ჩვენ გვაქვს არსებობის უფლება



















ჩვენი ინფორმაციით ,, გარდაბნის მაცნეს’’ მოკრძალებული მუშაობა გაღიზიანებას იწვევს ქვემო ქართლის ამა თუ იმ საჯარო მოხელეში.
 გაღიზიანების და სხვა სახის ემოციის ქონის უფლება როგორც ჩვენი კანონმდებლობით ასევე საერთშორისო სამართლის ნორმებითაა ნებადართულია.
ასე, რომ საქმის ამ ნაწილში ჩვენ არავის ,,ვედავებით’’.

თუმცა იმისთვია, რომ ეს გაღიზიანება არ გასცდეს სამართლებრივ ნორმებს ვეცდები ავხსნა აღნიშნული ბლოგის არსებობის საკანონმდებლო უფლებები.



ჩვენ ისევე როგორც იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენ ჩვენო ძვირფასო საჯარო მოხელეებო ვცდილობთ ჩვენი საქმიანობით, ქვემო ქართლის რეგიონში ხელი შევუწყოთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.
ბლოგის შექმნა წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციის ერთ-ერთ ფორმას. მერწმუნეთ ის არცერთი კეთილსინდისიერი საჯარო მოხელისთვის ზიანის შემცველი არ არის. ჩვენ არავიზე ნაკლებად არ გვიყვარს ეს ქვეყანა. იმათ საყურადღებოდ ვისაც ნაკლები წარმოდგენა აქვს გამოხატვის თავისუფლების დამცველ მექანიზმებზე ვუხნი შემდეგს:
გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება. მასში ერთიანდება როგორც მედიის, ასევე ზოგადად სიტყვის თავისუფლების აზრი.
გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის გლობალური და რეგიონალური აქტებით, როგორიცაა – გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948), საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ1966), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია(1950). უფრო დავკონკრეტდეთ, აი, რას ვკითხულობთ საერთაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებენის შესახებ მუხლი მე-19:
,, თითოეულ ადამინს აქვს უფლება თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ეს უფლება შეიცავს თავისუფლებას, რომ სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით თუ პრესისა და გამოხატვის მხატვრული ფორმების საშუალებით ან სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანით.’’ საბოლოოდ გამოდის რა? გამოხატვის თავისუფლება შედგება სამი კომპონენტისგან: აზრის ქონის უფლება, აზრის გამოხატვის უფლება სხვადასხვა Fფორმების მეშვეობით და ინფორმაციის გავრცელების უფლება. ვისაც ჩემი არ ჯერა ვთავაზობ ევროპული სასამართლოს ძალიან საინტერესო განცხადებას რომელიც გაკეთდა საქმეზე ,,ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ’’. ციტირებას ვახდენ:
,, გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ აუცილებელ საფუძველს, მისი პროგრესის, თითოეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთ ძირითად პირობას წარმოადგენს…. . . იგი მიესადაგება არა მხოლოდ ისეთ ,,ინფორმაციას ’’ან ,,იდეებს’’, რომლებსაც კეთილგანწყობით ღებულობენ, ან არ მიიჩნევენ შეურაცხოფად, ანდა უბრალოდ ინდიფერენტულად ეკიდებიან, არამედ ისეთებსაც, რომლებიც შეურაცხოფენ, შოკს გვრიან ან აღიზიანებენ სახელმწიფოს ან მოსახლობის რომელიმე ნაწილს. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობის და შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება’’.

ასეა საქმე ჩემო კარგებო, თქვენ კიდევ ჩვენი არსებობითაც წუხდებით. გადავდივართ თემაზე რა სარგებლობა მოაქვს მედიას.

გამოხატვის თავისუფლების გარანტიები განსაკუთრებით მედიას ეხება. ევროპული სასამართლო გამუდმებით აღნიშნავს ,,პრესის გადამწყვეტ როლს სამართლებრივ სახელმწიფოში’’. მედია როგორც ასეთი სპეციალური დაცვის ქვეშ იმყოფება, რადგან იგი აწვდის საზოგადოებას იმ ინფორმაციას და იდეებს, რომლებიც საჯარო ინტერესის სფეროს შეადგენს. არა მხოლოდ პრესას აკისრია ამგვარი ინფორმაციის გაცემის მისია: არამედ საზოგადოებას ასევე გააჩნია უფლება მიიღოს ის.
პრესის თავისუფლება საზოგადოებას სთავაზობს ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას იმისა, რათა შეიქმნას შეხედულება მისი პოლიტიკური ლიდერების იდეების და პოზიციების შესახებ. კერძოდ იგი სთავაზობს პოლიტიკოსებს საშუალებას, რათა იფიქრონ და კომენტარი გააკეთონ საზოგადოებრივი აზრისა და საზოგადოებაში არსებული შეხედულებების შესახებ. საბოოლოოდ გამოდის, რომ თავისუფალი მედია დემოკრატიული საზოგადოებისთვის სასიცოცხლო ელემენტია.
მესმის, რომ ამ ყველაფრის წაკითხვა არაა სასიამოვნო და ეს მასალა ზოგადად ადვილად არ იკითხება, მაგრამ თუ გულზე მოგეშვებათ გეტყვით, რომ მისი დაწერა ჩემთვისაც არ იყო ადვილი :)

მანონ ბოკუჩავა

Comments

Nino said…
რადგან ვინმეს თქვენი საქმიანობა ხელს უშლის, ე.ი. ანგარიშგასაწევია თქვენი საქმიანობა, ანუ თქვენს მოვალეობას კარგად ასრულებთ. ამიტომ თქვენ მიმართ ასეთი დამოკიდებულება კომპლიმენტია. და თუ ვინმეს აშინებთ, ეს მისი პრობლემაა :)