მუნიციპალიტეტები სპეციალურ ტრანსფერებს ვეღარ მიიღებენ


kkpress.ge

ახალ ხელისუფლებასა და თვითმმართველობებს შორის სუსტი კომუნიკაციის გამო,  პრობლემები ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვისას გაჩნდა. თვითმმართველობებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა თანხის მიზნობრივ ტრანსფერს მიიღებდნენ. შესაბამისად, მათ ყველა მიმრთულების საჭიროებისთვის  თანხების გადანაწილება ადგილობრივი შემოსავლებით უწევთ.

მიზნობრივი ტრანსფერებით გასულ წელს ფინანსდებოდა, როგორც გასართობი ხასიათის ღონისძიებები, ობიექტების მშენებლობები -  ასევე,  რაიონებში წყლის სისტემის რეაბილიტაცია და გაზიფიცირების საკითხი.
მაგალითისთვის გასულ წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტში მიზნობრივი ტრანსფერის შედეგად 3 მილიონი ლარი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა.

მაშინ როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობები დამატებით ტრანსფერებს ელიან ირკვევა, რომ მიდგომა ამ საკითხის მიმართ აბსოლუტურად შეცვლილია. გაზეთ ,,ბათუმელებთან"   საუბრისას, ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ხათუნა ივანიშვილი ამბობს, რომ სპეციალურ ტრანსფერს წელს მუნიციპალიტეტები  ვერ მიიღებენ. ივანიშვილის განცხადებით მიზეზი ისაა, რომ ასეთი ტრანსფერები ,,ფუფუნებისთვის" იხარჯებოდა. მისი თქმით, სოციალურ პროექტებს, რომლის საჭიროებასაც  თვითმმართველობა  დაასაბუთებს რეგიონალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments