,,გარდაბნელ ახალგაზრდათა ცენტრმა“ ინტეგრაციის თემაზე შეხვედრა გამართა




ორგანიზაციის აზრით ინტეგრაციის კუთხით პრობლემებს სახელმწიფო ენის არ ცოდნა ქმნის, ასევე ნაკლებია ურთიერთობა ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის.  ,,გარდაბნელ ახალგაზრდათა ცენტრი"  ინიციატივით გამოდის ჩატარდეს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ქართულ და აზერბაიჯანულ სკოლებს შორის. ასევე, გამოინახოს სხვა  გზები, რათა მოხდეს ახალგაზრდების დაახლოება.

თევზაძემ მოხსენებისას ე.წ პენტაგონის სამუშაო რუკები გააცნო საზოგადოებას, სადაც უსაფრთხოების და ეკონომიკური სიძლიერის მიხედვით იყო დაყოფილი  ქვეყნები. ,,მშვინოდიანი" კავკასია -  ასეთი სათაურით დაიწყო მისი მოხსენება. მოგვიანებით თევზაძემ ახსნა, რომ მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს კავკასიას მშვიდობიანი, რეალურად კი კავკასიაში ბევრი ისეთი პროცესი მიდის, რის გამოც საქართველოც და მისი მეზობლებიც მუდმივი საფრთხის წინაშე დგანან.









Comments