Thursday, December 13, 2012

37 წლის მანუჩარ ჯოხაძის თვითმკვლელობის საქმე


kkpress.ge

გარდაბნის გამგებლის 37 წლის მოადგილე, მანუჩარ ჯოხაძე საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. კონკრეტულად რამ განაპირობა ჯოხაძის თვითმკვლელობამდე მისვლა ამ ეტაპზე უცნობია.

ერთ-ერთი   ვერსია  კი არჩევნების შემდეგ, მანუჩარ ჯოხაძით პროკურატურის დაინტერესებას უკავშირდა.

თუმცა პირად საუბარში გარდაბნის მაჟორიტარი, გიორგი (თემურ) ფეიქრიშვილი ამბობს, რომ პროკურატურას ჯოხაძის საწინააღმდეგოდ არანაირი ფაქტი არ ჰქონდა. მაჟორიტარი ამბობს, რომ პროკურატურა გარდაბნის გამგეობის მხრიდან რუსთავისთვის გადაცემული მილებით დაინტერესდა. ,,ჯოხაძე და გარდაბნის გამგებელი, ამ თემაზე მოწმის სტატუსით დაკითხეს. მისი ბრალეულობა არც ერთ ეტაპზე არ იკვეთება და ცხადია, მას ამ მხრივ სანერვიულო არც არაფერი ჰქონდა", - საუბრობს, ფეიქირიშვილი. მისი თქმით, თვითმკვლელობის დღეს მას ჯოხაძესთან საუბარი ჰქონდა და უჩვეულო მის განწობაში არაფერი შეუმჩნევია.


გარდაბნის გამგეობის თანამშრომლები  იხსენებენ,   რომ ჯოხაძე მარხვას ინახავდა, არ ახასიათებდა დეპრესიულობა და მისი ეს ნაბიჯი ყველასთვის მოულოდნელი იყო. მომხდართან დაკავშირებით მედიასთან საუბარი უჭირთ  ოჯახის წევრებს. ჯოხაძეს  მეუღლე და სამი მცირეწოლოვანი შვილი დარჩა.

აღნიშნულ თვითმკვლელობასთან დაკავშირებით გარდაბანში სხვადასხვა არაოფიციალური ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ძირითადი აქცენტი მაინც იმაზე კეთდება, რომ პროკურატურას შესაძლოა,  მანუჩარ ჯოხაძის მიმართ სხვა თემებთან  დაკავშირებითაც ჰქონდა კითხვები.


მასალაში გამოყენებული პირველი ფოტოს წყარო: humanrights.ge

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით


No comments: