წინასწარი დაკავების იზოლატორების მონიტორინგი მიმდინარეობს



KKPRESS.GE -ე დაინტერესდა წინასწარი დაკავების იზოლატორებში არსებული მდგომარეობით.   აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,სახალხო დამცველის" ოფისში გვიხსნიან, რომ იზოლატორების მონიტორინგი, უკვე დაწყებულია. ომბუცმენის პრესსამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე იზოლატორის ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა, რომ შემოყვანილ პირს აღენიშნებოდა დაზიანებები. ომბუცმენის ოფისში გვიხსნიან, რომ აღნიშნული პირები, უკვე აღარ იმყოფებიან იზოლატორში, თუმცა სახალხო დამცველის ოფისი მათ საქმეებს ინდივიდუალურად შეიწავლის და  უფლებების ხელყოფის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება იქნება.

KKPRESS.GE  მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითები

Comments