გარდაბნის რაიონი სოფელი ნაგები - რეპორტაჟი (+ფოტომასალა)






ამბობს, რომ ამ სიკეთის გარდა, ახალ ხელისუფლებას ნაგებისთვის უამრავი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი. ,, სოფელს არ აქვს ბუნებრივი აირი, ასევე ჩვენი სათიბები პრაქტიკულად, სარწავი წყლის გარეშეა დარჩენილი. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი კი აქ მესაქონლეობაა. ამ მიწაზა არაფერი ხარობს,  2 თვე შეიძება ისე გავიდეთ წვიმას ვერ ვეღირსოთ. ამიტომ საქონელზე ვართ დამოკიდებული. მას კი თივა სჭირდება. სათიბებში სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებით სოფელს ხელი შეეწყობა და უკეთ ვიცხოვრებთ"  - დასძენს, ჯოხაძე.

ნაგებს  სარწყავთან ერთად სასმელი წყლის პრობლემაც აქვს.  წყლის ცენტრალური არხით მიწოდება სოფელს ერთი თვის წინ შეუწყდა. ახლა, ნაგები  წყლის ჭაბურღილზეა  დამოკიდებული, რომელიც ადგილობრივების თქმით სიძველის გამო ხშირად ფუჭდება. ,, ოთხმოცდაათიან  წლებში გაგვიკეთეს ეგ ჭაბურღილი და წარამარა იწვის. მერე ვაგროვებთ ფულს  და ვარემონტებთ", - საუბრობენ ნაგებში მცხოვრებნი.

სოფლის რიგით მე-3 პრობლემაზე საუბრობენ ნაგებში ჯერ კიდევ დარჩენილი  ახალგაზრდები. ,, სოფელს ტრანსპორტის პრობლემაც აქვს, ვითხოვთ ერთი ავტობუსი, ან სამარშუტო ტაქსი დაგვინიშნონ.  ამაზე ათასჯერ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ  ყურადღება არ მოგვაქციეს. დღეს  გარდაბანში, ან რუსთავში ჩასასვლელად ტაქსის გამოძახება გვიწევს, რაც ბუნებრივია ძვირი ჯდება" , - ამბობენ სოფლის ცენტრში შეკრებილი ახალგაზრდები.

ნაგების მოსახლეობასთან შეხვედრისას ვიგებთ, რომ წინასაარჩევნოდ მათ ერთი პრობლემის  მოგვარებას ბიძინა ივანიშვილი  დაპირდათ. ნაგებში ამბობენ, რომ ლემშვენიერაში მოსახლეობასთან შეხვედრისას მათ პრემიერ-მინისტრი  დაპირდათ, რომ სოფლის რწმუნებულის არჩევის უფლებას მისცემთ. ნაგენში ამბობენ, რომ მათ და სოფელ ჯანდარას ,,საზიარო" სოფლის რწმუნებული ყავთ, რომელიც ჯანდარაში ცხოვრობს და მათ სოფელს  ნაკლებ ყურადღებას აქცევს.

სხვა სოფლებისგან განსხვავებით ნაგებში პრობლემაა ქონების პრივატიზაციაც. სოფელში, სადაც ძირითადად, სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ  სახლების და სათიბი მიწების დაკანონებას წლებია ითხოვენ. ნაგებში  სახლები,  მხოლოდ  რამდენიმე ოჯახს აქვს დაკანონებული. როდესაც ვინტერესდებით, რა კრიტერიუმით შეირჩა ეს ოჯახები ადგილობრივები გვპასუხობენ, რომ დაკანონება წინასაარჩევნოდ მოხდა და ეს სიკეთე იმჟამად მმართველი პარტიის ,,ერთგულ მიმდევრებს" ერგოთ.  




Comments