ქიმიური ნარჩენების პრობლემა რუსთავის სკოლებში


მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან

კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე თავისი  გულისტკივილი რუსთავის  21-ე სკოლის ქიმიის პედაგოგმა გამოთქვა. გარემოსდამცველებს და დამსწრე საზოგადოებას,  ის  სკოლაში წლების მანძილზე დაგროვილ ქიმიურ ნარჩენებზე  ესაუბრა.

,,ჩვენ სკოლაში ამ ეტაპზე არის ქიმიური ნარჩენით სავსე 8 ყუთი.  ეს არის ის ნივთიერებები,  რომელთაც  მოსწავლეებისთვის საჩვენებელი ცდების დროს უკვე აღარ ვიყენებთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ვადა აქვთ გასული, აღენიშნებათ ძლიერი სუნი. რვავე ყუთი სკოლის ძველი ლაბორატორიის ოთახში ჩავკეთეთ. გვინდა ამ ნარჩენების გატანა სკოლიდან, თუმცა რადგან ნარჩენი ქიმიურია მას ხელს არავინ კიდებს. ცხადია, ვერც დასუფთავების სამსახური წაიღებს. ჩვეულებრივ ნაგავსაყრელზე მისი წაღება არ შეიძლება. თან, ჩვენ ამ ნივთიერების დაღვრაც  არ შეგვიძლია.  მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს საქმე  ძლიერ მჟავებთან ეს მაინც ქიმიურ ნარჩენებია და მათი ამ გზით განადგურება  არ შეიძლება“,- საუბრობდა რუსთავის 21-ე სკოლის ქიმიის პედაგოგი. 


მას რჩევები  ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” თავჯდომარე,  ნინო ჩხობაძემ მისცა. ჩხობაძის თქმით, ასეთ დროს პასუხისმგებლობა განათლების სამინისტროს ეკისრება და სწორედ, მან  უნდა უზრუნველყოს ნარჩენების გატანა.

,, ისე 8 ყუთი რა ამბავია ქალბატონო, თქვენ მან რადიაციის კერაც, ხომ არ გაქვთ“, - ხუმრობით ეკითხებოდა  ჩხობაძე რუსთაველ პედაგოგს.

21- ე სკოლის ქიმიის პედაგოგმა ოფიციალური კომენტარისთვის დირექტორთან გადაგვამისამართა.  მოგვაინებით მის  სკოლაში მისულებს კი დირექტორმა, ნინო გავაშელმა განსხვავებული ინფომაცია მოგავაწოდა.

,, ჩვენს სკოლაში სულ  2 საშუალო ზომის ქიმიური ნაღჩენების ყუთია. ჩვენ უსაფრთხოების მიზნით ეს ყუთები სკოლის შენობიდან გავიტანეთ და სხვა კორპუსში დავასაწყობეთ.  ასევე,  გაკეთდა მიწაყრილი. ასე, რომ ეს საკითხი ბავშვებისთვის საფრთხეს არ წარმადგენს. სხვა გზა ამ ნარჩენების მოცილებისა ჩვენ არ გვქონდა. მოგეხვსებებათ ამ  ელემენტების დაღვრა, ან ჩვეულბივ ნაგასაყრელზე გატანა  არ შეიძება. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ გასულ წელს მათ სკოლიდან გაიტანდნენ -   ამისთვის ერთ-ერთი არასამთავრობო პროექტს ამზადებდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ იმუშავეს.

მიუხედავად იმისა, რომ მე როგორც ვიცი საშიში ნოვთიერებები არ არის,  ამ თემის  შესახებ საქმის კურსში გვყავს ადგილობრივი რესურს ცენტრი“, -  საუბრობს 21-ე სკოლის დირექტორი, ნინო გავაშელი. 

ქიმიური ნარჩენებისგან სკოლის ლაბორატარიის განთავისუფლება საკუთარი ძალებით მოუწაათ რუსთვის  მე-13 საჯარო სკოლაში.  ქიმიის პედაგოგო ეკა ღუღუნიშვილი გვიხსნის, რომ წელს მან გასულ წელთან შედარებით, სკოლის გარეთ მდებარე ბუნკერში გაცილებით ნაკლებად საშიში ნივთერებები, ძირითადად მარილები დამარხა.

 ,,გასულ წელს ბუნკერში დასამარხად  მართალია ვადაგასული, მაგრამ უფრი აქტიური ნივთიერებები გავიტნაეთ.  წელს კი რაც დარჩა ის სუსტი ნივთიერებები ჯერ ჩამოვწერეთ და მერე დავმარხეთ.

ეს არ იყო საშიში ნივთიერებები, თუმცა მათ   აქვთ სპეციფიური სუნი და წარნოადგენენ ქიმურ ნარჩენებს, ამიტომ შენობიდა მათი გატანა და დამარხვა აუცილებელია“,   - საუბროვს, რუსთავის მე-13 სკოლის ქიმიის პედაგოგი.

,,რეზონანსთან“ სატელეფონო საუბარში  რუსთავის  რესურს ცენტრის  ხელმძღვანელი,  მარინა უგულავა ამბობს, რომ სკოლებს ქიმიური ნარჩენების გატანის მხრივ პრობლემა არ აქვთ. ,, ასეთი პრობლემა, რომ ყოფილიყო სკოლები მოგვმართვადნენ და აუცილებლად დავეხმარებოდით“ - აცხადებს  უგულავა.

,, რეზონანსიაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქიმიის სხვა პედაგოგებსაც ესაუბრა. მათი თქმით, სკოლებში დარჩენილი  ქიმირი ნარჩენები არ წარმოადგენენ   ძლიერად მოქმედ ნივთიერებებს, თუმცა მათ უმეტესობას აორთქლების შემთხვევაში ერთმანეთზე ზემოქმედება და გარკვეულ წილად მომწლავი გარემოს შექმნა შეუძლიათ. ასევე გვიხსნიან, რომ იმ შემთხვევაში თუ ასეთი ნარჩენი ახალშეღებილ ოთახში, ან ახლადშეღებილ ნივთთან მოხვდება მათ საღებავთან რექციაში შესვლა და ჯამრთელობისთვის საზიანო გარემოს შექმნა შეუძლიათ.




Comments