16 დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ




შეხვედრის  მომხსენებლები იყვნენ  სახალხო დამცველის აპარატის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები.  დამსწრე საზოგადოებას კი არასამთავრობო სექტორთან ერთად სხვადასხვა სკოლების და კოლეჯების მოზარდები წარმომადგენდნენ. ღონისძიებას ასევე, ესწრებოდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი.  

,, მოგეხსენებათ ქვემო ქართლი ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონია და აქ ამ პრობლემის სხვადასხვა ასპექტები არსებობს. კეროდ კი გენდერულ ძალადობაზე საუბრისას, ძირითადად, ორ საკითხს გამოვყოფთ. პირველი ისაა, რომ არ არის სწორი,  როდესაც საზოგადოება აცხადებს, რომ მხოლოდ ახლა იმატა გენდერული  ძალადობის შემთხვევებმა. საქმე იმაშია, რომ დღეს  მსგავსი ძალადობის მსხვერპლები გაცილებით ხშირად საუბრობენ ამ პრობლემაზე ღიად ვიდრე გასულ წლებში. მეორე საკითხი კი ჩვენი რეგიონისთვის ტრადიციულ პრობლემა  ნაადრევი ქორწინებებია.  თუმცა შემიძლიათ გითხრათ, რომ ამ პრობლემის მიმართ მიდგომა ახალ თაობაში იცვლება", - საუბრობს, ქვემო ქართლში მოქმედი არასამთავრობო ორგანოზაცია, საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის  (სიქა) წარმომადგენელი, ცირა თავშავაძე.








Comments