No newspapers – no democracy



,,გარდაბნის მაცნე" -  მანონ ბოკუჩავა

პროექტ "1000 ჯიხურის" ფარგლებში თბილისის მერიამ აუქციონი გამოაცხადა. აუქციონი იმ ტერიტორიებსაც შეეხო, სადაც უკვე იდგა პრესის გავრცელების ჯიხურები. მათი აღების პროცესი  დაწყებულია. ჯიხურების აღების შემთხვევაში გაზეთებს რეალიზაციის საშუალება ეკარგებათ. არსებობს საშიშროებაც, რომ  აუქციონის წესით ჯიხურის შემძენმა კომპანიამ, შესაძლოა მისთვის არასასურველი გაზეთები არ გაყიდოს. მედიის ნაწილმა და  რიგითმა მოქალაქეებმა,  მერიის გადაწყვეტილება 29 ნომბერს აქციით  "მე ვკითხულობ გაზეთებს" გააპროტესტეს.
პროტესტს  ინტერნეტგამოცემების ნაწილი, ტელეკომპანია ,,კავკასია“  და  ,,მაესტროც"  შეურთდა. სლოგანი, რომელიც ელექტრონულმა და ბეჭდურმა მედიამ გაიზიარა ასეთი იყო: ,, No newspapers – no democracy

ასევე, საქართველოს პრესის ასოციაციამ ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის მიმართ მიმართვა გაავრცელა, რომელზე ხელმომწერებიც თბილისის მერიისგან ბეჭდვითი მედიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შეჩერებას ითხოვენ.




Comments