რუსთავის სტამბულის ბაზრის ყოფილი მეწილეები და საფრთხის წინაშე დამდგარი ებრაული ინვესტიცია


მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან

რუსთავში მოქმედი ყველაზე დიდი სავაჭრო ობიექტი,  სტამბულის ბაზარი მედიის ყურადღების ცენტრშია.  რამდენიმე დღის წინ ბაზრის ყოფილმა მეწილეებმა მე-9 არხს განუცხადეს, რომ სამი წლის წინ ბაზრის წილები  ზეწოლის შედეგად, რეგიონის გუბერნატორმა, დავით კირკიტაძემ  და ქალაქის ყოფილმა მერმა, მამუკა ჩიქოვანმა წაართვათ.

ბიზნესმენები დურმიშხან ფარცხალაძე და  ზურაბ ჭანტურია აცხადებენ, რომ წილების წართმევის საქმეში შსს მონაწილეობდა. ჭანტურიას განმარტებით მას შვილი დაუჭირეს და მანამ არ გაუშვეს სანამ ბაზრის წილის არ გადაფორმებინეს. ასევე, პოლიციის ჩარევით არის დაუსწრებლად გასამართლებული ბაზრის  მე-3 მოწილე. ყოფილმა მესაკუთრეებმა, უკვე მიმართეს შსს და სახალხო დამცელის აპარატს.

სტამბულის ბაზრის წილების გადაფომების საქმიდან  სამი წელი გავიდა. აღნიშნული ქონება ორჯერ გავიდა ტენდერზე და 2011 წელს მისი მესაკუთრე (85%-ის)  ებრაელი ბიზნესმენი  უზილ ნონი გახდა.    ბაზარი  სამართლებრივად    შპს ,,ერთობას“ წარმოადგენს.


,,რეზონანსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ მედიით წილების იძულებით გადაფორმების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ,  ახალ მეპატრონესა და ბაზრის თანამშრომლებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. 

თავად ბაზრის მოვაჭრეები ჩვენთან პირად საუბარში აცხადებენ, რომ ბაზარი ახალ მეპატრონეს უკანონოდ აქვს და წილები კანონიერ მესაკუთრეებს  უნდა დაუბრუნდეთ. თავისი მხრივ,  ებრაელი ბიზნესმენის წარმომადგენელი და ბაზრის ამჟამინდელი  დირექტორი აცხადებს, რომ საქმე  სამართლიანმა სასამართლომ უნდა გამოიძიოს, თუმცა მათ შექმნილი ,,აჟიოტაჟის“ გამო უკვე პრობლემები შეექმნათ.

,, ჩვენთან, რომელი ყოფილ მეწილეს პირადი საუბარიც, რომ  ჰქონდა ამ საკითხზე და ეთქვა, რომ მას ქონება უკანონოდ ჩამოართვეს გარწმუნებთ, ჩვენ ამ შპს-ს არ შევიძენდით. ასეთ საქმეში ებრაელი ბიზნესმენი ფულს არასოდეს ჩადებდა.

ამის დასტურად გეტყვით, რომ გასულ თვეს ამ ბაზრის 15 % რუსთავის მერიამ გასაყიდად გამიტანა. ჩვენ  ბაზრის   85%-იანი მეწილეები ვართ და ცხადია, გვქონდა ინტერესი შეგვეძინა ეს 15%, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ამ წილთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდებოდა ჩვენ არ შევიძინეთ“, - საუბრობს შპს ,,ერთობის“ დირექტორი, მამუკა   ცხოვრებაძე. მისი თქმით, მათ წინა მესაკუთრეებთა სადავო არაფერი აქვთ და საქმე შესაბამის უწებებში უნდა გაერკვას.

,, ჩვენ 2011 წლის თებერვალში რუსთავის მერიიგან შევიძინეთ ბაზრის 85%. დღეს  იმასაც ამბობენ, რომ   ჩვენ ხელისუფლება განსაკუთრებულად გვწყალობდა.  ამის საპასუხოდ გეტყვით, რომ შპს-ს წილების შეძენიადან  მეორე დღესვე საგადასახადომ 53 000 ლარი მოგვთხოვა. აღმოჩნდა, რომ წინა ბაზრის ადმინისტრაციას საგადასახადოს 4 თვის დავალიანება ჰქონდა. ეს მაშინ, როდესაც ჩვენ ამ ვალის შესახებ ბაზრის შეძენისას არაფერი ვიცოდით და არც მისი გადახდის ვალდებულება გვქონდა აღებული.

ისე საერთო ჯამში ჩვენ გადავიხადეთ 404 000 ლარი, რაც იყო ბაზრის წასულში დაგროვილი სხვადასხვა დავალიანებები.   ასევე დავფარეთ ,,პროკრედიტ ბანკის“ ვალი  165 000 ლარი. შემიძლია დოკუმენტები განახოთ იმისიც, რომ წინა წლებში დაგროვილი დასუფთავების გადასახადების გადახდასაც  ჩვენ წელს ზაფხულში მოვრჩით“, - დასძენს სატამბულის ბაზრის დირექტორი.

ცხოვრებაძე ჩვენ კოლეგებსაც ურჩევს, ამ თემაზე საუბრისას მათი მდგომარებითაც დაინტერესდნენ.  ბაზრის ამჟამინდელი ადმინისტაცია გვიდასტორებს, რომ მოვაჭრეები ახლა მათ მიმართ განსაკუთრებულად აგრესიულად არიან განწყობილი.

,, ზოგადად მოვაჭრეებისაგან  გადასახადის ამოღება ყოველდღიური პრობლემა იყო, ამ ამბის შემდეგ უარესი სიტუაციაა.  გვეუბნებიან, თქვენ აქ კივედ  რატომ ხართ-ო!  და მსგავს რამეებს.  ჩვენ  არ ვართ  იმის წინააღმდეგი, რომ შესაბამისმა უწებებმა გამოიძიონ საქმე. რაც შეგვეხება ჩვენ, მოვიდნენ გადაამოწომონ  დეკლარაციები, ყველაფერი წესრიგში გვაქვს, ერთი თეთრი შემოსავალიც არ დაგვიმალავს.

ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამ  თემაზე  შექმნილი აჟიოტაჯის შედეგად   ჩვენ უკვე პრობლემები შეგვექმნა. არ მინდა ამ თეამზე დეტალურად საუბარი, მაგრამ  ამის გამო ლამის საბანკო ანგარიშები გაგვიყინეს. ეს ებრაელი მეპატრონეც გაგიჟებასაა, უკვე მუშაობის  სურვილი  აღარ  აქვს, “ - საუბრობს, ცხოვრებაძე.


Comments