.ტვ“


kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ,,პრესაგე.ტვ"-ის სარჩელი რუსთავის თვითმმართველობის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. მოსამართლე, ნათია ქუთათელაძემ ძალაში დატოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მედია გამოცემის ჟურნალისტს ქვემო ქართლის რეგიონში, მანონ ბოკუჩავას თვითმმართველობამ საჯარო ინფორმაცია არ გადასცა.

საუბარია შემდეგი სახის საჯარო ინფორმაციაზე: პრესაგე.ტვ-ი ითხოვდა ინფორმაციას რუსთავის თვითმმართველობის მიერ ,,შკოდა-ოქტავიას" მარკის ავტომობილების შეძენაზე. კონკრეტულად კი ითხოვდა ამ შენაძენისთვის თვითმმართველობასა და ,,ლიბერთი ბანკს" შორის დადებული ხელშეკრულების გადაცემას. ასევე, მედია საშულება ითხოვდა ინფორმაციას თვითმმართველობაში მომუშავე საჯარო მოხელეების პრემიების შესახებ.

Tuesday, April 24, 2012

მერაბიშვილის ,,ტურნე“ ქვემო ქართლში გრძელდება

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

ქვეყნის პირველი პოლიციელი რუსთავს ყოველკვირა სტუმრობს. მერაბიშვილის რუსთაველ პედაგოგებთან პირველი შეხვედრა 17 აპრილს შედგა. მეორედ ის რუსთავს 21 აპრილს ესტუმრა. შეხვედრა ორ დაწესებულებაში" რუსთავის თეატრში და რუსთავის ,,კინო რუსთაველში" შედგა.

,, ბ-ნ ვანო გვყავდა სტუმრად. სამწუხაროდ, თქვენ ვერ მოუსწარით, ის უკვე რუსთავის თეატრში მეორე შეხვედრაზეა წასული. რაც შეეხება ამ შეხვედრას, მერაბიშვილი აქ, რუსთავის კორპუსების მამასახლისებს შეხვდა. გაიგო რა საჭიროებები არის კორპუსების მოვლა-პატრონობის მხრივ. დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა კორპუსების მამასახლისებს" - გვიხსნიან რუსთავის ,,კინო რუსთაველის" გარეთ მდგომი მოქალაქეები. შეხედრა მართლაც დასრულებულია. გარეთ არცერთი მანქანა არ დგას. მოქალაქეების მხოლოდ მცირე ჯგუფია დარჩენილი და ისინიც ნელ-ნელა იშლებიან. ,, თქვენ არ ინერვიულოთ არცერთი კამერა და მიკროფინი არ იყო. ასე, რომ სხვაც ვერავინ გააშუქებს" - გვამშვიდებენ რუსთაველები.

Monday, April 23, 2012

რუსთავის თვითმმართველობა vs რუსთაველები

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

რუსთავში ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი" ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება, რომელიც ამ მოვლენას უძღოდა საქმიანი გახლდათ. ცენტრი, მისი ოფიციალური გახსნის შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავიდა. პრობლემა რის გარეშემოც ცენტრშიც დისკუსია შედგა, რუსთავში მეგობრობის №30 ბინის გვერდით გაზგასამართი სადგურის მშენებლობას ეხებოდა.

მოწვეული სტუმრების რიგში არასამთავრობოების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის გვერდით იყვნენ, მეგობრობის №30 ბინის მცხოვრებნიც. შეხვედრას ურბანული დაგეგმარების საკითხში დამოუკიდებელი ექსპერტი, კახა ცუცქიშვილიც დაესწრო.

Sunday, April 22, 2012

გარემოს დაცვის სამინისტრო მდინარე კაზრეთულაში მძიმე ლითონების კონცენტრაციის მონაცემებს მალავს. .

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

26 მარტს kkpress.ge-მ გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართა. ჩვენი ინტერესის ობიექტი ს.ს მადნეულის გარემოზე ზემოქმედების ამსახველი მონაცემების მოპოვება იყო. კონკრეტულად კი ამ ეტაპზე გარემოს დაცვის სამინისტროსგან ვითხოვდით მდ. მაშავერასა და კაზრეთულაში წყლის სინჯების შედეგებს.

ხაჩიძის უწყებამ ჩვენი წერილი, ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ინფორმაცია წერილობითი ფორმით მივიღეთ, მხოლოდ მდინარე მაშავერასთან დაკავშირებით. სამინისტრომ მოგვწერა მაშავერას წყალში მძიმე ლითონების შემცველობა. მათი პასუხიდან ვიგებთ. რომ მაშავერაში მძიმე ლითონები შემდეგი კონცენტრაციითაა წარმოდგენილი.

Saturday, April 21, 2012

პარლამენტის წევრის ასაკის 21 წლამდე დაწევის მთავარი სასარგებლო არგუმენტი დავით აღმაშენებლია. .

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიულმა ინტიტუტმა (NDI) რუსთავში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა მოაწყო. შეხვედრას პარლამეტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი უმრავლესობიდან, ანდრო ალავიძე და ქრისტიან-დემოკრატი, ლევან ვეფხვაძე დაესწრნენ. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ასევე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.

29 წლის პარლამენტარი ანდრო ალავიძის მთავრი არგუმენტი, თუ რატომ არის საჭირო პარლამეტის წევრის ასაკის 25-დან 21-მდე დაწევა ასეთი იყო: ,, ჩვენ ისტროიას ახსოვს ლიდერები და მეფეები, რომლებიც ბევრად პატარა ასაკში ჩაუდგნენ ქვეყანას სათავეში. ყველამ იცი, რომ 16 წლის ასაკში გახდა მეფე დავით აღმაშენებელი. ასე, რომ ამისი გამოცდილება და პრეცედენტები ჩვენ ისტორიულად გვაქვს " - საუბრობდა ალავიძე.

Friday, April 20, 2012

საზოგადოებრივად აქტიური რუსთაველები პროკურატურის კრიტიკას ერიდებიან

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძეს და რუსთავის რაიონულ პროკურორს, შოთა ტყეშელაშვილს მასპინძლობდა. საყვარელიძემ ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც პროკურატურის სისტემაში განხორციელდა. ძირითადი აქცენტი ნარკომანიის პრობლემასთან ბრძოლას, დანაშაულის პრევენციას და არასრულწლოვანი დამნაშავეების მიმართ სამართლებრივი დევნის ფორმების დახვეწის საჭიროებას მიეძღვნა.

,, დღეს საქართველოში არც ერთი კანონიერი ქურდი არ არის. ერთი მათაგნიც, თუ გამოჩნდება ეს ჩვენი დიდი შრომის შედეგად აწყობილი სისიტემისთვის დამღუპველი იქნება" - საუბრობდა მთავარი პროკურორის მოადგილე.

Thursday, April 19, 2012

20 აპრილს სააპელაციო სასამართლო რუსთავის თვითმმართველობის წინააღმდეგ პრესაგე.ტვ-ის შეტანილ სარჩელს განიხილავს


20 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლო პრესაგე.ტვ-ის რუსთავის თვითმმართველობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავს.
დავის საგანი საჯარო ინფორმაციაა.

რუსთავის  თვითმმართველობამ პრესაგე.ტვ-ის კორესპოდენტს ქვემო ქართლის რეგიონში - მანონ ბოკუჩავას, არ გადასცა 2011 წელს რუსთაველი პრემირებული საჯარო მოხელეების სია, ასევე თვითმმართველობამ უარი განაცხადა საჯარო გაეხადა ინფორმაცია მის მიერ ,,სკოდა-ოქტავიას“ მარკის ავტომობილების შეძენის შესახებ..

საქმე ეხება, რუსთავის თვითმმართველობის მიერ 2011 წელს გაურკვეველ ვითარებაში შეძენილ ,,შკოდა-ოქტავიას“ მარკის ავტომობილებს. პრესაგე.ტვ-იმ თვითმმართველობას გასულ წლის ოქტომბერში წერილით მიმართა და ითხოვა ხელშეკრულება, სადაც ასახულია რამდენი და რა ღირებულების ავტომობილები შეიძინა თვითმმართველობამ.

Tuesday, April 17, 2012

ვანო მერაბიშვილი რუსთაველ პედაგოგებს და სასაფლაოს დირექტორს შეხვდა

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი
presage.tv

ქვემო ქართლის რეგიონში არჩევნებისთვის დიდი სამზადისი დაიწყო. ნაციონალური მოძრაობის ძველი სახეები, რეგიონში მათ ერთ-ერთ მთავრ დასაყრდენს, საჯარო სკოლების პედაგოგებსა, საბავშო ბაღების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს შეხვდნენ.

გუშინ რუსთავს ვანო მერაბიშვილი, ჯანდაცვის და განათლების მინისტრის პირველი მოადგილეები და გიგი წერეთელი სტუმრობდნენ. მათი მთავარი მასპინძელი რეგიონის გუბერნატორი დავით კირკიტაძე იყო. პედაგოგებთან შეხვედრა ორ დაწესებულებაში – “რუსთავის თეატრსა” და რუსთავის “კინო რუსთაველში“ შედგა. ორივე შეხვედრა დახურული იყო. ჟურნალისტებს ადგილობრივი თვითმმართველობის პრესსამსახური და დაცვის წევრები შენობაში შესვლის საშუალებას არ გვაძლევდნენ. დაბურულმინებიან მანქანებში მჯდომი პირები კი ფოტოებს გვიღებდნენ, ჩვენ გადაღება დაცვის თანამშრომლები გვიშლიდნენ.. “გადაიღოს, რა პრობლემაა. ხელი არ შეუშალოთ” - შეხვედრიდან გამოსული მერაბიშვილი პატარა ბავშვებივით არიგებდა ჭკუას დაცვის წევრებს.

Friday, April 13, 2012

რუსთავის ნაციონალურ ნაგავსაყრელზე ნაგავს ფულის სუნი უდის

                              (ნაგავსაყრელის გახსნა)
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი
presage.tv

შპს “რუსთავის ნაგავსაყრელმა“ წელს რუსთავის ბიუჯეტიდან 779 181 ლარი, ხოლო გარდაბნის ბიუჯეტიდან 194 795 ლარი მიიღო. აღნიშნული შპს, რომელიც 2011 წელს ევროსტანდარტებით აშენებულ რუსთავის ნაგავსაყრელს განკარგავს, საერთო ჯამში 973 976 ლარს ფლობს. საინტერესო დეტალი კი ისაა, რომ აღნიშნული თანხის განმკარგავი შპს “რუსთავის ნაგავსაყრელი“ თავად რუსთავის მერიამ და გარდაბნის გამგეობამ დააფუძნა.

“თვითმმართველი რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ბრძანებების შესაბამისად შეიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “რუსთავის ნაგავსაყრელი“, სადაც დამფუძნებლების წილობრივი მონაწილეობა გადანაწილდა შემდეგი პროცენტული ოდენობით: რუსთავი - 80%, ხოლო გარდაბანი - 20%“ - ვკითხულობთ, რუსთავის მერიის შემუშავებულ “რუსთავის ნაგავსაყრელის“ პროგრამაში. ამ შპს-ს იურიდიული მისამართიც კოსტავას №20-ია, სადაც ქალაქის მერიაა განთავსებული. შპს-ს დაარსების შემდეგ რუსთავისა და გარდაბნის ნაგვის მოვლა-პატრონობის უფლებაც მას გადაეცა.

Wednesday, April 11, 2012

რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

11 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე რუსთავის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს.

,, სხვადასხვა ხარჯებიდან გაკეთდა ეკონომია და მოხდა თანხის გადანაწილება"- განაცხადა სხდომაზე, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილმა.
დარჩენილი თანხები, რომელზეც ბარათაშვილი საუბრობდა შემდეგნაირად გადანაწილდა:

2 000 ლარი გადაეცა საკრებულოს,
5 000 ლარი - საკრებულოს აპარატს,
1 000 ლარი - რუსთავის მყარი ნარჩენების პროექტს,

Tuesday, April 10, 2012

რუსთავის პირველი პირები Kkpress.ge-სთან ინტერვიუს თავს არიდებენ

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

Kkpress.ge-სთან ინტერვიუზე რუსთავის პირველი პირები ერთხმად ამბობენ უარს. ქალაქის მერი, ზაქარია დარჩიაშვილი და საკრებულოს ხელმძღვანელი, კახა გურგენიძე არ გვთანხმდენიან საუბარზე. ჩვენი ინტერესის ობიქტი კი ქალაქში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესებია, რაზეც თავისთავად მკვითველისთვის საინტერესოა, სწორედ, ხელმძღვანელი პირების კომენტარების მოსმენა.

,, ბატონი ზაქრო, არ გეუბნებათ უარს ინტერვიუზე, უბრალოდ ამ კვირაში არ სცალია" - ჩვენ თხოვნაზე ასეთ პასუხს ვიღებთ რუსთავის თვითმმართველობის პრესსამსახურისგან.

Monday, April 9, 2012

დავით კირკიტაძე უარყოფს, რომ მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რეგიონული ტელევიზიის აქციებს ფლობს


 kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ტელე-რადიო კომპანიების მესაკუთრეთა სია გამოაქვეყნა. ქვეყნის ყველა ტელემაუწყებლის მესაკუთრეების გვერდით, ქვემო ქართლის ტელევიზიის აქციების მფლობელებიც გამოჩნდნენ.

გაირკვა, რომ ს/ს ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის აქციების 51%-ს ქვემო ქართლის გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - დავით ხამაშურიძე ფლობს. აქციების 34%-ს როლანდ მგალობლიშვილი, ხოლო 15%-ს მერაბ ტყეშელაშვილი (რუსთავის ყოფილი მერი).

შეცდომის თავიდან აცილების მიზნით, ტელევიზიის შესახებ პირველი მასალის მომზადებისას ( 15 მარტი) ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ, გადაგვემოწმებინა ხამაშურიძის ამჟამინდელი თანამდებობა.

Saturday, April 7, 2012

გარდაბნის რაიონის სოფელ ახალ სამგორში აცრის ვაქცინები მოსახლეობის მაცივრებში ინახება

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

გარდაბნის რაიონის სოფელი ახალი სამგორი რუსთავიდან 2 კილომეტრშია. მიუხედავად ქალაქთან სიახლოვისა, ჯამრთელობის მხრივ პრობლემების წარმოქნისას და ბავშვების ყოველწლიური აცრებისას, ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის სამედიცინო პუნქტს მიმართავს.

ახალი სამგორის მედპუნქტი სოფლის ცენტრში მდგარი ხის ერთ სართულიანი სამ ოთახიანი სახლია. დაწესებულების ფასადიდან შეშის გამათბობლის მილი მოჩანს. ადგილოვრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მთელი ზამთარი მედპუნქტი შეშით თბებოდა. ხოლო, რაც შეეხება ბავშვებისთვის განკუთვნილ აცრების ვაქცინას - ის, მათი თქმით, არა მედპუნქტში არამედ ადგილობრივი მცხოვრების მაცივარში ინახება. ამ ინფორმაციას არ უარყოფს სამედიცინო პუნქტის ოჯახის ექიმი მანანა მიგრიაული. ,, სამწუხაროდ უკვე, რამდენიმე თვეა ჩაგვიჭრეს ელექტრო ენერგია და ვერ ვამუშავებთ სპეციალურ მაცივარს, სადაც უნდა ინახებოდეს აღნიშნული ვაქცინები „ - საუბრობს მიგრიაული.

Friday, April 6, 2012

kkpress.ge სოლიდარობას უცხადებს მედიაჯგუფ ,, აჭარა p.s”-სს


6 აპრილს მედიაჯგუფ ,,აჭარა p.s"-მა გამოქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ აღნიშნული მედიაგამოცემის ჟურნალისტს, სულხან მესხიძეს პროფესიულ მოვალეობის შესრულებისას ხელს ქობულეთის შსს-ს წარმომადგენლები უშლიან.

კადრები გადაღებულია ქობულეთში, სადაც ,,აჭარა p.s"-ის ინფორმაციით საბანკო კრედიტებს შეწირული ოჯახების გამოსახლების სერია გრძელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ამჯერად გამოსახლებისთვის ძალოვანები მზევინარ მანელიშვილის ოჯახს ესტუმრნენ.

Wednesday, April 4, 2012

რეპორტაჟი: ბოლნისის რაიონი სოფელი ცურტავი

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

ბოლნისის რაიონის სოფელ ცურტავში, რომელსაც ,,შუშანიკის წამების" ავტორის იაკობ ცურტაველის სოფელს უწოდებ, დღეს ქართული ცოტამ თუ იცის. სოფელში 2002 წლის აღწერით დაახლოებით 2 500-მდე კაცი ცხოვრობს.

მოსახლეობა ძირითადად აზერბაიჯანელია. ადგილობრივების უფროსი თაობა ქართულად ვერ საუბრობს. მათგან განსხვავებით სასაუბრო დონეზე ენას სკოლის მოსწავლეები ფლობენ. მე-4 კლასელი ელშანი თითქმის ვენეციაში ცხოვრობს. მისი სახლის წინ მდინარე ხრამიდან გადმოყვანილი სარწყავი წყლის არხი გადის. ,, მე- 4კლასში ვსწავლობ და როგორ არ მეცოდინება ქართული?!" - კითხვაზე კითხვით გვპასუხობს.

Tuesday, April 3, 2012

რუსთაველებს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“ ელით


kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

რუსთავში ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“ იწყებს მუშაობას. პროექტი, რომელიც ,,ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ დაფინანსებით ხორციელდება  დემოკრატიული პროცესების ხელისშეწყობას ისახავს მიზნად.

ცენტრი, ოფიციალურად დაახლოებით ორ კვირაში გაიხსნება. მანამდე კი მისი პირველი სტუმარი ეროვნულ დემოკრატიული პარტია იყო. ედპ-ე ადგილობრივ აქტივისტებს, სწორედ, ცენტრის ერთ-ერთ დარბაზში შეხვდა. ,, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ნეიტრალურები და მზად ვართ ჩვენი სივრცე დავუთმოთ ნებისმიერი სამოქალაქო საზოგადოების, თუ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს.

Monday, April 2, 2012

საქართველოს მასშტაბით მე-2 ყველაზე დიდი საქონლის ბაზრობა

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი) 

საქართველოში მაშტაბით მე-2 ყველაზე დიდი საქონლის ბაზრობა მარნეულის რაიონშია. რეგიონის ყველა რაიონში იციან, რომ მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის და ცხენების მყიდველები ,სწორედ, აქ იყრიან თავს. ,, ყაზახეთიდან ჩამოვიდე. უკვე, მეორედ ჩამოვდივარ და ცხენები მიმყავს. ფასებიც შედარებით დაბალია, თუმცა აქედან წაყვანილ ცხენს ორი კვირა სჭირდება, რომ მოსუქდეს და ღონე მიეცეს“ - საუბრობს ბაზრობის ყაზახი სტუმარი.

მარნეულის რაიონის ორი მთაზეა დაბანაკებული საქონლის გადამყვანი მანქანები, ხარები, ცხვრები, ცხენები და მათი გამყიდველები. მანქანები საიდანაც პირუტყვი ჯერ არ არის გადმოყვანილი მოძრაობს - საქონელი სივიწროვეს აპროტესტებს. ჩვენგან განსხვავებით ბაზრობაზე ბევრჯერ ნამყოფი ადამიანი გვაფრთხილებს, რომ ხარების ჯოგს ვერიდოთ: ,, ხარები ერთმანეთს ერჩიან და თავზე ახტებიან. ასეთ დროს სირბილით ტოვებენ მათ ჯოგს და შეიძლება გადაგიარონ. აქ, ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება.“

Saturday, March 31, 2012

ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის - სამოქალაქო სოლიდარობის აქცია

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

დღეს, სამოქალაქო სოლიდარობის აქცია თბილისისი 6 მოედანზე ერთროულად დაიწყო. ადამიანის უფლებები, განათლება, უსაფრთხო გარემო, თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები და კულტურული მემკვიდრეობა- სწორედ ამ ექვსი თემის გარშემო გამოუცხადა სამოქალაქო საზოგადოებამ სოლიდარობა ერთმანეთს.

თავისუფალი მედიის მთავარი ჭირისუფლები ისევ ჟურნალისტები იყვნენ, ადამიანის უფლებების - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კულტურული მემკვიდრეობა სხვა არასამთავრობოებთან ერთად ალეკო ელისაშვილის ,,ტფილისის ჰამქარმა" დაიცვა, ხოლო გარემოზე ზრუნვა აქციის ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიზატორმა ,,მწყვანე ალტერნატივამ" ითავა.

Thursday, March 29, 2012

კულტურული მემკვიდრეობის უკულტურო მემკვიდრეები

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

საქართველოს რეგიონებში ასეულობით უყურადღებოდ მიტოვებული ძველი ტაძარია. მათი ნაწილისგან, დღეს ნანგრევებია დარჩენილი. ხშირ შემთხვევაში ასეთი ტაძრების გარშემო ტერიტორია შემოღობილი არაა. ტაძრის კედლებიდან ჩამოყრილი ქვის ლოდები დაკარგულია. მათ ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა იღებს და სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს. ასეთი ბედი ეწია ერთ დროს ალბათ, ულამაზეს ტაძარს ბოლნისის რაიონის სოფელ ქვეშში. ტაძარი, რომელიც ადგილობრივების თქმით წმ. ბარბარეს სახელობისაა, ტრიალ მინდორზე დგას. მისგან, მხოლოდ, მცირე ნაწილია გადარჩენილი და ისიც ნელ-ნელა იშლება.

ეკლესიის გარდარჩენილ ნაწილზე უძველეს ხუროთმოძღვრულ ორნამენტებს ვხედავთ. ,, ტაძარი დაახლოებით მე-12 საუკუნისაა. კულტურის სამინისტროდან იყვნენ მოსულები და თქვეს, რომ მისი აღდგენა ვერ მოხერხდება. რაც შეეხება გამაგრებას არაფერი უთქვამთ" - საუბრობენ ადგილობრივები.

Wednesday, March 28, 2012

ეროვნული ხსნის კომიტეტი მოკრძალებულად დაფუძნდა

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

27 მარტს რუსთავში ეროვნული ხსნის კომიტეტი დაფუძნდა. რუსთაველის №30-ში კომიტეტის დელეგატებმა მოიყარეს თავი. ღონისძიებას ძირითადად შუა ხნის მოქალაქეები ესწრებოდნენ. ,, აქ ვინც ესწრება უმრავლესობა ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში ვიყავით ჩართული. დღეს ჩვენ ოჯახებს უამრავი სოციალური პრობლემა აწუხებს, რისი მიზეზიც არსებული ხელისუფლებაა" - საუბრობდნენ კომიტეტის დელეგატები.

თუმცა ასეთი შემართება ყველა დელეგატს არ ჰქონდა. ნახევრად ცარიელ დარბაზში შუა რიგში მჯდომი მეგრულად მოსაუბრე საზოგადოება, დარბაზიდან უჩუმრად გაპარვის გეგმას ამუშავებდა. ,, ნახევარი-საათია ამ გაყინულ დარბაზში ვზივარ. კიდე, ათი წუთი არ მოვლენ და გავიდეთ სათითაოდ" - უთანხმებდნენ ერთმანეთს.

Tuesday, March 27, 2012

შეგიძლიათ ითევზაოთ ჯანდარის ტბაზე, ოღონდ 18 წლის შემდეგ

  kkpress.ge (ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

თევზაობის და ნადირობის მოყვარულები კარგად იცნობენ ჯანდარის ტბას და მის მიმდებარე ტერიტორიას. თუ საზოგადოების ამ ნაწილისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ჯანდარის ტბა გართობის საშუალებაა, ადგილობრივებისთვის ის იმისი გარანტი იყო, რომ სხვა ვერაფერს თუ არა თევზს მაინც შეიტანდნენ სახლში.

,, წინათ ჯანდარის ტბაზე გავდიოდით და ბადით ვთევზაობდით. ახლა გვითხრეს ტბა ვიღაცამ შეიძინა და თევზი გასამრავლებლად ჩაყარა-ო. ადგულობრივი პოლიცია ამის გამო ბადით თევზაობას გვიშლის. ამისთვის დაჭერილიც ყავდათ ხალხი. ეს არის სამართალი? ჩვენსავე ტბაზე თევზი ვერ დაგვიჭერია და სახლში ვერ მიგვიტავია" - საუბრობენ ჯანდარის ტბის მეზობლად მდებარე სოფელ ლემშვენიერაში.

Monday, March 26, 2012

,, რა არის, აქაც კოკოითმა გადაკეტა წყალი?!“ - სარწყავი წყლის პრობლემა ბოლნისის სოფლებში

kkpress.ge  
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

ბოლნისისი რაიონის სოფელი ქვეში ქართული კინოსამყაროსთვის ცნობილი ადგილია. ,,ბაში-აჩუკი" სოფლის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მთაზე მდებარე ქვეშის ციხესთან გადაიღეს. ციხესიმაგრე დაახლოებით მე-7 საუკინისაა. მთის წვერიდან გადმოჰყურებს სოფელს, სადაც დღეს მოსახლეობას მტრისგან დასაცავად მთაში გახიზნვა არ სჭირდება, თუმცა დღის წესრიგში სხვა პრობლემები აქვს.
 ,, რა არის, აქაც კოკოითმა გადაკეტა წყალი?!" - სოფლის ძირითად პრობლემაზე საუბარს ადგილობრივები იუმორით იწყებენ. კოკოითს, საბედნიეროდ, ბოლნისისი მუნიციპალიტეტამდე არ მიუღწევია, თუმცა ქვეშს ისევე აწუხებს სარწყავი წყლის პრობლემა, როგორც ოკუპირებულ ზონაში მოხვედრილ სოფლებს.