ხვალიდან შსს-ში თანამშრომელთა ტესტირება იწყება


KKPRESS.GE

დღეს, შსს უწყებაში 23-24 თებერვალს დაგეგმილ ტესტირებაზე ავცელებს ინფორმაციას.

,, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს მასშტაბით მთელი ოპერატიული შემადგენლობის ტესტირება პირველად ჩატარდება. ტესტირება 23-24 თებერვალს გაიმართება და მისი მიზანია, დადგინდეს არსებული ნაკლოვანებები და მათ აღმოსაფხვრელად სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად განისაზღვროს პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები;

ასევე გამოვლინდეს მაღალკვალიფიციური კადრები და პირადი შემადგენლობის სრული, ობიექტური და მიუკერძოებელი სურათი.  თითოეულ პოლიციელს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ საზოგადოება მისგან პროფესიონალიზმსა და კანონის განუხრელ დაცვას ელოდება. საზოგადოების დაკვეთის შესრულება მხოლოდ პოლიციელთა პროფესიული უნარების მუდმივი გაჯანსაღებით მიიღწევა. ტესტირება სწორედ ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება", - ვკითხულობთ შსს ოფიციალურ განცხადებაში.




ფოტოს წყარო: http://geonews.ge

               

Comments