მარნეულის რაიონი სოფელი ალგეთი - რეპორტაჟი (+ ფოტომასალა)

kkpress.ge

მარნეულის რაიონი სოფელი ალგეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. მოსახლეობის 2002 წლის აღწერით სოფელში 5 017 მოსახლე ცხოვრობს.

ალგეთის ცენტრში მეჩეთი და რამდენიმე პატარა სუპერმარკეტია. სოფელში ცენტრალური და შიდა გზების ნაწილი დაგებულია. სოფელს სამი სკოლა აქვს.

2009 წელს განათლების სამინისტრომ ალგეთის №2 საჯარო სკოლა, პროექტის ,,იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია" ფარგლებში ააშენა. სოფლის №1 საჯარო სკოლის წინ კი საქართველოს დროშასთან ერთად კომპანია ,,სოკარის" და აზერბაიჯანის დროშები ფრიალებს. სკოლა ჩოვგაროვის სახელობისაა და ის ადილობრივების თქმით, სოკარმა გაარემონტა. სასკოლი ინვენტარი კი დაწესებულებაში განათლების სამინისტრომ შეიტანა.

სოფელში მოსახლეობის შეკრენის ადგილი მდინარე ალგეთია. ადგილობრივები მანქანებით და წყლის საზიდი პლასტმასის ბიდონებით მდინარე ალგეთის ნაპირთან იკრიბებიან.


,,ჩვენ არ ვიცით ვარგა, თუ არა მდინარე ალგეთის წყალი სასმელად, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს და ვსვამთ. ერთი წლის წინ იყო სოფელში სასმელი წყალი, ახლა რა მოხდა არ ვიცით. ვისაც მანქანა გვყავს კიდევ არაგვიშავს. დანარჩენები კი თითქმის მთელი სოფელის ქალები, ხელით ეზიდებიან წყალს", - გვიხსნის ადგილობრივი, ზაქირ ემინაზაროვი.

მდინარის ნაპირის მთელ სიგრძეზე ქალები დგანან. ჭურჭელს და ტანსაცმელს რეცხავენ. წყალს პერიოდულად საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც მოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნარჩენი, კვლავ სოფლის მაცხოვრებლების ჩაყრილია ადგილობრივები მდინარის სისუფთავეზე პაუსხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებენ.

53 წლის გულნარ ხუსეინოვა ამბობს, რომ ერთი წლის წინ წყლის მილების შესაძენად სოფელში ფული აგროვდა. სასმელი წლის მოსვლის შედეგ კი დააყენეს წყლის მრიცხველები.

,,რასაც გვიწერდა მრიცხველი ყველაფერს ვიხდიდით. ახალ კი დაგვრჩა მხოლოდ მილები და წყალი არ არის. მთავრობას ვთხოვთ დახმარებას.

რადგან წყალთან დაკვაშირებით ასე მოხდა, ახლა ბუნებრივი აირის შემოყვანასაც არ ვჩქარობ. იქნებ შემოვიყვანოთ, ოჯახს თანხა მოვაკლოთ და შემდეგ აქაც მხოლოდ, მილები შეგვრჩეს ხელში", - საუბრობს ხუსეინოვა.

სასმელი წყლის პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე სხვადასხვა ვერსიები სმენია ადგილობრივ ნაზილ ალიევს.

,,ზოგი ამბობს, რომ წლის სიმძლავრე არ ჰყოფნის ამხელა სოფელს. ზოგიც გვიხსნის, რომ წყლის რაოდენობა არ ეყო სოფელს-ო... არ ვიცით რა არის აქედა სიმართლე. ფაქტია, რომ მრავალრიცხოვანო მოსახლებით დასახლებულ სოფელს სასმელი წყალი არ აქვს", - ამბობს ნაზილ ალიევი.

სოფელ ალგეთის სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობს მარნეულის გამგებელი, ზაზა დეკანოიძე.

,, ალგეთთან დაკავშირებით თავის დროზე შეცდომა იქნა დაშვებული. დააყენეს ერთი საქაჩი, რომელიც ვერ გაწვდა მთელ სოფელს. ამ შეცდომის გამო შესაბამისმა პირებმა პასუხის აგეს. ახლა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად ორ ვარიანტზე ვმუშაობთ. ახალი მთავრობის დახმარებით, ან დამატებით საქაჩს დავაყენებთ, ან სოფელ ალგეთს მივაერთებთ ,,რუსთავი წყლის" მთავარ არხს. მოგეხსენებათ, ,,რუსთავის წყალი" სათვეს სწორედ, მდინარე ალგეთიდან იღებს და ყველაზე ადვილი იქნება, თუ სათავეშივე მიუერთდება მას სოფელი. ამ საკითხზე ,,რუსთავ წყალთან" მოლაპრაკებები დაწყებულია და ვნახოთ რა გამოვა. თუ არადა, როგორც მოგახსენეთ ახალი დამატებით საქაჩის საკითხზე ვიმუშავებთ", - საუბრობს მარნეულის გამგებელი, ზაზა დეკანოიძე.

სოფელს სასმელი წყლის გარდა სარწავი არხების პრობლემაც აქვს. ასევე, არ არის დაგებული შიდა გზების ნაწილი. მარნეულის გამგებლის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემის შესახებ საქმის კურსშია.

,, ალგეთში 12 კილომენტრიან მონაკვეთზე ასფალტი დავაგეთ, ახლა გვრჩება 9 კმ. ეს საკითხი გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა. ჩვენ მივმართავთ მათ და ვფიქრობ, რომ ამ საკითხს ყურადღება არ მოაკლდება. იგივე შემიძლია გითხრათ სარწყავ არხებთან დაკავშირებით. ეს სთემა, მხოლოდ ალგეთში არაა პრობლემური.

თუმცა მოგეხსენებათ, ახალმა ხელისუფლებამ არა ერთხელ აღნიშნა, რომ მისთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტია. დარწმუნებული ვარ მათი დახმარებით შესაძლებელი გახდება მომვალ წელს ალგეთის და სხვა სოფლების სარწყავი არხების რეაბილიტაცია", - დაძენს, ზაზა დეკანოიძე.

ფოტომასალა იხილეთ:   http://kkpress.ge/index.php?do=fullmod/news&id=502

მასალა მომზადებულია IREX -ის (საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments