თვითმმართველობის საიტზე საკრებულოს სხდომის თარიღი არ ქვეყნდება

kkpress.ge
(ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი)

ოთხი თვეა, რუსთავის თვითმმართველობის ოფიციალურ საიტზე საკრებულოს სხდომის თარიღი წინასწარ არ ქვეყნდება. თარიღის გამოუცხადებლობა პრობლემაა ადგილობრივი ჟურნალისტების ნაწილისთვის. ისინი საინტზე აღნიშნული ინფორმაციის არ არსებობის გამო, სხდომებს ხშირად ვერ ესწრებიან. მედიის დანარჩენ ნაწილს, რომელსაც რუსთავის ხელისუფლება წყალობის თვალით უყურებს, სხდომის შესახებ ინფორმაციას თვითმმართველობის პრესსამსახური აწვდის.
ადგილობრივი გაზეთი ,,რუსთავის ამბები“ ერთ-ერთი ისეთი მედიასაშუალებაა, რომელსაც საკრებულოს სხდომის შესახებ ინფორმაციას თვითმმართველობა არ აცნობს. ,, სხდომის თარიღი, საკმაოდ დიდი ხანია, თვითმმართველობის საიტზე არ ქვეყნდება. ცხადია, არც პრესსამსახური გვირეკავს. სხდომის ჩატარების დროს ჩვენი წყაროებით ვიგებთ“ - საუბრობს გაზეთის ჟურნალისტი, რუსუდან გოგოლაძე.

რუსთავის თვითმმართველობაში კი საუბრობენ, რომ საქმე ტექნიკურ პრობლემასთან გვაქვს. ,, ჩვენ მერიის შემოსასვლელში, საკრებულოს სხდომის თარიღის შესახებ განცხადებას სისტემატიურად ვაკრავთ. ნებიმიერ მოქალაქეს და ცხადია, ჟურნალისტსაც შეუძლია დაესწროს სხდომას..

რაც შეეხება საიტს, ამ წლის ბოლოს მოხდა მისი განახლება და გარკვეული ტექნიკური შეფერხებები გვქონდა. ეს ეხება ინტერნეტის მიღების ხარისხსაც. პრობლემა, სწორედ, ამან შექმნა, თუცა შემილია გითხრათ, რომ შემდეგი სხდომის თარიღები თვითმმართველობის ოფიციალურ საიტზე, აუცილებლად, გამოქვეყნდება“- კომენტარს თემაზე რუსთავის მერიის პრესსამსახური აკეთებს.



Kkpress.ge
მასალის გამოქვეყნების თარიღი: 7 თებერვალი - 2012 წელი 

ფოტო აღებულია საიტიდან: http://rustavi.unlimited.ge/

Comments