პრეზიდენტი რუსთავის საკრებულოს თანაუგრძნობს, საკრებულო კი მასზე ზეწოლის ფაქტს უარყოფს


kkpress.ge

დღეს  რუსთავის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს  პრეზიდენტი შეხვდა. სააკაშვილის მონოლიგი ქვეყანაში მიმდინარე რამდენიმე სხვადასხვა საკითხს შეეხო. მან ივანიშვილის მთავრობას მუშაობა დაუწუნა და განაცხადა, რომ რუსთავში შეჩრებულია მის მიერ  2012 წელს დაწყებული ,,მნიშვნელოვანი“ პროექტები.

,,  რუსთავში ყოველი ჩემი ჩამოსვლა იყო გამოცხადება, ახალი გზის მშენებლობის, ახალი საწარმოსა, თუ პარკის რეაბილიტაციის. აქ ბოლო წლების განმავლობაში საოცრებები  გაკეთდა. ქალაქში, სადაც პრაქტიკულად არ იყო წყალი, ახლა არ დარჩა ადგილი, სადაც 24 საათი წყალის მიწოდება არ არის.  დღეს,  სამწუხაროდ ყველაფერი რისი გაკათებაც და დამთავრებაც ჩვენ ვერ მოვასწარით  გაჩარებულია.

შეჩერდა  იმ პარკის რეაბილიტაცია, რომელიც საზეიმოდ დავიწყეთ და ბევრი რუსთაველი ელის.  ასევე, გაჩერებულია რუსთავის  სპორტის სასახლის მშენებლობა,  რომელიც ძალინ სჭირდება რუსთაველებს.  შეჩერდა  რუსთავის  გზის პროექტიც, სადაც 150 ადამიანი იყო დასაქმებული. ეს გზა რეალურად გაზაფხულზე უნდა დამთავრებულიყო“, - საუბრობდა პრეზიდენტი.  მან შეხვედრისას, ძირითადი, აქცენტი საკრებულოების გარშემო მიმდიბარე პროცესებზე გააკეთა და განაცხადა, რომ ყველა რეგიონში ,,დაძრწიან“ საკრებულოების გარშემო და თვითმმართველობის ინსტიტუტზე პროკურატურის  ჩარევით ახდენენ  ზეწოლას.

 ,, მიუხედავად, ასეთი ვითარებისა მაინც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც უძლებენ ამ ზეწოლას და მათ შორის არის რუსთავის საკრებულოც, რომელიც ზეწოლას ღირსეულად უმკლავდება“, - ამბობდა  პრეზიდენტი.

შეხვედრაზე სიტყვით, მხოლოდ პრეზიდენტი გამოვიდა. მისი მსმენელები კი რუსთავის  მერიის სხვადასხვა სამსხაურის ხელმძღვანელები, სპეციალისტები და საკრებულოს ,,ნაციონალი“ წევრები იყვნენ. აღნიშნულ შეხვედრას ვერ დაესწრო  რუსთავის  საკრებულოს უპარტიო წევრი, უტა ლიპარტია. მისი განცხადებით მას არა თუ  შეხვედრაზე, საკუთარ კაბინეტში შესვლის საშუალებაც არ მიეცა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პრეზიდენტის განცხადებების  საპირისპირო კომენტარები  რუსთავის  საკრებულოს ხელმძღვანელმა, კახა გურგენიძემ გააკეთა.

მისი თქმით,  თვითმმართველობის ინსტიტუტზე ზეწოლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხდება, მაგრამ მათ რიცხვში რუსთავი არ არის.

,, რუსთავის საკრებულო არის სოლიდარული მათ მიმართ ვიზეც ხდება ზეწოლა და ჩვენთვის მიუღებელია თვითმმართველობის ინსტიტუტზე განხორცილებული ნებისმიერი ფორმის ზეწოლა. რაც შეეხება რუსთავს  მინდა გითხრათ, რომ ეს მშვიდი ქალაქია  და აქ, ყველა პროცესი სხვა ჭრილში მიმდინარეობს. ჩვენზე ზეწოლა არც ერთი ფორმით არ ხდება“, - საუბრობდა, რუსთავის  საკრებულოს თავჯდომარე.

მან ასევე, კომენტარი პრეზიდენტის იმ განცხადებაზეც გააკეთა, სადაც აქცენტი რუსთავში შეჩერებულ ,,მნიშვნელოვან“ პროექტებზე იყო.

,, 2012 წელს რუსთავში დაიწყო რამდენიმე პროექტი, რომელიც მთლიანად ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ახლა, ეს პროექტები გაჩერებული, თუმცა მიმდინარეობს ახალ ხელისუფლებასთან  კონსულტაციები და მხოლოდ,  მათი გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი  გაგრძელდება, თუ არა სამუშაოები“, - აცხადებდა, გურგენიძე. 






kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments