ახალი ფრაქცია და საბავშო ბაღების 200 000 ლარიანი ეკონომია - სიახლეები რუსთავის თვითმმართველობაში


kkpress.ge

არჩევნების შემდეგ რუსთავის საკრებულოს სხდომები ხმაურიანი განხილვებით გამოირჩევა. ასეთივე, ტენდენცია ახლდა დღეს გამართულ სხდომასაც. მიზეზი კი საკრებულოს წევრის, ნუკრი შათირიშვილის გამოთმული შენიშნვები იყო.

შათირიშვილი აცხადებდა, რომ საკრებულოზე გამოტანილი საკითხების შესახებ ბიუროს სხდომებზე  განხილვები არ ყოფილა. მისი თქმით, შეუძლებელია საკითხის შესწავლის გარეშე  გადაწყვეტილების მიღება.   აღნიშნულ საყვედურზე   kkpress.ge-სთან საუბრისას, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილმა განაცხადა:
 ,, საკრებულოს წევრებთან არ ყოფილა ამ საკითხის წინასწარი განხილვა, თუმცა ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია.. საქმე სოციალურად დაუცველთა პროგრამებისთვის საჭირო შესყიდვებს ეხება  და ჩვენ ამ საკითხის მიღებას ვერ შევაყოვნებდით", - აცხადებდა, ბარათაშვილი.


საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე გაანაწყენა ააიპი ,,რუსთავის საზოგადოებრივი დარბაზი"-ც.  ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგიტა მელიქიძე საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეს, სხდომაზე გამოსვლის და  საკითხის დაყენებისთვის დროს სთხოვდა.  მას ბარათაშვილმა განუმარტა, რომ სხდომაზე საკითხებს მხოლოდ, საკრებულოს წევრები აყენებენ და ამისთვის წერილობით უნდა მიმართოს. ამ პასუხის შემდეგ მელიქიძემ დარბაზი დატოვა, ჟურნალისტებს კი აუხსნა, რომ საკრებულოსთვის  ,,საზოგადოებრივი დარბაზის" რეზოლუციის გადაცემა სურდა. მისი თქმით, რეზოლუციაში საუბარი იყო ,,დარბაზის" და საკრებულოს თანამშრომლობის პრობლემურ საკითხებზე. (kkpress.ge-ს ინფორმაციით ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ (12 საათზე) რუსთავის ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში"  დისკუსია გაიმართება)

ასევე,  დღეს  გამართულ საკრებულოს სხდომაზე გაჟღერდა ინფორმაცია რუსთავის საბავშო ბაღების გაერთიანებაში არსებულ ფინანსურ ცვლილებებზეც. კონკრეტულად კი ითქვა, რომ საბავშო  ბაღებს ამ ეტაპზე  200 000 ლარის ეკონომია აქვთ,  რის შედეგადაც მათ გარკვეული პერიოდი სუბსიდია თვითმმართველობის ბიუჯეტიდან არ დასჭირდებათ.

,, ეს თანხა დაახლოებით 200 000 ლარი ბაღებს იმ ტენდერებიდან გადარჩათ, რომელიც კვებისთვის და სხვა საჭიროებისთვის გამოვაცხადეთ", - განმარტავდა, რუსთავის საკრებულოს თავჯდომარე კახა ბარათაშვილი.   
სხდომაზე რუსთავის საკრებულომ ცნობად მიიღო ახალი ფრაქცია ,,მამულის" ჩამოყალიბების ინფორმაცია.  აღნიშნულ ფრაქციას იაგო ბადაგაძე  უხელმძღვანელებს. ფრაქციის წევრები პაატა ბაჩილავა და საკრებულოს თავჯდომარე, კახა გურგენიძე არიან.

იაგო დაბაგაძის თქმით ,, მამული"-ს მიზანი  ემიგრაციაში მყოფი რუსთაველების  პრობლემებზე მუშაობაა. რამ განაპირობა საკრებულოს თავჯდომარის განსაკუთრებული დაინტერესება აღნიშნული საკითხით უცნობია.  კახა გურგენიძე  საკრებულოს სხდომას  არ დასწრებია.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით



Comments