მარნეულში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემაზე ისაუბრებენ




20 თებერვალს, 14:00 სთ-ზე მარნეულის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი"-ს ორგანიზებით გაიმართება საჯარო დისკუსია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემაზე ქვემო ქართლის რეგიონში.

,, ქვემო ქართლში ეთნიკური უმცირესობების ენებზე და მათთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება,  კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს შემუშავებული აქვს სტრატეგია და  გადაცემები, ადგილობრივი მოსახლეობის აზრით ეს არ არის საკმარისი და საჭიროა ადგილობრივმა მედიამაც დამატებით უფრო ინტენსიურად გააშუქოს რეგიონში არსებული პრობლემები. თავის მხრივ, ადგილობრივი მედია საშუალებები მათ წინაშე არსებულ ფინანსურ პრობლემებსა და რეგიონში კვალიფიკაციური კადრების სიმწირეზე საურობენ.

დისკუსიაზე განხილული იქნება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკასა და პროგრამებთან დაკავშირებული საკითხები, ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის გავრცელება და მათი პრობლემების გაშუქება, ადგილობრივი მედია საშუალებებისა და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის გავრცელებაში, აგრეთვე მოწვეული ექსპერტი ისაუბრებს რეგიონში არსებულ მედია გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე", - აღნიშნულ ინფორმაციას მარნეულის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი" ავრცელებს. 


დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებად მოწვეუნი არიან: საბინა ტალიბოვა, დემოკრატიული კავშირი „მტრედი",გიორგი გუგუშვილი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და   მედია ექსპერტი,  ზვიად ქორიძე.
დისკუსიას აგრეთვე დაესწრებიან ადგილობრივი მედიასაშუალებების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მოქალაქეები. 



Comments