პოლიცია მედიატორის როლში - გარდაბნის რაიონულ სამმართველოში სოფელ გამარჯვების მოსახლეობა გამგებელს შეახვედრეს

kkpress.ge



გარდაბნის პოლიციის უფროსმა, დავით ქოიავამ დღეს  გამარჯვების მაცხოვრებლები და გამგებელი  რაიონულ სამმართველოში შეახვედრა. ,, შეხვედრა შედეგიანი იყო. გამგებელმა თქვა, რომ საკითხი ამ დღეეში გადაწყდება. მას შემდეგ რაც სოფელში არსებული ბუნებრივი აირის მილები გამგეობის საკუთრება გახდება, გამოცხადდება ტენდეი.  გამარჯვებული კომპანია კი უზრუნველყოფს სოფლის გაზიპიცირებას", - საუბრობს, გამარჯვების მკვიდრი, ინგა ხაჭვანი. 

თავად გარდაბნის გამგებელი კი აცხადებს, რომ უკვე დიდი ხანია ამ პრობლემაზე მუშაობს. ,, ჩვენ ეს პროცედურები დიდი ხანია დავიწყეთ. საკითხი სამართლებრივ ჩარჩოებში არის მოქცეული. სოფელში გამავალ ბუნებრივი აირის მილებთან დაკავშირებით, საჯარო რესსტრის ამონაწერის მომზადებისთანავე,  აუქციონი გამოცხადდება. გამარჯვებული კომპანია მიაწვდის გაზს გამარჯვებას", - ამბობს, გარდაბნის გამგებელი, ზვიად ეპიტაშვილი. 


Comments