გაფიცვა რუსთავში, დღე მე-5


მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან 

რუსთავის შპს ,,ჯესთილის“ თანამშრომლების ნაწილი  მე-5 დღეა გაფიცულია. ითხოვენ ხელფასების გაზრდას   და საწარმოში  უსაფრთხო სამუშაო პირობებს შექმნას.

,, 12 საათიან ცვლაში ვმუშაობთ და  შესვენების, საკების ადამიანურად მიღების საშუალება არ მაქვს. საწარმოში ხშირია  სხვადსხვა სახის  ტრავმები, ძირითადად, კი დამწვრობები. ამის პარალელურად კი ვიგებთ, რომ დამცავ სპეცტანსაცმელს და ფეხსაცმელს არა წელიწადში ორჯერ, არამედ ერთხელ დაარიგებენ. ასევე, გვეუბნებიან რომ  2 კვირა უნდა გვეყოს ხელთათმანები, რომელიც რეალურად  ცხელ მეტალთან მუშაობის გამო  მე-3 დღეს დამწვარი გვაქვს.

ამ  გაუსაძლისი პირობების სანაცვლოდ კი საწარმოში საშუალო ხელფასი 350-400 ლარია. მეფოლადეს, რომელსაც ყველაზე რთული და ჯამრთელობისთვის საზიანო საქმე აქვს 325 ლარს უხდიან.  ეს ხდება მაშინ, როდესაც იგივე სამუშაოს შესრულებისთვის ინდოელ თანამშრომელს 500 დოლარს უხდიან“, - საუბრობს, ,,ჯეოსთილის“ თანამშრომელი, გიორგი კვიტატიანი.

 გაფიცულთა მხარდასაჭერად ქარხანასთან  ,, მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირი“-ს თავჯდომარის მოადგილე,  თეიმურაზ გვენეტაძე მუშაობს. ამბობს, რომ მათთან გაფიცული მუშები საწარმოში არსებულ გაუსაძლის  პირობებზე საუბრობენ. ,, როგორც გაფიცულთა საუბრიდან ვიგებთ, არის შემთხვევები  როდესაც გარკვეული საქმის კეთებას ინდოელ თანამშრომელს ქართველი ასწავლის, შემდეგ კი ხედავს, რომ ამ თანამშრომელს მასზე გაცილებით მაღალი ანაზღაურება აქვს. ჩვენი პროფკავშირი ყველაფერს გააკეთებს ამ ადამიანების უფლებების დასაცადა. ყველაზე, სამწუხარო კი ისაა, რომ რატომღაც საწარმოს ხელმძღვანელობა სოციალურ დიალოგზე არ მოდის საქართველოს პროფკავშირთან“,  - საუბრობს, თეიმურაზ გვენეტაძე.

გაფიცულთა მოთხოვნებზე საწარმოს  ხელმძღვანელობის პოზიციის მოსასმენად  ,,რეზონანსი“ შპს ,,ჯეოსთილის“ გენერალურ დირექტორს,  ბალაკრიშნა საჯივს ესაუბრა.

მისი განცადებით, მათ  ,,ჯეოსთილი“-ს  თანამშრომელთა ნაწილმა 10 პუქნტიანი  მოთხოვნით  ნოემბერშიც  მიმართათ. ამბობს, რომ მუშების 7 მოთხოვნა უკვე, დააკმაყოფილა.  

,,მე არ შემიძლია ყოველ ორ თვეში ერთხელ თანამშრომლების ახალ-ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ასეთი, რამ მსოფლიოში არც ერთ  კომპანიას არ  შეიძლია. ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით მე მათაც ვუთხარი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამისთვის ჩატარდება  შიდა აუდიტს და უკვე, აპრილში გვეცოდინება აქვს, თუ არა საწარმოს ხელფასების ზრდის საშუალება. რაც შეეხება უსაფრთხოებასთან და სპეტანსაცმელთა დაკავშირებულ შეკითხვას ეს კითხვა ჩემთვის ძალიან მძიმე მოსასმენია, რადგან პირადად გავეცი ბრძანება, რომ თითოეულ მუშას ვისაც  სპეცტანსაცმელი, ან ფეხსაცმელი გაუფუჭდება იმ დღესვე განოუცალონ“, - საუბრობს, ბალაკრიშნა საჯივი. მის თქმით,  ქართველ და ინდოელ თანამშრომელთა ნაწილს  შორის ანაზღაურების კუთხით არსებული განსხვავება დისკრიმინაცია სულაც არ არის. 

,, საქართველოში მსგავსი  დანადგარებით  ფოლადის წარმოება ჩვენამდე არ ყოფილა. შესაბამისად, აქ არ არიან ამ  დანადგარების სპეციალისტები. გვიწევს მათი ინდოეთიდან ჩამოყვანა. თქვენ, როგორ გგონიათ თუ არა მაღალი ხელფასი რას შეუძლია სხვა ქვეყანაში სპეციალისტის სამუშაოდ ჩამოყვანა?“,   - დასძენს  ,,ჯეოსთილის“  გენერალური დირექტორი.

ჩვენი საუბრის პარალელურად კი ,,ჯეოსთილი“-ს  ადმინისტრაციულ შენობასთან გაფიცულთა აქცია მიმდინარეობს. მუშების სამართლებრივ  დახრეაბს კი
,, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რუსთავის ოფისი  ცდილობს.

 ,, საწარმოს თანამშრომლებს საუბარი აქვთ დისკრიმინაციაზე და  მძიმე სამუშაო პირობებზე - ჩვენ მზად ვართ დეტალურად შევისწავლოთ მათი მდგომარეობა და დავაკვალიანოთ. ცხადია, თუ საჭირო გახდება დავეხმარებით სარჩელის მომზადებაშიც“ – საუბრობს, საია-ს რუსთავის  ოფისის ხელმძღვანელი, ეკატერინე ფავლენიშვილი.




Comments