რუსთავის მსხვილ საწარმოებში ფინანსური აუდიტი მიმდინარეობს


kkpress.ge

ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტი რუსთავის მსხვილ საწარმოებში დეკემბრის დასაწყისიდან მუშაობს. აღნიშნულ თემაზე  საუბრი ვერ ხერხდება რუსთავის ,,მეტალურგიული ქარხნის“ ადმინისტრაციასთან. თუმცა ქარხნის თანამშრომლები პირად საუბრებში ადასტურებენ -  საწარმოში აუდიტის მიმდინარეობას. 

მეტალურგიული ქარხნისგან განსხვავებით, საწარმოში აუდიტის მიმდინარეობაზე საუბარს არ გაურბიან რუსთავის ,, ვაგონმშენებელ კომპანიაში“. საწარმოს დირექტორი, მამუკა დოლიძე აცხადებს, რომ აუდიტი  ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს.  

,,ჩემთვის უცნობია, რამ განაპირობა მათი დაინტერესება. ყველა სახის ფინანსურ დოკუმრნტაციას სწავლობენ, თუმცა მათი მუშაობით საწარმოს ხელი არ ეშლება. პირადად ფინანსთა მინისტრის ბრძანებით არიან მოსულები. სხვა დროს ამ ფორმით აუდიტი არ ტარდებოდა.  ძირითადად,  გვიკავშირდებოდნენ და ამა, თუ იმ დოკუმენტის გადაგზავნას გვთხოვდნენ“, - საუბრობს, დოლიძე.

 რუსთავის  მსხვილ საწარმოებში მიმდინარე აუდიტის საკითხზე კომენტარს არ აკეთებს ფინანსთა სამინისტროს  შემოსავლების სამსახური.

 kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments