რუსთავის მე-5 საპყრობილეში 4 პატიმარი შიმშილობას აგრძელებს

kkpress.ge

რუსთავის ქალთა მე-5 საპყრობილეში ოთხი პატიმარი შიმშილობას აგრძელებს. ,, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრები არ შიმშილობენ, თუმცა ადმინისტრაციასთან აღნიშნული საკითხის დაზუსტებისას მითხრეს, რომ ამჟამად შიმშილობს ოთხი ქალბატონი. ესენი არიან: ქეთევან ზარნაძე, თამრიკო ტალიკაძე, ირმა კვარაცხელია და მაია სალუქვაძე. მოთხოვნაა, მოხდეს მათი ჯამრთელობის მდგომარეობის გადამოწმება და მათთვის შესაბამისი სამედიცინო დახმრების გაწევა", - საუბრობს ორგანიზაცია ,,კავკასიის ქალები საუნივერსიტეტო განთლებით" წარმომადგენელი, ნონა ფილაური.


პატიმართა ახლობლების განმარტებით ციხეში ქალების უმრავლესობას ტუბერკულიოზი აქვს. ასევე, ,,უვარგისი საჭმლის" გამო კუჭის და ნაწლავების პრობლემები აწუხებთ. იმის გამო რომ ციხეში იატაკი არ არის დაგებული, ცემენტზე სიარულისგან ქალები ხშირად ცივდებიან. ადვოკატები ითხოვენ ყურადღება გამახვილდეს იმ ფაქტზეც, რომ რატომღაც ციხეში ქალთა საკმაოდ დიდ ნაწილს საშვილოსნო აქვს ამოჭრილი. მათი თქმით, ეს გარემოება კითხვებს აჩენს, თუ რამდენად იყო საჭირო მსგავსი ჩარევა ამა, თუ იმ პატიმრის ჯამრთელობის მდგომარეობისთვის.

პატიმრები, კვლავ ითხოვენ მათთან ადამიანის უფლებათადამცველების შესვლას.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments