ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი kkpress.ge


7 თებერვალს ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა ( www.kkpress.ge) მუშაობა დაიწყო. ჩვენი ინტერესის ობიექტი მთელი რეგიონია, თუმცა ამ ეტაპზე აქტიურად, მხოლოდ, რუსთავისთვის მნიშვნელოვან თემებს  გავაშუქდება. თუმცა, ვეცდებით ყურადღება  მარნეულს და  გარდაბანსაც მივაქციოთ.

 ჩვენ არ ვიქნებით ორიენტირებული, მხოლოდ, პრობლემებზე - ვეცდებით გავაშუქოთ რეგიონში მიმდინარე კულტურული და სხვა სახის  ღონისძიებებიც. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი პრესსამსახურები არც ერთი ღონისძიების შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდიან, თუ მომავალშიც ასე გაგრძელდა,  ალბათ,  კვლავ პრობლემებით მოგვიწევს შემოვიფარგლოთ. რაც არ ვიცი გჯერათ, თუ არა, მაგრამ ნამდვილას, არ წარმოადგენს ჩვენს არჩეულ სტილს.
რაც შეეხება პორტალის  დაფინანსების საკითხს, იმის გათვალისწინებით, რომ კარგად გიცნობთ შემიძლია განმარტებები თავად გავაკეთო.

დიდი სანერვიულო არ გაქვთ, რადგან ივანიშვილს ჩვენთვის არ სცალია. ჩვენი პორტალი თავისი არსებობისთვის არც ერთი პოლიტიკური ძალისგან, დაფინანსებას არ მიიღებს.

მსგავსი  წყაროებისგან ფინანსების მიღება, რა თქმა უნდა,  ადვილი და კომფორტული გზაა, თუმცა  ჩვენ კარგად გვესმის, რომ ასეთი ფულით ჟურნალისტიკა არ კეთდება. 

აქვე მინდა გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფობს მივმართო: - თქვენი ფინანსები ჩვენ არ გვაინტერესებს.  ერთადერთი სახე თანამშრომლობისა, რაზეც დიდი სიამოვნებით წავალთ ისაა, რომ შეგვატყობინოთ თქვენი  აქტივობები რეგიონში. ჩვენ დიდი სიამოვნებით გავაშუქებთ მათ. სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე რატომღაც იმის საშუალებაც არ გვეძლევა, რომ  ჩავწეროთ  პოლიტიკურად აქტიური  ძალების რეგიონალური წარმომადგენლები...

დავუბრუნდეთ ჩვენი პორტალის საკითხს. უახლოეს მომავალში ჩვენი ინტერნეტ გამოცემის განვითარებისთვის,   პროექტებს შევიტანთ ფონდებში. შესაბამსად, სრულფასოვან მუშაობას, სწორედ, ამის შემდეგ შევძლებთ.  თუ აღმოჩნდება, რომ ყველა ფონდში  თქვენი ხალხია ფესვებგადგმული  და არავინ დაგვეხმარება, სათადარიგო გეგმაზე გადავალთ. 

რაც შეეხება ჩვენ მომავალ რესპოდენტებს. შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ნებისმიერი პრობლემური საკითხის გაშუქებისას  საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება  ყველას თანაბრად ექნება. თუმცა, რომელიმე მხარე როგორც გჩვევიათ ხოლმე, დაიწყებს დღეს-ხვალეს ამბავს,  მასალის საიტზე განთავსება მის გამო არ დაყოვნდება.

მოლოცვისთვის თავი არ შეიწუხდეთ, თქვენგან ისედაც დალოცვილები ვართ)

. რეგიონში მოქმედ მედიასაშუალებებს ვთხოვთ პატივისცენ  საავტორო უფლებებს. მეგობრებო,  ჩვენ არ ვართ ბევრნი, ამიტომ ერთმანეთის შრომის პატივისცენა და კოლეგიალობა გვმართებს.
  ეს ეხებათ მათ ვინც რელურად ემსახურება რეგიონში ჟურნალისტიკის განვითარებას და არა მათ ვისაც პრესსამსახურის თანაშრომლებისგან, საგამოძიებო ღონისძიებების გარეშე, ვერ გაარჩევ...
                      ფოტო  განწყობისთვის

Comments