გარდაბანს მალე ახალი გამგებელი და ახალი გამგეობის თანამშრომლები ეყოლება


KKPRESS.GE

გარდაბნის ახლად არჩეული საკრებულოს თავჯდომარე, ზაზა ონიანი აცხადებს, რომ თანამშრომლების მისაღებად  მალე კონკურსს  გამოცხადებს.  ,, ჩვენ არ დავნიშნავთ კადრებს პარტიული ნიშნით. დავასაქმებთ, მხოლოდ,  პროფესიონალებს ვინც გაივლის კონკურს. ცხადია, კონკურსში მონაწილეობის მიღება ძველ თანამშრომლებსაც შეუძლიათ. ასეთივე ფორმით აირჩევა გამგებელიც", - საუბრობს, ონიანი.

გარდაბნის ამჟამინდელი გამგებელი, ზვიად ეპიტაშვილი ჩვენთან საუბარს თავს არიდებს. მასთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციას ზაზა ონიანი გვაწვდის. მისი თქმით ეპიტაშვილი 5 წელია, რაც გამგებელია და წასვლის საკითხს ,,უარყოფითად" არ უყურებს.


KKPRESS.GE  მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments