გამარჯვება ბუნებრივ აირს ითხოვს - ,,დამარცხებულებს“ გამარჯვების მაცხოვრებელთა თანხის მითვისება ბრალდებათ


kkpress.ge

გარდაბნის რაიონ სოფელ გამარჯვებას  მესამე თვეა ბუნებრივ აირი არ აქვს.  სოფლის მოსახლეობის თქმით, მათ ბუნებრივი აირი არჩევნების შემდეგ არ მიეწოდებათ.

,, გამარჯვებას ბუნებრივი აირის დავალიანება არ აქვს. რასაც გვიწერდა მრიცხველი ყველაფერს ვიხდიდით. ახლა კი აღმოჩნდა, რომ გაზის დისტრიბუტორ შპს-ს არ შექონდა ჩვენი ფული გაზის მომწოდებელ იტერესთან. ამბობენ, რომ ჩვენი გადახდილი თანხა არჩევნებისთვუს დახარჯეს. თურმე  იმედი ჰქონდათ, რომ გაიმარჯვებდნენ და ამ ფულს შემდეგ  ჩამოგვაჭრიდნენ", - საუბრობს გამარჯვების მაცხოვრებელი,  თამაზ კვასტიანი.

მისი თქმით, სოფელმა მაგისტრალი სწორედ ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად  გადაკეტა. კვასტიანი ამბობს, რომ მათ პრობლემის ათი დღის ვადაში მოგვარებას გარდაბნის პოლიციის უფროსი, დავით ქოიავა დაჰპირდათ. ,, ეს ადამიანი ჩვენ გვიშუამდგომლებს გამგებელთან და მას შეგვახვედრებს. ხვალ მივდივართ მასთან და ვნახავთ რა გაირკვევა, თუ არადა გამგეობის კარსაც ავჭედავთ, პოლიციისასაც და მაგისტრალსაც კვლავ გადავკეტავთ", - საუბრობენ, გამარჯვების მაცხოვრებლები.
მათი ნაწილი,  დღეს რუსთავშიც ჩამოვიდა და სს ,,რუსთავგაზს" სოფლისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება სთხოვა.

,,რუსთავგაზმა" გამარჯვებიდან ჩამოსულებს განუმარტა, რომ  მილების საკადასტრო ნახაზის და მათზე სამართლებრივად პასუხისმგებელი პირის, ან ორგანიზაციის გარეშე ამ საკითხზე ვერც იფიქრებს.

,, ჩვენ არ შეგვიძლია ავიღოთ რუსთავის მილი და მივუერთოთ  გამარჯვებისას. ამისთვის სამართლებრივად და უსაფრთხოების კუთხით  მთელი რიგი საკითხებია გასარკვევი.   პირველ რიგში უნდა არსებობდეს ამ მილებზე პასუხისმგებელი სამართლებრივი სუბიექტი, რომელიც გაზის დისტრიბუტორ კომპანიასთან ერთად თავის წილ პასუხისმგელობას აიღებს, იქნება ეს უსაფრთხოების კუთხით, თუ გაზის საფასურის აგროვების მხრივ". - საუბრობს სს ,,რუსთავგაზის" გენერალური დირექტორი, სოსო გულიტაშვილი.

გამარჯვების მაცხოვრებლების თქმით,  სოფელში ბუნებრივი აირის მილების ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, ნაწილი კი მუნიციპალიტეტს. მათ არ იციან, როგორ უნდა გადაეცეს განკარგვის უფლებით აღნიშნული მილები, რომელიმე კომპანიას, ან თავად  სოფელს. 

შპს კი რომელსაც გამარჯვების მაცხოვრებლები  აგროვილი ბუნებრივი  აირის საფასურის არჩევნებისთვის დახარჯვას  აბრალებენ შპს ,, ნასა+"-ია. აღმნიშნული შპს 100%-ის მფლობელი გარდაბნის რაიონში მცხოვრები ნიკოლოზ ჭანტურიძეა.
არაოფიციალური ინფორმაციით მას აგროვილი თანხა ,,ნაციონალური მოძრაობისთვის"  მიჰქონდა.  

დღეს, კი მოსახლეობასთან პირად საუბარში ,,იტერა"-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა  განაცხადა, რომ სოფლიდან ინტერაში ბუნებრივი აირი აღნიშნული შპს-ს გავლით   არ შედიოდა. ,,გაზი კი იმიტომ  არ ითიშებოდა, რომ კუდის მაღალჩინოსანი ლილუაშვილი რეკავდა იტერაში  და ასე ვთქვათ, გარკვეული ზეწოლა იყო ამ უწყებიდან', - დაძენს აღნიშნული პირი.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით


Comments