ნინოწმინდის სოფლებში პედაგოგები დახმრებას ითხოვენ


მანონ ბოკუჩავა 
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“
სამცხე-ჯავახეთიდან

სამცხე-ჯავახეთში  ნინოწმიდის რაიონის  ეთნიკურად  მრავალფეროვან  სოფლებში,  ჩვენი ქართულად თანამოსაუბრეები ძირითადად, სკოლის მოსწავლეები აღმოჩნდნენ. უფროსმა თაობამ ქართული ნაკლებად იცოდა.

მსგავსი სურათი დაგვხვდა სოფელ გორელოვკაში. აქ ოთხმოცდაათიან წლებში თბილისიდან ჩამოსახლებულთა  მეზობლად, აჭარელი ეკომოგრანტები, დუხარობორები და სომეხი  ეროვნების საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ. მათი ძირითადი, სასაუბრო ენა რუსულია.  სოფელს ეთნიკური მრავალფეროვნების გარდა საქართველოს სხვა რაიონებისგან განსხვავებული კლიმატური პირობები და იერი აქვს. აქ, იციან რომ მათი ზამთარი უჩვეულოდ ხანგრძლივია და 6-8 თვე გრძელდება. ოჯახების ნაწილი შეშით, ხოლო ნაწილი გახმარი ფუნით  თბება. მკაცრი კლიმატის გამო, ერთადერთი კულტურა  რაც ხარობს კარტოფილია. ადგილობრივები  მესაქონლეობას ეწევიან.  რძის პრიდუქტს და კარტოფილ  ცვლიან,  ან ყიდიან სხვა საჭირო ნივთების, თუ პროდუქტის შესაძენად.


გორელოვკის უსახელო ქუჩებზე დუხაბორების სახლებია შემორჩენილი. მათ სახურავზე ტბიდან ამოღებული  მიწა აყრიათ. ადგილობრივების თქმით, ასეთი მეთოდით სახლის გადახურვა მას სითბოს უნარჩუნებს. სახურავზე ამოსული ბალახი უკვე, გაყვითლებულია. გორელოვკის სახლების წინ ელექტრო ბოძებზე გაკეთებული ბუდეებიც ცარიელი. გვუხსნიან, რომ  ყარყატებმა ცივის ზამთრის შიშით სოფელი უკვე დატოვეს.

ერთი-ერთი სახლი, რომელიც ყარყატების ბუდის მეზობლადაა ქართული ენის  პედაგოგ, ლია მარგიშვილი  ეკუთვნის. ამ სახლში 12 წლიანი ცხოვრების და სოფლის სკოლაში ქართულის სწავლევის მიუხედავად, მას სახლის დაცლას უკვე მეორეწელია სთხოვენ. მარგიშვილი ნინოწმინდის რაიონში 22 წლის წინ ჩამოსახლდა. ფიქრობს, რომ ქვეყნისთვის ასეთ შორეულ რაიონში ქართულის სწავლებით მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და უკვე, ახალ მთავრობას დახმრებას სთხოვს. მარგიშვილის თქმით,  მან ქართულის არაქართულ სკოლაში სწავლებისთვის ბილინგვური მეთოდი ტრენინგებით შეისწავლა და უახლესი მიდგომებით მუშაობს.

,, მოგეხსენათ,  ნინიწმინდის სოფლებში 1990 წელს ჩამოიყვანეს ქართული ოჯახები. თავდაპირველად ცხადია,  იყო სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ხელშეწყობა, თუმცა შემდეგ უკვე თვითონ მოგვიწია  ახალ გარემოსთან და მკაცრ კლიმატთან გამკლავენა.  ვფიქრობ, რომ სახელმწოფოსთვის მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ და იმას მაინც ვიმსახურებ 22 წელი ამ რაიონში მუშაობის შემდეგ - ჩემი საცხოვრებელი სახლიდან არ გამაგდონ“, - საუბრობს, სოფელ გორელოვკის ქართულის პედაგოგი, ლია მარგიშვილი.

მარგიშვილი თავდაპირველად გორელოვკის მეზობლად მდებარე სოფელ სამებაში ჩაასახლეს. ,,  დედის ავადმყოფის გამო მომიწია 2000 წელს სამებიდან  გორელოვკაში გადასვლა. დედა ხშირად მიხდებოდა ავად.  სამებიდან კი გზის პრობლემის გამო და ექიმთან ვერ დამყავდა. აქ ჩამოსვლის შემდეგ  ,,შევარდაძის სახელმწიფო ფონდმა“  ჩემს ამჟამინდელ სახლში ჩამასახლა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა ფონდმა საკუთრების საბუთი  მომცა 2010 წლისდან ცდილობენ ჩემი  ამ სახლიან გასახლებას.

სწორედ, 2010 წელს  ჩემთან პოლიციის თანხლებით მოვიდა ქალბატონი, ნაზი დევაძე,  რომელიც აცხადებს, რომ ლტოლვილთა სამინიტროს  წარმომადგენელია და  სახლის დაცლას მოითხოვდა“,  დასძენს  მარგიშვილი. მისი თქმით,  გასახლების შესაჩერებლად სხვადასხვა ადგილობრივ უწყებებს მიმართა და ის სახლიდან სორედ, ამიტომ ვვერ გაიყვანეს.  

,,ყოველდღიურ შიშში ვცხოვრობ.  არ მიკანონებენ  სახლს და რა წუთს გამასახლებენ არ ვიცი. ამის გარდა სკოლასთან დაკავშირებითაც გვაქვს პრობლემები. ჩვენი სკოლის  კედლებზე სოკოებია ამოსული.   ალბათ, იცით აქ როგორი ზამთარი იცის -  მთელი 6-8 თვე  ელექტროგამათბობლებით ვთბებით. ეს კი ვერ ათბობს კლასებს და ვერ ერევა ყივნას. ამ სიცივის გამო, როგორც პედაგოგები, ასევ ბავშვები მუდმივად ავად ვხვდებით“,  - ამბობს, გორელოვკის სკოლის პოედაგოგი, ლია მარგიშვილი.

მის მსგავსად პრობლემები აქვთ ნინოწმინდის რაიონის სოფელ სამებაში.  ადგილობრივი სკოლის პედაგოგები ამბობენ, რომ ოთხმოცდაათიან წელს ჩამოასახლეს. თავდაპირველად მათ სახელმწიფო ეხმარებოდა და პირად საუბარში სახლების დაკანონებას ჰპირდებოდა. ახლა კი სოფელში საცხოვრებელი სახლისთვის თვეში 15 ლარის გადახდა უწევთ. ასევე, მათი თქმით, სამებაში 22 წლიანი ცხოვრების მიუხედავად არ დაუკანონდათ საკარმიდამო და სათიბი მიწები.

,,  ჩვენ აქ 1990  წელს  ჩამოსახლებულებმა უამრავი გასაჭირივ გავიარეთ. იყო დაპირისპირები  და ა.შ ამაზე საუბარიც აღარ მინდა. ახლა,  სოფელში 22 წლიანი ცხოვრების  შემდეგ,  სახლისთვის ყოველთვე 15 ლარიანი გადასახდი დაგვიწესეს. კაი, ამას კიდე არაუშავს გადავიხდით, მაგრამ სოფელში სხვა პრობლემაც გვაქვს.  

ჩვენი სასმელი წყლი უვარგისია.  მას თვითდინებით მიმავალი წყარო უერთდება და აქვს  სპეციაფიური გემო და სუნი. საკმარისია  ეს წყალი  ერთი-ორი დღე გააჩერო, რომ ჭურჭელს ამწვანებს. ასევე, უკვე  დიდი ხანია ვითხოვ სათიბი მიწის დაკანონებას, მაგრამ არავინ გვქცევს ყურადღებას.  აქ, მიწის გარეშე  ცხოვრება შეუძებელია. მოგვხენათ,  ადგილობრივები  აკეთებენ სხვადასხვა რძის პროდუქტებს და ცვლიან მათ სხვა საკვებში. ამის გარეშე ასეთ სოფლებში ადამიანი ვერ იცხოვრებს.

თუ ჩვენ  ამ პრობლემების გამო  ჩავიქნევთ აქაურობაზე ხელს,  არც სკოლა იარსებებს და არც სოფელი. საქართველო-სომხეთის საზღვრისპირა სოფელი მოსახლეობის გარეშე დარჩება. სამწუხაროდ, მე როგორც პედაგოგი, რომელიც  ასეთ პირობებში ვმუშაობ წინა ხელისუფლების მხრიდან არავითარ მხარდაჭერას ვიღები“, - საუბრობს, სოფელ სამების პედაგოგი, ეთერ ნათაძე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,რეზონანსი“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესასამსახურის ინფორმაციით არაქართლ სკოლებში სამინისტრო სახელმწიფო ენის შესწავლის კუთხით არაერთ პროექტს ახორცილებს, ასევე,  არის სოციალური გრანტები მაღალმთიანი რაიონის სტუდენტებისთვის. სამინისტროს ინფორმაციით  ამ  ეტაპზე მათ არ აქვთ განსხვავებული მიდგომები მსგავს რაიონში მომუშავე პედაგოგების მიმართ.  



Comments