პროკურატურა სოფელ გამარჯვებაში გასხვისებული სათიბი მიწების თემით დაინტერესდა


მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან 


გარდაბნის რაიონის, სოფელ  გამარჯვებაში მათი ,,სასიცოცხლო“ პრობლემის მოსაგვარებლად პროკურატურას მიმართვენ. 1 800 კომლიანი  სოფლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სათიბი მიწებია.

,, მიუხედავად, იმისა რომ ყველა ოჯახს გვეკუთვნის ჰექტარ-ნახევარი მიწის ნაკვეთი, ეს კანონი უკვე, წლებია არ სრულდება. იმის ნაცვლად, რომ სოფლის მოსახლეობისთვის დაერიგებიდათ მიწა  ადგნენ და ის არაბებზე და თურქებზე გაყიდეს.  ახლა ადგილობრივ მოსახლეობას ერთი ძროხის შესანახი  თივაც არ გვაქვს. აქ, ამის გარეშე კი ცხოვრება შეიძლებელია. წლებია  ვითხოვთ სამართალს, ერთი უწყებიდან მეორეში დავდივართ და ყველაგან გვიხსნიან, რომ ეს საქმე უკვე ,,ხანდაზმულია“. ეს კი არ არის სიმართლე, რადგან ჩვენი სათიბების გასხვისება არა 90-იან წლებში არამედ 4-5 წლის წინ მოხდა“, - საუბრობს, გამარჯვების მაცხოვრებელი, შორენა მურადაშვილი.  

მურადაშვილმა  სოფლის მოსახლეობასთან ერთად კოლექტიური წერილით პარლამენტის თავჯდომარეს მიმართა. გვიხსნის, რომ აღნიშნული წერილი უსუფაშვილმა  ეკა ბესელიას გადაუგზავნა, საბოლოოდ კი მათი ადრესატი მთავარი პროკურატურა გამოდგა. საქმეს უკვე, ქვემო ქართლის საოლქო პოკურატურა იძიებს. გამარჯვების მოსახლეობისთვის გამოგზავნილ  საპასუხო წერილში, ქვემო ქართლის ოლქის პროკურორი ლაშა ლეთოდიანი წერს, რომ გამარჯვების მიწების გასხვისების საქმეს უწყება გამოიძიებს.
,, რადგან ეს მიწები უკვე გაყიდული აქვთ, გადაწყვიტეს რაც დარჩა იმ მიწებიდან ის გადაეცათ ჩვენთვის, მაგრამ ეს საკითხიც არჩევნებისთვის უნდა გამოეყენებინათ. სწორედ, ამიტომ  1501.00 კვ. მიწა წინასაარჩევნოდ გადმოგვცეს, თუმცა ახლა ვიგებთ, რომ ეს დაკანონებაც ჯერ არის დასრულებილი.


როდესაც მათ  ვკითხრეთ, თუ როდის მივიღებთ დანარჩენ მიწას  გვითხრეს,  რომ ნელ-ნელა დაგვიმატებენ  და ჰექტარ-ნახევრამდე ავალთ“, - დასძენს, მურადაშვილი.

ის, რომ გამარჯვებაში, უკვე,  სოფლის ყველა მაცხოვრებლის საკმარისი თავისუფალი მიწა აღარაა, კარგად იცის, ადგილობრივმა ამირან დავლაშელიძემ. ის, სოფლის მაცხოვრებელთან ერთად გამარჯვებაში  დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად სხვადასხვა უწებებს ხშირად სტუმრობს.  ამბობს, რომ სოფელს წარსულში 2  500 ჰექტარი სათიბი მიწა ჰქონდა. ,,ახალ ამ მიწიდან მაქსიმუმ 600 ჰექტარი არ არის პრივატიზებული, თუმცა მათზეც იჯარა მოქმედებს. ჩვენ ვიცით, რომ სოფლის მოსახლეობის კუთვნილი სათიბები უკანონოდ  გასხვისდა და არ ვაპირებთ უმოქმედოდ ყოფნას.  ველოდებით როგორ წარიმართება ძიება და ამ დღეებში აუცილებლად შევხვდებით ქვემო ქართლის  ოლქის პროკურორს“, -  ამბობს გამარჯვების საინიციატივო ჯგუფის წევრი, დავლაშელიძე.  

სოფელი უკვე ათეული წელია ინახავს სოფლის კრების 90-იან  წლებში შედგენილ ოქმს. სადაც ვკითხულობთ:  ,, სოფლის კრების გადაწყვეტილებით სათიბი მიწები ყველა ადგილობრივ მაცხოვრებელ ოჯახს უნდა გადაუნაწილდეს“. აღნიშნული დოკუმენტი სანოტარო წესითაა დამოწმებული. ადგილობრივები გვიხსნიან, რომ ოქმი  არქივიდან გამოითხოვეს, რადგან სოფლის ადმინისტრაციული შენობა, სადაც ყველა  მნიშვნელოვანი  საბუთი ინახებოდა საეჭვო ვითარებაში დაიწვა.

Comments