,, გარდაბნის მაცნე" საახალწლოდ რეგიონის საჯარო მოხელეებს სხვადასვა ნომინაციებზე წარადგენს


,,გარდაბნის მაცნე" არ უღალატებს გასულ წელს დაწყებულ ტრადიციას და რეგიონის საჯარო მოხელეებს სხვადასვა ნომინაციებზე წარადგენს.

აქვე მადლობას გადავუხდით აღნიშნული საჯარო მოხელეების პრესსამსახურების დიდ ნაწილს. მეგობრებო, თქვენი მოხერხებული მუშაობის შემთვევაში, ალბათ გაგვიჭირდებოდა საინტერესო მასალების მომზადება. კიდევ კარგი, რომ თქვენი  გონებაგახსნილობა ჯერაც ათქულიანი შეფასებიდან 3-4-შორის მერყეობს : )

თუმცა, გულის სიღრმეში უნდა ვაღიარო, რომ გულიც კი მწყდება იმაზე, რომ რეგიონის საჯარო მოხელეებმა ვერ ისწავლეს საზოგადოებასთან ურთიერთობა.

ჩვენ კი გასწავლით, თანგყვებით, ყურადღებას არ გაკლებთ ჩვენებურად, მაგრამ თქვენგან მაინც არაფერი გამოდის. შეაყარე კედელს ცერცვი, თუ რაღაც ამდაგვარი.

მაგრამ ფარ-ხმალს მაინც ვერ დავყრით.  ჩვენი არ ყოფნის შემთხვევაში,  თქვენ  სულ გაიჯეჯელებთ და  თან ასე,  ჩვენც  მოგვწყინდება.

Comments