,,ეს არის კულვარებში დასაჯდომი საკითხი ... “ - რუსთავის თვითმმართველობის დამოკიდებულება სატრანსპორტო მომსახურების ნებართვების მიმართ


KKPRESS.GE

დღეს, გამართულ რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ყველაზე ბოლო საკითხად სატრანსპორტო გადაზიდვების   თემა განიხილეს. რუსთავის მერის მოადგილე, დავით ჯაფარიძემ განაცხადა, რომ შიდასატრანსპორტო და ასევე, რუსთავი-თბილისის სატრანსპორტო გადაზიდვებთან დაკავშირებით, აუქციონია ჩასატარეველი, თუმცა ეს საკითხი შესაძლოა დროში გაიწელოს.

,, უნდა შეიქმნას კომისია, სადაც საკრებულოს დაინტერსებულ წევრებთან ერთად პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციები შევლენ. მათ უნდა შეიმუშაონ საკონკურსო პირობები და შემდეგ ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გამოცხადდება აუქციონი. ჩვენ ამ კომისიას მივცემთ 6 თვიან ვადას, რათა შეიმუშაოს მექანიზმები. თუ კომისია აღნიშნულ სამუშაოს ერთ, ან ორ თვეში დაასრულებენ, ჩვენ ცხადია, მაშინვე გამოვაცხადებთ კონკურს. კომისიაში შესვლის მსურველებს ვთხოვთ განაცხადი 28 თებერვლამდე მოგვაწოდონ", - საუბრობდა, ჯაფარიძე.

საკრებულოს წევრი, ივანე  შათირიშვილი დაინტერესდა რა ბედო ეწია გასულ წელს შექმნილ კომისიას, რომელმაც მოქალაქეების გადამყვანი სატრანსპორტო კომპანიები გამოავლინა.  ,, ეს კომისია უკვე დაიშალა. ამის შემდეგ შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც აკვირდებოდა აღნიშნულ საკითხს", - პასუხობდა ჯაფარიძე. მისი თქმით,  ქალაქში მოქალაქეების მომსახურე ტრანსპორტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.


 საკრებულოს წევრის, ალექსანდრე ახვლედიანის გამოცება კი გამოიწვია იმ გარემოებამ,  რომ სხდომაზე აღნიშნული საკითხის შესახებ დარიგებულ დოკუმეტების ასლებს,   შესაბამისი პირების ხელმოწერა არ ახლდა. მას, საკრებულოს თავჯდომარის  მოადგილე, კახა ბარათაშვილმა აუხსნა, რომ ეს ალბათ,  ტექნიკური შეცდომა იყო. 

ასევე, ამავე საკრებულოზე გაირკვა, რომ 2012 წელს გამარჯვებული კომპანიების  თითო მანქანა, ადგილობრივ ბიუჯეტს მოსაკრებლის სახით თვეში 30 ლარს, ხოლო რუსთავი-თბილისზე მომუშავე 45 ლარს უხდის.

,, ეს საკითხი ბიუროზეც გავიტანეთ, ბევრი ვისმჯელეთ და ცხადია, კიდე  ყველა დეტალი უნდა გავარკვიოთ,  მაგრამ ეს მაინც კულვარებში დასაჯდომი საკითხია.. უნდა გავითვალისწინოთ რა რეალობა მიიღეს იმ  ქალაქებმა, რომლებმაც ამ კუთხით სიფრთხილე არ გამოიჩინეს", - აღნიშნავდა,  რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის  მოადგილე, კახა ბარათაშვილი.  

შესაბამისად. რუსთავი-თბილისის და შიდა გადაზიდვებზე მომუშავე, 2012 წელს გამარჯვებული კომპანიები მუშაობს აგრძელებენ. ,,კულვარებში დაჯდომის" შემდეგ რა შეიცვლება ამ მიმართულებით  მოგვიანებით გახდება ცნობილი.


KKPRESS.GE  მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით


Comments