,, რუსთავის განახევრებულ ბიუჯეტს გაგებით ვერ მოვეკიდები“ - კირკიტაძე




აღნიშნული ფაქტი  ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში შექმნილია   საბიუჯეტო კრიზისი,  ან დაიწყო ახალი ხელისუფლების მხრიდან რუსთავის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა. სწორედ, ამის გამო შეჩერდა რუსთავის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები; როგორიცაა: ლიფტების, შიდა გზების, სახურავების, კულტურისა და დასვენების პარკის, სპორტის სასახლის, კულტურის სახლის და საბავშო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია", - საუბრობდა, რეგიონის გუბრნატორი, დავით კირკიტაძე.



,,ჩვენ ცალკე წერილით არ მიგვიმართავს ბატონი ბიძინასთვის,  მაგრამ გუბერნატრმა მიმართა და არ ჩავთვალეთ საჭიროდ მისთვის იგივე შინაარსის სხვა წერილი გაგვეგზავნა.  ქალაქისთვის აუცილებელია ცოდნა იმასა, თუ რა ბედი ეწევა ამ პროექტებს. ჩვენ ახლა არ ვიცით როდის უნდა გამოვაცხადოთ  მათთვის ტენდერები და რა ვქნათ.  რუსთავის მცირე  ბიუჯეტის  გამო კი, ცხადია, ადგიულობრივ პატარა პროქეტებსაც ეშლებათ ხელი. საუბარი მაქვს შიდა გზების და ლიფტების რეაბილიტაციაზე.  ასეთი ბიუჯეტის პირობებში ჩვენ მივიღეთ საზოგადოების, მათ შორის ,,რუსთავის საზოგადოებრივი დარბაზის" რჩევები და თანხები, ძირითადად, სოციალურ საკითხებზე მივმართეთ.  იმედს  ვიტოვებ, რომ  ეს ბრიფინგი  პრევენციული ხასიათის იქნება და მალე, დაიწყება საქმიანი ურთიერთობასა ჩვენსა და ახალ ხელისუფლებას შორის", - საუბრობდა ბარათაშვილი.




Comments