რუსთავის თეატრში დაგეგმილი სიახლეები



დღეს, რუსთავის თეატრის ხელმძღვანელობამ საზოგადოებას 2013 წლისთვის დაგეგმილი სიახლეები გააცნო. თეატრის მმართველის, გეგი ლიპარტელიანის თქმით, მისი პირველი მოადგილე კოტე აბაშიძე სამხატვრო ხელმძღვანელი გახდება. ლიპარტელიანი აღნიშავს, რომ მმართველის პირველი მოადგილე, ისედაც პრაქტიკულად, ისეთივე მოვალეობებს ასრულებდა, როგორსაც სამხატვრო ხელმძღვანელი.

,, ჩვენ თანამშრომლობასთან დაკავშირებით წინადებით მივმართეთ გიორგი შაუტაშვილს და გიორგი ქანთარიას. ისინი თანახმა არიან და ჩვენი თანამშრომლობა შედგება. გარდა ამ საკადრო საკითხებისა, მომავალ წელს რუსთავის თეატრში გაიხსნება  მოსამზადებელი ჯგუფი, სადაც აბიტურიენტებს  ვისაც თეატრალურ უნვერსიტეტში დრამის მსახიობის ფაკულტეტზე ჩაბარება სურთ, გამოცდებისთვის მომზადების საშუალება ექნებათ", - საუბრობს, გეგი ლიპარტელიანი.


მისი თქმით, მომავალ მსახიობებს გამოცდებისთვის თეატრალური უნვერსიტეტის  პედაგოგები მოამზადებენ. მომავალი რეჟისორებისთვის მზადდება თეატრში ექსპერიმენტული მცირე სცენაც, რომლის სარემონტო სამუშაობი იანვრისთვის დასრულდება. აღნიშნულ სცენაზე  ახალგაზრდა  რეჟისორებს პროფესიული დახვეწის და სხვადასხვა შემოქმედებითი ექსპერიმენტების ჩატარების საშულება ექნებათ.

ახალგაზრდა რეჟისორების ხელშეწყობის მიზნით რუსთავის თეატრი აწესებს სტიპენდიას, რომელსაც მე-5 კურსის წარმატებული მომავალი რეჟისორი მიიღებს. აღნიშნული სტუდენტი წლის განმავლობაში ერთ სპექტაკლს რუსთავის ექსპერიმენტულ სცენაზე დადგამს, ასევე მთელი სასწავლო წლის განმავლობაში საშუალება ექნება გაეცნოს თეატრის მუშაობას და ჩაერთოს მის ყოველდღიურ ცხოვრებაში.   


თეატრის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 80 000 ლარით იზრდება. მმართველის გეგი ლიპარტელიანის თქმით, აღნიშნული თანხა პროგრამით დაგეგმილ სპექტაკლებს მოხმარდება.  თეატრის სხვა საჭიროებების დაფინანსებისთვის  კი მმართველი სწორი მენეჯმენტის პირობებში შესაბამის დონორებამდე  გასვლას და თანამშრომლობას გეგმავს.


Comments