რუსთავის ცენტრალურ გამზირზე ,,პრივატბანკის“ ფილიალი გაძარცვეს


kkpress.ge

დღეს რუსთავში, დაახლოებით, 18:30 წუთზე კოსტავას გამზირზე მდებარე ,,პრივატბანკის" ფილიალი გაძარცვეს. როგორც ბაკის მოლარე, თათია ხუჯაძე იხსენებს ბანკში ორი ნიღბიანი შეირაღებული  პირი შეიჭრა. ,, ერთი ნიღბიანი დარბაზში დარჩა და თანამშრომლებს იარაღით აშინებდა. მეორე კი სალაროსთან მოვიდა და კარის გაღებას იარაღის მუქარით  ითხოვდა. ორივეს შავ კაპიშონიანი ქურთუკები ეცვათ. ჰქონდათ პისტოლეტები.

ამ დროს ფილიალში კლიენტები არ იყვნენ და უკვე ბანკის დაკეტვის დროც იყო", - იხსენებს, ხუჯაძე.

მისი თქმით, სალაროს კაბინაში ერთ-ერთი მძარცველის შეშვებამდე მან შესაბამისი უსაფრთხოების ღილაკით დაცვის პოლიციის გამოძახება მოასწრო.

არაოფიციალური ინფორმაციით დაცვის პოლიციამ ერთ-ერთი მძარცველის დაკავება გაქცევის დროს მოახერხა. აღნიშნულ ინფორმაციაზე საუბარი არ ისურვეს შსს ადგილობრივმა თანამშრომლებმა. მედიასთან მათი კომენტარი ტრადიციულად პრესსამსახურთან გადამისამართებით დასრულდა.

,,პრივატბანკის" აღნიშნული ფილიალის მეზობლად მოქმედ 24 საათიან სუპერმარკეტში კი გვიხსნიან, რომ მცირეზარალი მათაც, რამდენიმე დღის წინ მიადგათ. გამყიდველი ქალბატონი აცხადებს, რომ მათ მაღაზიაშიც გასულ კვირას 4 მამაკაცი შევიდა და თანხის გადახდის გარეშე გარკვეული პროდუქცია (ნატურალური წვენები)  გაიტანა.
გასულ თვეს რუსთავში ასევე, ორი ავტოფარეხი  გაქურდეს.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით




Comments