ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა პატრიარქს გადაეცა

   საპატრიარქოს პრესცენტრიდან მიღებული ცნობაშით, 21 დეკემბრის, წმიდა სინოდის სხდომამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა და ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო:
”ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველობა გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ამიერიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული იქნება შემდეგი: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის”.

Comments