,, თეიმურაზ კუპატაძის რუსთავის ,,აზოტის საწარმოში“ მუშაობის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას“ -შსს


KKPRESS.GE

შსს-ს,  აჭარის  საპარულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მისაღებად 26 დეკემბერს მივმართეთ. საპასუხოდ სამინისტრომ  წერილი 16 იანვარს გადმოაგზავნა.

ჩვენი ინტერესისი საგანს თეიმურაზ კუპატაძის წინასაარჩევნო საქმიანობა წარმოადგენდა. კერძოდ კი შეგახსენებთ, კუპატაძის თანამდებობაზე დანიშნვას უარყოფითად შეხვდნენ რუსთავის ,,აზოტის საწარმოს" თანამშრომლები. მათი თქმით, აღნიშნული პიროვნება არჩევნებამდე ორი თვით ადრე საწარმოში დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ამ თანამდებობაზე  ყოფნისას, კუპატაძე  ქარხნის თანამშრომლებს ,,ოცნების" მხარდაჭერის შემთხვევაში სამსხაურიდან გაშვებით ემუქრებოდა.  კუპატაძე მათ უხსნიდა, რომ ყველა ოცნების მახარდამჭერი ,,უღირსი" და ,,მოღალატეა". 

დღეს, აზოტის საწარმოში აცხადებენ, რომ მზად არიან კუპატაძის სამხილებლად ხელმოწერების აგროვება დაიწყონ.

თეიმურაზ კუპატაძის რუსთავის აზოტის საწარმოში წინასაარჩევო საქმიანობაზე შსს საპასუხო წერილში გვწერს: ,, გაცნობებთ, რომ თეიმურაზ კუპატაძის რუსთავის ,,აზოტის საწარმოში" მუშაობის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას".

შსს-ს ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად გვიგზავნის კუპატაძის ბიოგრაფიას, სადაც ვკითხულობთ, რომ ის 2012 წლის აგვისტოში დათხოვილ იქნა შსს-დან. ჩვენი რესპოდენტების მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კუპატაძე საწრმოში, სწორედ, აგვისტოდან გამოჩნდა.   

,, თეიმურაზ კუპატაძე აზოტში აგვისტოს დასაწყისში გამოჩნდა. სწორედ, ამ დროს დაიწყო ხალხის დაბარებები. აღმოჩნდა, რომ ,,ნაციონალების" კოორდინატორების წყალობით მათ იცოდნენ, უკვე, რომელი თანამშრომელი არ უჭერდა მხარს მმართველ პარტიას. გაკეთდა ასეთი ხალხის სიები, სადაც მეც მოვხვდი. მანამდე კი მინდა გითხრათ, რომ ჩემთან მოდიოდნენ აზოტის ქარხნის თანამშრომლები და მეუბნებოდნენ, რომ მათ კუპატაძე იბარებდა და სამსახურიდან გაშვებით ემუქრებოდა. ასევე, პირადად შევესწარი ორ საამქროში კუპატაძის თათბირს, სადაც ის სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდა ,,უღირსებს". ამ კატეგორიაში კი ,,ოცნების" მხარამჭერები შედიოდნენ", -საუბრობდა,  აზოტის ერთ-ერთი საამქროს ცვლის უფროსი, კიაზო შარიქაძე.

კუპატაძე მიუხედავად ამგვარი წინასაარჩევო საქმიანობისა,  აჭარის  საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად 22 ნოემბერს დაინიშნა.

KKPRESS.GE   ბათუმელ კოლეგებს დაუკავშირდა.  თეიმურაზ კუპატაძის ადგილობრივ ჟურნალისტებთან გამოჩენისას მის მიმართ პირველი კითხვა რუსთავის ,,აზოტის საწარმოს" თემაზე დაისმება.

KKPRESS.GE მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით




Comments