წინასაარჩევნო ,,ნაციონალური" ტერორის გაუხმაურებელი დეტალები

მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან

ვინ უპირებდა აზოტის თანამშრომლებს ხერხემალში გადატეხვას

რუსთავის  აზოტის ქარხანაში 2 000-ზე მეტი  ადამიანი მუშაობს. ქარხნის თანამშრომლების თქმით,  წინასაარჩევნოდ  მათზე ზეწოლას საწარმოში  შსს მიგზავნილი კადრი ახდენდა. აზოტელების ყვებიან, რომ  პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, თემურ კუპატაძე მათ აქციებზე მისვლის და არჩევნებზე ,,ქართული ოცნების“  მახრადჭერის შემთხვევაში ,,ხერხემალში გადატეხვით“ ემუქრებოდა.

დღეს ქარხნის თანამშრომლები აცხადებენ, კუპატაძე კვლავ რუსთავშია  და ე.წ გამინუსებულთა სიაში მყოფი აზოტელების  სამსახურიდან განთავისუფლებას ითხოვს.

,, ასეთი სისტემა იყო, ნაციონალების კოორდინატორი ქალბატონი გსტუმრობდა სახლში და გვეკითხებოდა, თუ ვის ვაძლევთ ხმას.  საკმარისი იყო გეთქვა, რომ პასუხისგან თავს იკავებ  ე.წ გამინუსებულთა სიაში ხვდებოდი. ეს სიები შედიოდა რუსთავის  პოლიციასში და გამონუსებულთა ,,გამოსწორებაზე“  უკვე, ადგილობრივი პოლიცია მუშაობდა.  პოლიციაში  იცოდნენ ვინ სად ცხოვრობს, სად მუშაობს. იმ შემთხვევაში, თუ გამინუსებული აზოტელი იყო და გარწუნებთ ასეთი სადღაც 500-600 კაცი გამოიკვეთა - მათზე ზეწოლას უკვე,  თემურ კუპატაძე ახდენდა.

კუპატაძე იმდენად ბეჯითად მიუყვებოდა ამ საქმეს, რომ პრევენციისთვის სისტემატიურად აწყობდა თათბირებს და აზოტის თანამშრონლებს ოცების აქციაზე გამოჩენის და არჩევნებზე მათი მხარდაჭერის შემთხვევაში ხერხემალში გადატეხვით ემუქრებოდა. აზოტში დღესაც ეშინიათ მისი, რადგან მას კვლავ შეუძლია ნებისმიერ ჩვენგანს გაუწორდეს. აქ, არ არის საუბარი მხოლოდ სამსახირიდან გაგდებაზე“, - საუბრობენ აზოტის თანამშრომლები და ახალ შსს მინისტრს სთხოვენ გამოიძიოს ეს საქმე და დასაჯოს ყველა ის შსს კადრი ვინც მათზე ზეწოლას ახდებდა. 

აზოტის ქარხნის თანამშრომელთა თქმით, მუქარების გამო ბევრმა თანამშრომელმა ხმა მართლაც ,,ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა. კუპატაძის გარდა აზოტელები უკმაყოფილებას ქარხნის პროფკავშირის მიმართაც გამოხატავენ.  მათი თქმით, პროფკავშირი შეკრული იყო და არის ქარხნის ადმინისტრაციასთან.

,, იმის ნაცვლად, რომ პროფკავშირი გვერდში დაგვდგომოდა  გვეუბნებოდნენ, რომ უნდა გავითვალიწინოთ ის ფაქტი, რომ ჩვენს უკან  ოჯახებია ... ახლა კი როდესაც შეიცვალა რეალობა და ხალხის ცდილობს გადალახოს შიში ამბობენ, რომ დაგროვილი პრობლემების გამო შეიძლება აზოტში გაფიცვების დაწყებაც“,- გვიხსნიან აზოტელები.

ჩვენ მათი მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას  აზოტის პროფკავშირის სამსახურთან ვცდილობთ. ,, პროფკავშირის ხელმძღვანელი ამ ეტაპზე ვერ მოგცემთ კომენტარს. იგეგმება შეხვედრები აზოტის ხელმძღვანელობასთან და შემდეგ მზად ვიქნებით  სასუბროდ“, - გვიხსნის, აზოტის პროფკავშირის ხელმძღვანელის მოადგილე, დიანა თაბუკაშვილი. პირად საუბარში კი ამბობს, რომ პროფკავშირი არ გეგმავს ქარხანაში გაფიქცვების ორგანიზებას და მოვლენების ასეთი განვითარების წინააღმდეგია.

,, ვიცით, რომ აზოტელებს აქვთ ჩვენს მიმართაც პრეტენზიები. თქვენც უნდა გაგვიგოთ, რთულია ყველა საკითხზე დაითანხმო ხელმძრღვანელობა. რაც შეეხება თემურ კუპატაძეს, მისი საქმიანობის შესახებ არა ერთხელ ვესაუბრეთ აზოტის ხელმძღვანელობას. ჩვენთან მოდიოდნენ მუშები, ასევე იყო მათი ზარები, რომ ეს ადამიანი მათზე ზეწოლას ახდებს. გარწმუნებთ, ჩვენ მზად ვიყავით ამ ხალხის სამსახურიდა  განთავისუფლების შემთხვევაში მათ გვერდით დავმდგარიყავით“, - გვიხსნის, აზოტის პროფკავშირის ხელმძღვანელის მოადგილე.

თემურ კუპატაძესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურთა აზოტის ადმინისტრაციაში. ქარხნის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ზვიად კეჭაყმაძე სატელეფონო საუბარში ამბობს,რომ კუპატაძე აღარაა მათი თანამშრომელი და ადმინისტრაცია ,,კატეგორიული წინააღმდეგია“ ამ თემის კომენტირების.

,, ჩვენ არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან არავინ გაგვივიშვია. რაც შეეხება კუპატაძეს ამ საკითხით, ალბათ  სხვა უწყებები დაინტერესდება. ერთადერთი შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ის აზოტის თანამშრომელი აღარაა“, - საუბრობს, კეჭაყმაძე.

მიუხედავად, იმისა რომ აზოტის თანამშრომლების თქმით კუპატაძე კვლავ, რუსთავში იმყოფება ჩვენ მასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ.  კუპატაძის საკონტაქტო ინფორმაცი არ აქვთ აზოტის ქარხანაშიც.


Comments