ბაზარი, რომელიც რუსთაველებში ტალახის ასოციაციას იწვევს

Kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

უკვე წლებია რუსთავის მოსახლეობა ე.წ ძველი ბაზრის მიმდინარე ტერიტორიის, ბათუმის ქუჩის რეაბილიტაციას ითხოვს. ასფალტის საფარი ქუჩის ნაწილზე აყრილია. ორმოები წვიმიან ამინდში წყლით ივსება და ბაზრის ცენტრალურ შესასვლელს გაუვალ ადგილად აქცევს.
,, ჩემთვის ბაზარში წასვლა უკვე ტალახთან ასოცირდება. აქ შეუძლებელია ისე შეხვიდე, რომ ტალახში არ ამოისვარო. თუ ეს ქუჩა ბაზრის ადმინისტრაციას ეკუთვნის, ქალაქის ხელმძღვანელობამ უნდა მოსთხოვოს მისი შეკეთება და მოწესრიგება“ - საუბრობს, რუსთაველი მზია მღებრიშვილი.


 ბაზრის ადმინისტრაციაშვი გვიხსნიან, რომ ეს ტერიტორია მათ არ ეკუთვნით. ამბობენ, რომ მოუწესრიგელი გზა მათთვისაც პრობლემას წარმოადგენს. მოსახლეობის უკმაყოფილებას ბაზრის გამყიდველებიც უერთდებიან: ,, ეს გზა ბაზრის, რომ იყოს აქამდე დააგებდნენ“ - საუბარს ერთმანეთში აგრძელებენ.
Kkpress.ge-მ თემაზე კომენტარი რუსთავის თვითმმართველობას სთხოვა. ,, გზების რეაბილიტაციის საკითხი სამ ეტაპადაა დაყოფილი. პირველ რიგში მოწესრიგდება ის ქუჩები, რომელიც პირველ ეტაპში მოხვდა. საუბარია 8 ქუჩაზე. მათ სიაში ბაზრის მიმდიბარე ტერიტორიაზე გამავალი ბათუმის ქუჩა არ შედის. თუმცა როგორც კი გაჩნდება რაიმე დანაზოგი, ამ საკითხსაც მოევლება. ჩვენც კარგად გვესმის, რომ ეს პრობლემა არსებობს“ - კომენტარს რუსთავის თვითმმართველობის პრესსამსახურის უფროსი, ნინო კორძაია აკეთებს.


Kkpress.ge
მასალის გამოქვენების თარიღი: 7თებერვალი-2012 წელი

Comments