,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამა


kkpress.ge

ევროკავშირის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობი"-ს  პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დმანისის   თვითმმართველობაში დაიწყო. პროექტის საწყის ეტაპზე შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რაც შემდგომ განსახორციელებელ  სამუშაოებს განსაზღვრავს. პროექტის ფარგლებში მოხდება არსებული მდგომარეობის შესწავლა ეკონომიკის, მრეწველობის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის და  ტურიზმის მიმართულებით. მას შემდეგ რაც გამოიკვეთება მეტ-ნაკლებად პრობლემური სფეროები პროექტი თავისი ძალისხმევით სიტუაციის შეცვლას შეეცდება. 

,,აღმოსავლეთ პარტნიორობი"-ს პროგრამა  ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსიაში, მოლდოვასა და უკრაინაში.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა" წარმოადგენს ევროკავშირის პოლიტიკას, რომლის მიზანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების (აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის) პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი შემდგომი დაახლოება ევროკავშირთან. 



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments