ახალგახსნილ საპატიმროში ადვოკატები პატიმრებთან შეხვედრას ვერ ახერხებენ












რუსთავში ახალი #1 სასჯელაღსრულების დაწესებულების გახსნაზე რამდენიმე დღის წინ ვწერდით. გეგმის მიხედვით, საპატიმრო 7 თვის შემდეგ უნდა გაეხსნათ. თუმცა გახსნის ცერემონიალი 1 ივნისს ჩატარდა „ნაციონალური“ პიარ-ცერემონიითა და რაღა თქმა უნდა, პრეზიდენტ სააკაშვილის თანხლებით.




















ცოტა ხანში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატიმრო ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. საპასუხოდ, სასჯელაღსრულების დაპარტამენტმა დააზუსტა, რომ დასრულებული არ არის მხოლოდ ციხის საცხობი. თუმცა ირკვევა, რომ საცხობთან ერთად დაუსრულებულია ადვოკატებისა და მსჯავრდებულების შეხვედრის ოთახებიც.

სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 7 ივნისს ადვოკატები საპატიმროში მსჯავრდებულებთან არ შეუშვეს. პარალელურად, მსჯავრდებულთა ახალობლებს შორის გავრცელდა ჭორი, რომ პატიმრები არიან ნაცემები და ამიტომაც არ უშვებენ ადვოკატებს.

პატიმრის დედა იურისტი ნანა ანდღულაძე დიდხანს ცდილობდა შვილთან შეხვედრას და გარკვევას, იყო თუ არა იგი ნაცემი: „მეუბნებოდნენ, რომ ჩემი შვილი ნაცემი იყო და დილით 4 საათი გადასხმებს უკეთებდნენ. ვერ გეტყვით, ვინ მომაწოდა ეს ინფორმაცია. ახლა ეკა ბესელიას დახმარებით შემიშვეს ციხეში და მაჩვენეს ჩემი შვილი. მითხრა, რომ მისთვის არანაირი გადასხმა არ გაუკეთებიათ და არავის უცემია. მეც ვერანაირი ცემის კვალი ვერ შევატყვე და დავმშვიდდი“.

ნანა ანდღულაძისა და სხვა პატიმრების ახლობლების დამშვიდება ეკა ბესელიას მოუწია. ვითარების გასარკვევად იგი 10 ივნისს #1 საპყრობილეში იმყოფებოდა.

ეკა ბესელია, საზოგადოებრივი მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ თავმჯდომარე: ,,მე თვითონ შევედი დაწესებულებაში და შიდა ტერიტორიის დათვალიერების საშუალებაც მომეცა. შეხვედრის საშუალება მქონდა ერთ პატიმართან. მან თქვა, რომ არავითარი პრეტენზიები არა აქვს ციხის ადმინისტრაციასთან. ერთადერთი რაც არის სასწრაფოდ გადასაწყვეტი, ადვოკატების საპყრობილეში შესვლის საკითხია. მე თავად ვესაუბრე ადმინისტრაციის დირექტორს კიკნაველიძეს, რომ ადვოკატებს უნდა ჰქონდეთ ციხეში დაუბრკოლებლად შესვლის საშუალება და არ უნდა ხდებოდეს ამ უფლების შეზღუდვა. მითხრეს, რომ ორშაბათიდან დაიწყება ადვოკატების შეშვება. პრობლემაა, რომ სარემონტო სამუშაოები არ იყო დასრულებული, ისე გახსნეს აღნიშნული საპატიმრო.

მე ვუთხარი, რომ თუ არ არის დამთავრებული ციხე, ჯერ არ უნდა მომხდარიყო მისი გახსნა. ადვოკატებს ხელი არ უნდა შეეშალოთ ამის გამო მუშაობაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პატიმრებს უნდა მოექცნენ ზუსტად ისე, როგორც კანონით არის გათვალისწინებული - ყოველგვარი ძალადობის გარეშე. პირადად მე პატიმარი, რომელიც ვნახე ფოცხვერაშვილი ამბობს, რომ მის მიმართ ძალადობას ადგილი არ ქონია.

არსებობდა ინფორმაცია, რომ პატიმრები ნაცემები იყვნენ და ადვოკატებს ამიტომაც არ უშვებდნენ ციხეში. მე ამის არც უარყოფა და არც დადასტურება არ შემიძლია. ერთადერთი, გეტყვით, რომ საკუთარი თვლით ვნახე მსჯავრდებულებისა და ადვოკატების შეხვედრისთვის განკუთვნილი ოთახები. ეს ადგილები არ არის დასრულებული. უნდა მოხდეს ამ ადგილების დროული მოწესრიგება. კონსტიტუციით, ჩვენი შიდა კანონმდებლობით (საპროცესო კოდექსით) ადვოკატს აქვს შეუზღუდავი უფლება, შეხვდეს დაცვის პირს“.

რუსთავში #1 საპყრობილესთან პატიმრების შესაძლო ცემის ფაქტს როცა არკვევდნენ და სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობდნენ, შეკრებილებს ასაკოვანმა ქალბატონმა შესჩივლა: „ეს რა დამემართა?! სად გადაიყვანეს ჩემი ბავშვი? იქნებ, ეგეც ცემეს. რა ვქნა, სად წავიდე?! ბებია კი არა დედ-მამა ვერაფერს შველის თავის შვილს. მე - მოხუცი ქალი ვის რას გავაგონებ ჩემსას?“ ქალბატონი ციხის გარეთ წინ და უკან დადიოდა. მან კომენტარზე უარი გვითხრა, მაგრამ თქვა, რომ გორიდანა ჩამოსული და სწორედ ის მოქალაქეა, რომლის დასისხლიანებული სახე რუსეთ-საქართველოს ომის დროს მთელმა მსოფლიომ ნახა.


















ლეილა კაკაშვილი ნამდვილად 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის სახეა. მისი ცრემლების დანახვისას პატიმრის ახლობლებმა გვითხრეს: „ამ უბედური ქალის გულისტკენად ღირდა დაუსრულებელი ციხის გახსნა?! ან იმას რა უნდა, რომ ციხიდან ვინმე პასუხისმგებელი პირი გამოვიდეს და უთხრას, რომ მისი შვილიშვილი კარგადაა და არავის უცემია?!

მანონ ბოკუჩავა
ქვემო ქართლი

მასალა გამოქვეყნდა საიტზე www.humanrights.ge
სტატიის გამოყენება აღნიშნული საიტის მითითების გარეშე აკრძალულია!

We wrote about the opening ceremony of the new prison # 1 in Rustavi several days ago. According to the plan, the prison was to be opened in 7 months, but the ceremony took place on June 1 under PR-Ceremony of the National Movement and by participation of the president Saakashvili.

Soon it was reported that the detention setting was not yet ready. In reply to it, the penitentiary department clarified that only the bakery is not finished in the institution. However, as it was found out the rooms for the meeting of the attorneys and the convicted are not ready either.

Supposedly, it was the only reason for what the attorneys were not allowed to meet their clients on June 7. In parallel to it, the relatives of the convicted suspected that the inmates were beaten and lawyers were not allowed in for that reason.

Nana Andghuladze, a mother of a prisoner and a lawyer, tried to meet her son for a long time; she wanted to find out whether he was beaten or not. “I was told that my son was beaten and blood was transfused to him at 4:00 am. I cannot tell you who informed me about it. Now, I was allowed into the prison with the support of Eka Beselia and I saw my son. He said that he had no transfusions and that nobody had beaten him. I could not see any trace of harassment on his body and now I am calm.”

Eka Beselia had to calm Nana Andguladze and other parents. She visited the prison # 1 on June 10 to find out about the situation.

Eka Beselia, chairwoman of the public movement “Solidarity with Arbitrary Prisoners”: “I personally visited the detention setting and was able to see the interior of the setting. I could meet one prisoner. He said he had no complaints against the prison administration. The only thing which shall be urgently resolved is entrance of attorneys to the prison. I personally talked with the prison director Kiknavelidze and asked him to allow the lawyers to enter the institution without obstacles and not to restrict their rights. I was told that the attorneys will be able to meet their clients from Monday. The problem is that the detention setting was opened before the construction finished.”

“I told the director that the prison was not to be opened if the construction was not finished. The attorneys should not face problems in meeting their clients. The prisoners shall be treated in accordance to the law – without any violence. I saw prisoner Potskhverashvili who said that he was not abused at all.”

“It was reported that the prisoners were beaten and attorneys were not allowed into the prison for that reason. I can neither deny nor confirm the information. The only thing I can say is that the rooms for the meeting of the lawyers and their clients are not completely ready. These rooms shall be repaired immediately. In accordance to the Constitution, and the Procedural Code an attorney shall meet his/her client without any obstacles.”

An elderly woman approached the people gathered at the Rustavi Prison # 1 to find out the situation in the custody. She said: “What has happened to me?! Where have they taken my son? Maybe they have beaten him too. What shall I do? Where shall I go? Even parents cannot help their children so what can a granny do? Will anybody listen to an old woman like me?” the woman was walking around the prison. She refused to make any comments to us but said that she was from Gori and that she was the woman whose bloody face was shown to the entire world.

Leila Kakashvili is the face of the armed conflict of August, 2008. Seeing her tears the relatives of the prisoners said: “Was it worth to open unfinished prison to hurt this poor woman? Is it very difficult for at least one official to come out and tell her that her grandson is well and nobody has beaten him?!”

Manon Bokuchava, Kvemo Kartli

Comments