გარდაბანში თბოელექტროსადგურის მშენებლობის ბედი, კვლავ, გაურკვეველია


kkpress.ge

გარდაბნის რაიონში დაგეგმილი თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია, 2012 წელს   საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ფორუმზე გაჟღერდა.  საქართველოს მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი, ვერა ქობალია და
,, ინდუსტრიულ ჯგუფ"-ს  წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ თბოელექტროსადგურს თურქული კომპანია "MIMSAN group " ააშენებდა.

,, საქართველოს ინდუსტრიულჯგუფის" დირექტორი, ნათია სურმავა აცხადებდა, რომ თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე 300-მდე ადამიანი დასაქმნდება, ხოლო მისი ექსპლუატაციაში შევლოს შემდეგ 100 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ამავე ფორუმზე,  თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის ქრთულმა მხარემ კომპანია "MIMSAN group "-თან    ურთიერთგამგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ მემორანდუმი 2012 წლის თებერვალში გაფორმდა გარდაბნის რაიონში თბოელექტროსადგურის აქტიური მშენებლობა არ დაწყებულა.

 აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ კომენტარი ტელეკომპანია ,,მაესტრო“-ს ეთერში ,, საპარტნიორო ფონდი“- აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი კოვზანაძემ გააკეთა. კოვზირიძის განმარტებით თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის მოლაპარაკებები თურქულ კომპანია "ჩალიქ ჯგუფთან" მიმდინარეობს. მისი თქმით, მოლაპარაკებები იანვრის შუა რიცხვებში განახლდება და ქართული მხარე პროექტის გაგრძელებას ელის. 


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით  

Comments