ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია - საგამოძიებო უწყებების ყურადღების ობიექტი


kkpress.ge

ქვემო ქართლის გუბერნიის ადმინისტრაციის და საფინანსო სამეურნეო სამსახურის უფროსი,  ზურაბ კასრაძე დააკავებულია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების მომზადებაში  ედავება.

,, გამოძიებით დადგინდა, რომ ზ. კასრაძე, გუბერნიიის ადმინისტრაციულ შენობაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ქალაქ რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების მფლობელ კერძო პირებთან აწარმოებდა მოლაპარაკებას და სთავაზობდა აღნიშნული ნაკვეთები, ავტობაზრობის მოსაწყობად, ერთერთი შპს-ს დამფუძნებლებისთვის მიეყიდათ. საკუთარ კაბინეტში პირადად უხდიდა მფლობელებს მიწის ნაკვეთების თანხას და ხელს უწყობდა გადაფორმებაში. ასევე, აღნიშნული პირი ნასყიდობის ხელშეკრულებაში უთითებდა გაცილებით მეტი ოდენობის თანხას, ვიდრე რეალურად გადასცემდა მფლობელებს.



კასრაძის დაკავება  ადგილობრივი მედიისთვის მოულოდნელობა იყო, რადგან არაოფიციალურად  ,,დაანონსებული" არა კასრაძის, არამედ დავით კირკიტაძის დაკითხვა და დაკავება იყო.

შეგახსენებთ, რომ რეგიონის გუბერნატორის გვარი რუსთავის სტამბულია ბაზრის ე.წ წილების საქმეს უკავშირდება. აღნიშნული სავაჭრო ობიექტის ყოფილი მეპატრონეები აცხადებენ, რომ ქონება გუბერნატორმა, სხვა პირებთან ერთად ზეწოლის შედეგად დაათმობინათ. აღნიშნულ საქმესთან რაიმე სახის კავშირს კი კატეგორიულად უარყოფს დავით კირკიტაძე. 


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით  

Comments