გარდაბნის რაიონი სოფელი ბირლიკი - რეპორტაჟი (+ ფოტომასალა)


kkpress.ge

სოფელი ბირლიკი რუსთავსა და გარდაბანს  აკავშირებს. ბირლიკში ერთ და ორსართულიან სახლებზე მეტი  სამსართულიანი აზიური ტიპის სახლები გვხვტება. სოფლის ცენტრალური გზა დაგებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მთავრობის მიმართ პრეტენზიები არ აქვთ.

,,ამ სოფელში სასმელი წყალიც არის, სარწყავიც, ბუნებრივი აირიც  და ელექტროენერგიაც. ვმუშაობთ და მიუყვებით ცხოვრებას", - საუბრობს ადგილობრივი, ფირუნ ისმაილოვა. 


ახალგაზრდებს სოფელში გასართობი ადგილი, მხოლოდ  ,,ბირჟა" აქვთ. სოფლის  10-12 წლის ბიჭები კი ბირლიკის  ძველ სასაფლაოზე მტრედების გაშვებით ირთობენ თავს. იქვე  წყალუხვი არხი ჩამოდის, საიდანაც  ბავშვების ცელქობას თევზის ლოდინით დაღლილი მეთევზეები ადევნებენ თვალს.



  
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

მასალა მომზადებულია IREX -ის (საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო) ფინანსური მხარდაჭერით,პროექტის ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით                

Comments