Saturday, February 2, 2013

არღვევს, თუ არა ადამიანის უფლებებს შსს დანაშაულის გახსნისთვის


მანონ ბოკუჩავა
სპეციალურად ,,რეზონანსისათვის“ ქვემო
ქართლიდან 

მიუხედავად იმისა, რომ შსს ქვეყანაში დასტაბილურებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე საუბროს, მედიაში თითქმოს ყოველდღე შუქდება ბანკების ფილიალების, ბინების, თუ მაღაზიების ძარცვის ფაქტები. ამ მხრივ აქტიურად ჩანს ქვემო ქართლის რეგიონიც. არჩენების შემდეგ აღნიშნულ რეგიონში, რამდენიმე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ყაჩაღობა მოხდა. ახლა კი ამ შემთხვევებს არაოფიალური ინფორმაციები მოჰყვა, იმის თაობაზე რომ დანაშაულის გახსნის მიზნით ადგილობრივი პოლიცია დაკავებულებზე ფიზიკურ ზეწოლას ახდენს.

,,რეზონანსი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელ ადვოკატებს და უფლებათადამცველ ორგანიზაციებს ესაუბრა.

დღეისთვის ქვემო ქართლის ყველაზე აქტიური უფლებათადამცველი ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რუსთავის ოფისია. მათ,  ხშირად დახმარებისთვის ბრალდებულებთან ერთად ყოფილი სამართალდამცავებიც მიმართავენ.  ,,საია“-ს რუსთავის ოფისის იურისტი, ეკატერინე მიდოდაშვილი მასთან სამართლებრივი კონსულტაციისთვის მისულ ერთ ახალგაზრდა მამაკაცს იხსენებს.

  ,, ეს ადამიანი მიხსნიდა, რომ არის ბრალდებული. როგორც საუბრიდან გავიგეთ მან გარკვეული ნივთები მოიპარა მეზობლის ფარეხიდან, თუმცა დაზარალებულმა მალევე მიაგნო და მანაც დანაშაული აღიარა. ამბობდა, რომ მან ფარეხიდან გატანილი ნივთები პოლიციის განყოფილებაში მიიტანა. ჩვენგან კი აინტერესებდა, იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე ჯარიმას დააკისრებდა რაიმე შეღავათს აძლევდა, თუ არა ის ფაქტი, რომ სოციალურად დაუცველია. ჩვენ მას შესაბამისი კონსლულტაცია გავუწიეთ, თუმცა  რადგან სახეზე სილურჯეები აღენიშნებოდა და რეალურად ნაცემი იყო, ვკითხეთ რა შეემთხვა. თქვა, რომ ის დაზარალებულმა და რუსთავის №2 განყოფილების პოლიცილებმა სცემეს. შევთავაზეთ განცხადების მომზადება და პროკურატურაში შეტანა, თუმცა უარზე იყო. ვუხსნიდით, რომ განცხადების მომზადებაში დავეხმარებით და საქმეს ბოლომდე გავყვებით, მაგრამ თქვა,  რომ უმცროსი ძმა ჰყავს და მისი გამო შიშობს. გვიხსნიდა, რომ განყოფილებაში ნივთების მიტანისას უმცროსი ძმა დაიხმარა  და ამის გამო ისიც დაკითხეს... მე ვურჩიე ფოტოები მაინც გადაეღო  და დაეფიქსირებინა დაზიანებები, თუმცა არ ვიცი ასე მოიქცეოდა, თუ არა. არც სახელი და გვარი და არც საკონტაქტო ინფორმაცია არ დატოვა“, - საუბრობს,  ,,საია“-ს იურისტი.

ორგანიზაციაში გვიხსნიან, თუ აღნიშნული პირი შეიცვლის გადაწყვეტილებას და კვლავ მივა მათთან, მზად არიან მისი უფლებები დაიცვან.

,, რეზონანსი“  დაინტერესდა რა მდგომარეობაში არიან წინასასწარი  დაკავების იზოლატორში მოთავსებული პირები. აღნიშნული საკითხის შესახებ სახალხო დამცველის აპარატში გვიხსნიან, რომ იზოლატორების მონიტორინგი ამჟამად მიმდინარეობს.  აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე იზოლატორის ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა, რომ შემოყვანილ პირს აღენიშნებოდა დაზიანებები. ომბუცმენის ოფისში გვიხსნიან, რომ აღნიშნული პირები, უკვე აღარ იმყოფებიან იზოლატორში, თუმცა სახალხო დამცველის ოფისი მათ საქმეებს ინდივიდუალარდ შეიწავლის და  უფლებების ხელყოფის ფაქტის დადატურების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება იქნება.

შეგახსენებთ, რომ მედიაში პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხოფაზე ინფორმაცია, არჩევნების შემდეგ, პირველად 27 იანვარს გავრცელდა. ჩვენი კოლეგები იუწყებოდნენ, რომ ოპერის ბაღთან მოქალაქე, ბექა სულაბერიძე პოლიციამ უმოწყალოდ სცემა. აღნიშნულ საქმეზე კომენტარი შსს-მაც გააკეთა და განაცხადა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

No comments: