პრემიები - თვითმმართველობის სუსტი წერტილი




,, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა  (IDFI) 2012 წლის 26 ნოემბერს 62   თვითმმართველ ერთეულს მიმართა 2012 წელს თანამდებობის პირებზე  და თანამშრომლებზე  დარიცხული პრემიების  ოდენობების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით.  50-მა  მათგანმა მეტ-ნაკლები სისრულით დააკმაყოფილა ინსტიტუტის მოთხოვნა, 11-მა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, ხოლო რუსთავის მერიამ აღნიშნულ მოთხოვნაზე ინფორმაციის მოწოდების ნაცვლად მხოლოდ განმარტა, რომ პრემია წარმოადგენს მოსამსახურის შრომითი გასამრჯელოს შემადგენელ ნაწილს, რომელიც გაიცემა წახალისების მიზნით", - ვკითხულობთ ინსტიტუტის მომზადებულ კვლევაში.

,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"-ს  გამოთხოვილი ინფორმაციის  საფუძველზე ირკვევა, რომ 2012 წელს დმანისის გამგებელმა პრემიის სახით   25 960 ლარი მიიღო, მარნეულის გამგებელმა  -   24 530, თეთრიწყაროს გამგებელმა - 11 800 ლარი. გამგეობის თანამშრომლებზე 2012 წელს გაცემული პრემიები კი ასე გამოიყურება: მარნეული - 283 430 ლარი, დმანისი - 287 806 ლარი, თეთრიწყარო - 214 962 ლარი.

,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი-"ს ხელთ არსებული მონაცემების ყველაზე მეტი პრემია აღებული აქვს ქარელის გამგებელს - 28 320 ლარის ოდენობით, ასევე ქარელის გამგეობაში გაიცა  ყველაზე მეტი პრემია გამგეობის თანამშრონლებზე  -  454 615 ლარის ოდენობით.

ამ დრომდე უცნობია, რა თანხა გაიცა პრემიის სახით თანამშრომლებზე რუსთავის მერიაში.  ასევე, აღნიშნული თვითმმართველობა არ გასცემს, საჯარო ინფორმაციას,  თანამდებობის პირებზე გაცემულ პრემიებზე. 

     

Comments