რუსთავის საკრებულოს თავჯდომარეს ,,მეგობრული იმპიჩმენტი“ ელის?!

kkpress.ge

რუსთავის თვითმმართველობის გავრცებული ინფორმაციის თანახმად, შემდეგ საკრებულოს სხდომაზე შესაძლოა, კახა გურგენიძის თანამდებობის ლეგიტიმაციის საკითხზე იმსჯელონ. 31 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, საკრებულოს წევრმა ,,ნაციონალური მოძრაობიდან" მამუკა აბულაძემ, განაცხადა რომ რადგან ისმის საუბარი გურგენიძის თანამდებობის ლეგიტიმურობის შესახებ აუცილებელია მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენება.

,, მზად ვარ დღესვე დავიწყო ხელმოწერების შეგროვება, რათა დაიწყოს იმპიჩმენტის საკითხის განხილვისათვის საჭირო პროცედურა" - საუბრობდა, აბულაძე.

თავის მხრივ კი რუსთავის საკრებლოს ფრაქცია ,,რუსთაველის" წევრი, ნუკრი შათირიშვილი აცხადებს, რომ გურგენიძე თანაპარტიელების დახმრებით ცდილობს თანამდედობის შენარჩუნებას. მისი თქმით, მას შემდეგ რაც მამუკა აბულაძე დააყენებს საკრებულოს თავჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს, ხელმეორედ ამ თემის სამართლებრივი განხილვა, სამი თვის განმავლობაში კანონით აკრძალულია.შათირიშვილი ფიქრობს, რომ საკრებულოს წევრი, მამუკა აბულაძე სწორედ, გურგენიძის ,,გადასარჩებად" ირჯება.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით
გ.მ - ვაკვირდებით ფოტოს...კიდე,  მეგრელები ვართ აფერისტები ?! რა უსამართლოა ეს საზოგადოება ))

Comments