ხმაური რუსთავის საკრებულოს სხდომაზე


მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან 

,, ასე ვილაპარაკებ მანამ სანამ მთავრობა 10 მილიონს არ ჩაგვირიცხავს“ ,- რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე.

15 თებერვალს გამართული რუსთავის საკრებულოს სხდომა ხმაურიანი გამოდგა. საკრებულოს უხუცესმა წევრმა, ზაალ სანაიამ საფინანსო სამსახურისგან განმარტებები ითხოვა. ,, მე მაინტერესებს რატომ ითქვა ტყუილი მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ ბიუჯთთან დაკავშირებით?!  საიდან მოიტანეთ, რომ ბიუჯეტი განახევრებულია? მაშინ, როდესაც კირკიტაძის გვერდით იდექით ამ ბრიფინგზე, არ გახსოვდათ რამდენი მილიონით დაიწყო 2012 წელს ჩვენი ბიუჯეტი ?! რა არის შემცირებული, 2013 წლის ბიუჯეტს 35 მილიონით ვიქყებთ. ეს მაშინ როდესაც გასულ წელს ბიუჯეტი  22 მილიონით დავიწყეთ“, - მიმართავდა საკრებულოს საფინანსო სამსახურს სანაია.

მას საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილი გამოეპასუხა და განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ თვითმმაღთველობის და გუბერნატორის  ერთობლივი განცხადებები პრევენციული ხასიათის იყო. ,, ჩვენ კი გვიწერია, რომ ბიუჯეტს ვიწყებთ 35 მილიონი ლარით, მაგრამ მთავრობიდან ჯერ არ დარიცხულა ეს 10 მილიონი ლარი. სწორედ, ამიტომ გავმართეთ ის ბრიფინდი. ასე კი ვილაპარაკებ მანამ სანამ,  მთავრობა ამ 10 მილიონს არ ჩაგვირიცხავს!  გუბერნატორმა მისწერა ამ საკითხზე წერილი მთავრობას და პასუხი არ მიგვიღია. ჩვენ ვესაუბრეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გვეუბნებიან, რომ ჩაგვირიცხავენ, ოღონდ როდის არ იციან“, - პასუხობდა ბარათაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის ბიუჯეტთან დაკავშირებით ბრიფინგი 31 იანვარს რეგიონის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ მოაწყო. ,, წელს რუსთავის ბიუჯტმა 25 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 50%-ით ნაკლებია. ვისაც ამ საკითხში ეჭვი ეპარება შეუძლია დოკუმენტალურად ნახოს ყველა ეს ციფრი
აღნიშნული ფაქტი  ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში შექმნილია  საბიუჯეტო კრიზისი,  ან დაიწყო ახალი ხელისუფლების მხრიდან რუსთავის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა. სწორედ, ამის გამო შეჩერდა რუსთავის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები; როგორიცაა: ლიფტების, შიდა გზების, სახურავების, კულტურისა და დასვენების პარკის, სპორტის სასახლის, კულტურის სახლის და საბავშო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია", - საუბრობდა, კირკიტაძე.

15 თებერვალს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ახალი მთავრობის მიმართ სხვა შენიშნვნებიც გამოითქვა. საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ ცალკეული ინფრასტრუქტურული პოექტების ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებისთვის,  ინფრასტრუქტურის სამინისტრო თვითმმართველობისგან ინდივიდუალურად ყველა პროექტზე ხარჯთაღრიცხვას და პროექტის მომზადებას  მათგან ელის. ბარათაშვილი ერთის მხრივ აცხადებდა, რომ მიესალმება სამინისტროს ამ ინიციატივას, თუმცა დასძენდა, რომ პროექტები ქალაქში აწი, საქმის  ,,პინგპონგის წესით“ კეთებით გაკეთდება  და არავინ იცის რომელი პროექტი როდის დასრულდება.  

Comments