მარნეულის რაიონი სოფელი წერეთელი - რეპორტაჟი

kkpress.ge

მარნეულის რაიონ, სოფელ წერეთელში 2002 წლის მოსახლეობის აღწერით 2206 ადამიანი ცხოვრობს. სოფელი, ძირითადად ორსართულია სახლებისგან შედგება. საცხოვრებელი სახლების წინ წყლის არხია გაყვანილი. პოლიეთილინის პარკები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენი წყლის ზედაპირზე ტივტივებს. ადგილობრივების თქმით, მარნეულის სოფლებიდან საყოფაცხოვრებო პირობებით, წერეთელი ერთ-ერთი საუკეთესოა.

,, გვაქვს კარგი საავტომობილი გზა. ტრანსპორტი სოფლიდან მარნეულში აქტიურად დადის. ასევე, ჩვენ სოფელზე გაივლის თბილისის სამარშუტო ტაქსიც.სოფელში არის გუნებრუვი აირი და ელექტროენერგია. რაც შეეხება სასმელ წყალს გვაქვს კვირაში 3-ჯერ დილის 9-დან 4 საათამდე", - საუბრობს ადგილობრივი, ნუნუ გელაშვილი.

წერეთელში ერთადერთი პრობლემა რაზეც ადგილობრივები აქტიურად საუბრობენ მიწებს ეხება.

,, ჩვენ სოფელში თითქმის ყველას, მხოლოდ საკარმიდამო მიწა აქვს. თავიდან 2005 წელს გვითხრეს, რომ მიწების პრივიტიზება იწყება. საბჭოში შეგვკრიბეს. გვითხრეს, რომ აუქციონი გამოცხადდება და სოფლის სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვას შევძლებთ. ეს აუქციონი კი ისე ჩატარდა, ჩვენ ვერ გავიგეთ და მიწა აღარ დაგვრჩა. ახლა, როდესაც ივანიშვილი ამბობს სოფლის მეურნეობის განვითარებაში მილიარდი უნდა ჩავდო-ო, მე ვიკითხები ვისთვის ხარჯავს ამ მილიარდს?! ჩვენ არ გვაქვს მიწები. სოფელ წერეთლის სამეურნეო მიწები ბერძნებმა და ინდოელებმა იყიდეს. მათ უვითარებს ივანიშვილი მეურნეობას?!
პირველ რიგში ამ მიწების საკითხი უნდა მოგვარდეს. სოფელი მიწის გარეშე არაფერია. თუ მიწას არ დაამუშავებ და მოსავალს არ მიიღებ, სოფელში რაღა გინდა?!", - საუბრობენ ადგილობრივები.

პრობლემები აქვს სოფლის სკოლასაც. სოფელ წერეთლის ქართული და სომხური სკოლები 2010 წელს გააერთიანეს. ქართულ სექტორზე 315 მოსწავლე სწავლობს. გაერთიანების შედეგად სკოლას დღეს 357 მოსწავლე ჰყავს. სკოლის დირეტორი, მარინა მაჭარაშვილი ამბობს, რომ ოპტიმიზაციის შემდეგ მასწავლებლების ხელფასებთან დაკავშირებით პრობლემები შეემნა.

,, აღნიშნულ სომხურ სექტროზე პედაგოგებს 4-5 მოსწავლიანი კლასებისთვის უწევთ გაკვეთილის ჩატარება. ამ ბავშვების ვაუჩერი კი არ არის საკმარისი პედაგოგების ხელფასის დასაფარად. ამ მიზეზით გამუდმებით მიწევდა სამინისტროსგან თანხის მოთხოვნა. წელს მცირე შვება ნადვილად არის, მაგრამ სკოლას უამრავი პრობლემა დაუგროვდა. ზამთარი ახლოვდება. ჩვენ არ გვაქვს გათბობის ცენტრალიზებული სისტემა და კვლავ, შეშის ღუმელებით მოგვიწევს გათბობა. შევიძინე 5 ტონა ბრიკეტი, მაგრამ ეს მთელ ზამთარს არ გვეყოფა. ასევე, სკოლას სჭირდება ელექტროგაყვანილობის სისტემის მოწესრიგება. ჩვენ ვერ ვახერხებთ ელეტროენერგიის ყველა კლასში შეყვანას.

რაც შეეხება სკოლის შენობას ის არის 1960 წელსა აღენებული. შენობა ქვისაა და მყარად დგას, თუმცა ერთ-ერთ კორპუსს არ აქვს სარდაფი. შესაბამისად, ეს კორპუსი ვერ ნიავდება და პირველი სართულის კლასები დანესტიანებლია. საკმარისი თანხების არ არსებობის გამო ვერ ვახერხებთ სველი წერტილების მოწესრიგებას", - საუბრობს, სოფელ წერეთლის სკოლი დირექტორი.

მისი თქმით, ოპტმიზაციის შემდე მოუწია სკოლიდან ბიბლიოთეკარის გაშვება. ამბობს, რომ სკოლა ეს შტატი ძალიან სჭირდება. ,, ბიბლიოთეკარის გარდა, ძალიან დაბალია ტექნკიური პერსონასის ანაზღაურება. თქვენ დაათვალიერებდით სკოლის გარეთა ტერიტორიას. სკოლის ეზო ერთიანობაში 3 ჰექტარია, ხოლოს ჩვენი შენობები არის ორი ორსართულიანი კორსები. ამ ყველაფერს ჩვენი დამლაგებელი ყოველდღე უვლის, წმინდავს და ხვეტავს. მე კი მას ხელზე ასაღებ 80 ლარს ვაძლევ. ძალიან მრცხვენია, მაგრამ რა ვქნა?! ჩვენი ბიუჯეტი მეტს ვერ წვდება. არ არის საშუალება ადამიანს თავისი შრომის შესატყვისი ხელფასი მივცე", - - საუბრობს, მარინა მაჭარაშვილი.

აღნიშნული პრობლემის გარდა სკოლის ტერიტრორიაზე წლების წინ აუზისთვის ამოთხრილი დაახლოებით 1.50 მ სიღმის ობიექტია დარჩენილი. სკოლის ეზოში მდებარე ყოფილ საცურაო აუზს, როგორც გვიხსნიანი არასოდეს უმუშავია. უწყლო აუზის გვერდით კი შემოუღობამ ტრიალ მინდორზე მე-4 კლასის მოსწავლეები ფეხბურთს თამაშობენ.



მასალა მომზადებულია IREX -ის (საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments