რუსთავში 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს


kkpress.ge

რუსთავის საკრებულომ ქალაქის 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დღეს, გამართულ საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტს მხარი ფრაქცია ,,რუსთაველების" წევრებმა არ დაუჭირეს. ფრაქციის ხელმძღვანელის, უტა ლიპარტიას განცხადებით, მართალია, აღნიშნული ბიუჯეტის განხილვაში ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი, მაგრამ მხარს მაინც ვერ დაუჭერენ.

,, აღსანიშნავია ისიც, რომ 2012 წელთან  შედარებით აღნიშნული ბიუჯეტის პროექტზე ნამდვილად გაიმართა მსჯელობა. მხარს კი ვერ დავუჭერთ, რადგან ბიუჯეტზე კმაყოფილი არის უმრავლესობა..."- აღნიშნა, ლიპარტიამ. 
ფრაქცია ,,რუსთაველები" 2013 წლის ბიუჯეტის განხილვას აქტიურად ესწრებოდა და ხშირად, საკრებულოში არსებული უმრავლესობის ერთადერთი ოპონენტი იყო.

 ,, შეიძლება ვინმემ იკითხოს, თუ მხარს არ დაუჭერდით, მაშინ რატომღა მონაწილეობდით ბიუჯეტის პროექტის განხილვებში? " - იკითხრა, საკრებულოს თავჯდომარემ, თუმცა ,,რუსთაველებისგან" პასუხარად სხვა არგუმენტი არ მიუღია.



2013 წლის ბიუჯეტის მიღებას წინ უძღოდა მსჯელობა, როგორც სოციალურ საკითხთა კომისიის, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის მხრიდან. თუმცა აღნიშნული შეხვედრების და გამართული დისკუსიის შესახებ ინფორმაცია მედია  საშუალებებს შერჩევითი პრინციპით  მიეწოდათ. ტრადიციულად, რუსთავის თვითმმართველბაში ,,მისაღები" მედია საშუალებების სიაში კი ჩვენ ვერ აღმოვჩნდით.

kpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით  

Comments