ალგეთი სასმელი წყლის გარეშე დარჩა


მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან

მარნეულის რაიონის სოფელი ალგეთი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდი სოფელთა ჩამონათვალშია. 2002  წლის მოსახლეობის აღწერდით ალგეთში 5 017 ადამიანი ცხოვრობს. ალგეთს სამი სკოლა აქვს. სოფლის ცენტრში მეჩეთი და რამდენიმე პატარა სუპერმარკეტია. სოფლის ცენტრალური და შიდა გზების ნაწილი   ახლად დაგებულია.

განსაკუთრებული ხალხმრავლობა ალგეთში,  მის სეხნია მდინარე ალგეთთან გვხდება. სოფლის  მოსახლეობა წყლის საზიდი პლასტმასიის ბიდონებით მდინარის ნაპირზე დგას.  ადგილობროვები გვიხსნიან, რომ უკვე, ერთი წელია სოფელს სასმელი წყალი არ აქვს.  ,,ჩვენ არ ვიცით ვარგა, თუ არა მდინარე ალგეთის წყალი სასმელად, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს და ვსვამთ. ერთი წლის წინ იყო სოფელში სასმელი წყალი, ახლა რა მოხდა არ ვიცით. ვისაც მანქანა გვყავს კიდევ არაგვიშავს.  დანარჩენები კი  თითქმის მთელი სოფელის ქალები ხელით ეზიდებიან წყალს“, - გვიხსნის ადგილობრივი, ზაქირ ემინაზაროვი.

მდინარის ნაპირის მთელ სიგრძეზე ქალები დგანან.   ჭურჭელს და ტანსაცმელს რეცხავენ. წყალს პერიოდულად საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც მოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნარჩენი, კვლავ სოფლის მაცხოვრებლების  ჩაყრილია ადგილობრივები მდინარის სისუფთავეზე  პაუსხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებენ. 

53 წლის გულნარ ხუსეინოვა ამბობს, რომ ერთი წლის წინ  წყლის მილების შესაძენად სოფელში ფული აგროვდა.  სასმელი წლის მოსვლის შედეგ კი დააყენეს წყლის მრიცხველები.

 ,,რასაც გვიწერდა მრიცხველ ყველაფერს ვიხდიდით. ახალ კი დაგვრჩა მხოლოდ მილები და წყალი არ არის. მთავრობას ვთხოვთ დახმარებას.

რადგან წულთან დაკვასირებით ასე მოხდა,  ახლა ბუნებრივი აირის  შემოყვანასაც არ  ვჩქარობ. იქნებ შემოვიყვანოთ,  ოჯახს თანხა  მოვაკლოთ და შემდეგ აქაც მხოლოდ, მილები შემრჩეს ხელში“, - საუბრობს  ხუსეინოვა.

სასმელი წყლის პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე  სხვადასხვა ვერსიები სმენია ადგილობრივ ნაზილ ალიევს.

,,ზოგი ამბობს, რომ წლის სიმძლავრე  არ ჰყოფნის ამხელა სოფელს. ზოგიც გვიხსნის,  რომ წყლის რაოდენობა არ ეყო სოფელსო... არ ვიცით რა არის აქედა სიმართლე. ფაქტია, რომ მრავალრიცხოვანო  მოსახლებით დასახლებულ სოფელს სასმელი წყალი არ აქვს“,  - ამბობს ნაზილ ალიევი.

სოფელ ალგეთის  სასმელი წყლის პრობლემაზე  საუბრობს მარნეულის გამგებელი, ზაზა  დეკანოიძე.

,, ალგეთთან დაკავშირებით თავის  დროზე  შეცდომა იქნა დაშვებული.  დააყენეს ერთი საქაჩი, რომელიც ვერ გაწვდა მთელ სოფელს.  ამ შეცდომის გამო შესაბამისმა პირებმა პასუხის აგეს.  ახლა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად ორ ვარიანტზე ვმუშაობთ. ახალი მთავრობის დახმარებით,  ან დამატებით საქაჩს დავაყენებთ, ან სიფელს ალგეთს მივაერთებთ ,,რუსთავი წყლის“ მთავარ არხს. მოგეხსენებათ,  ,,რუსთავის  წყალი“ სათვეს სწორედ, მდინარე ალგეთიდან იღებს და ყველაზე ადვილი იქნება, თუ სათავეშივე მიუერთდება მას სოფელი. ამ საკითხზე ,,რუსთავ წყალთან“ მოლაპრაკებები დაწყებულია და ვნახოთ რა გამოვა. თუ არადა, როგორც მოგახსენეთ ახალი დამატებით საქაჩის საკითხზე ვიმუშავებთ“, - საუბრობს მარნეულის გამგებელი, ზაზა დეკანოიძე.


Comments