გარდაბნის რაიონი სოფელი კუმისი - რეპორტაჟი (+ ფოტომასალა)


kkpress.ge

თბილისი-მარნეულის საავტომობილო გზის პირას,  კუმისის ტბის მიდამოებში ამავე სახელწოდების  სოფელი მდებარეობს. 2002 წლის მოსახლეობის აღწერით კუმისში 2182 ადამიანი ცხოვრობს.

სოფელში  დეკემბრის პირველ თოვლს სიხარულით, მხოლოდ, ბავშვები ხვდებიან. უფროსები აქ  თოვლზე ნაკლებად ფიქრობენ. ,, სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბუნებრივი დინებით მიმავალ წყაროზეა დამოკიდებული. რაც შეეხება,  სოფლის ცენტრალური არხიდან წყლით მომარაგებას, ამისთვის წინასაარჩევმოდ კუმისში მილები გაიყვანეს. მე კი ვეუბნებოდი, რომ მაგათ არჩევნებზე ვერც ეგ უშველიდათ, მაგრამ მაინც არ იშლიდნენ. სასმელი წყალი კი ერთადერთხელ ისიც არჩევნების დღეს გამოუშვეს და მეორე დღესვე  შეწყდა. ამის შემდეგ ეს წყლის  მილები  უმოქმედოდ დარჩა",- საუბრობს ადგილობრივი, ემა ლაღიძე.   

მისი თქმით, სოფელს ყურადღება და დაგროვილი პრობლემების მოგვარება სჭირდება. ,, ჩემ ოჯახს ნამდვილად არ უჭირს და ამას პირადი  ინტერისისთვის არ ვამბობ, სულ ცოტა, კუმისს  ერთი სოფლის სახლი არ გვაქვს, სადაც მოსახლეობა შეიკრიბება  და თავის სათქმელს იტყვის. რაც თავი მახსოვს, კუმისში ასეთი სახლის არ არსებობის გამო, არჩევნები  მუდამ სოფლის საბავში ბაღში ტარდება", - დასძენს, ლაღიძე.


კუმისელები სოფელში სარწყავი წყლის პრობლემაზეც საუბრობენ. მათი თქმით, სარწყავი წყლის არ ქონა მოსავლის მოყვანაში უშლით ხელს. სოფელი უკმაყოფილოა, გარდაბნის საკრებულოს წევრის სოსო სააკაშვილის მუშაობითაც. ,, ეს სააკაშვილი კი ცხოვრობს კუმისში, მაგრამ ამ სოფლისთვის არაფერი გაუკეთებია", - ამბობენ ადგილობრივები.
სოფლის ახალგაზრდები კი კუმისში მათთვის გასართობი ადგილის არ არსებობაზე ჩივიან. ,, აქ, ერთადერთი გასართობი საშუალება არაყია", - ნახევრად ხუმრობით გვპასუხობენ სოფლის ბიჭები.

ზამთართან დაკავშირებით კი კუმისელებს ახალი პრობლემა გაუჩნდათ. საგრძნობლად შემცირდა ბუნებრვი დინებით მომავალი წყლის რაოდენობა  და 3-5 ლიტრიანი ჭურჭლის ავსებას  საათობით ელიან.  

კუმისის  სასმელი წყლის პრობლემაზე სასაუბროდ  გარდაბნის ადგილობრივ ხელისუფლებას ვსტუმრობთ.  საკრებულოს  თავჯდომარის მოადგილე, ხანახმედ გარიბოვი და გამგებლის მოადგილე, არაზ მაშოვი გვიხსნიან, რომ აღნიშნული საკითხი  მათ კომპეტენციაში არ შედის და გარდაბნის ინფრასტრუქტურის სამსახურთან გვამისამართებენ.  

აღნიშნული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი აფციაური სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად სოფელ კუმისში ჩატარებულ სამუშაოებზე საუბრობს. მისი თქმით, კუმისში გაკეთდა რამდენიმე ჭაბურღილი და რეზერვუარი, თუმცა წყლის დებიტი ( რაოდენობა) არ აღმოჩნდა სოფლისთვის საკმარისი.
,, გეოლოგები ფიქრობდნენ, რომ აღნიშნულ ადგილას წყალი იყო და ჭაბურღილის გაკეთებაც ღირდა, თუმცა სამუშაობის დასრულების შემდეგ  აღმოჩნდა, რომ წყლის რაოდენობა მცირეა. ვერც ერთი გეოლოგი ვერ იტყვის ნიადაგიდან ზუსტად  რა რაოდენობის და ხარისხის წყალი ამოვა.

მეორე მომენტია -  კუმისის ტბის ფაქტორი.  კუმისში რამდენი ჭაბურღილიც არ უნდა გაკეთდეს  ნიადაგიდან კუმისის ტბის დამდგარი და დაჭაობებული წყალი ამოვა", - საუბრობს, აფციაური. ამბობს, რომ  კუმისის სასმელი წყლით მომარაგებისთვის ჭაბურღილი თელეთში გაკეთდა და დღეს სოფელს წყალი სწორედ, ამ გზით მიეწოდება.

 ,, კუმისში სასმელი წყლის პრობლემის აბსოლუტურად მოგვარება, მხოლოდ სამთავრობო  პროექტს შეუძლია. უნდა მოხდეს აღნიშნული სოფლის წყლის საერთო მომარაგების სისტემასთან მიერთება", - აცხადებს, გიორგი აფციაური.  

გარდაბნის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი არ ადასტურებს კუმისისი მოსახლეობის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სოფელში გაყვანილი ახალი წყლის მილებიდან წყალი, მხოლოდ, არჩევნების დღეს 1 ოქტომბერს მოდიოდა. მისი თქმით, წყალი სოფელს დღეს ისევე მიეწოდება,  როგორც არჩევნების პერიოდში.  

 
 
 
 
 
 
  
 
 
 
 
 
 
 
 
 

მასალა მომზადებულია IREX -ის (საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოფინანსური მხარდაჭერით,პროექტის ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით


Comments