რუსთავის საკრებულოს თავჯდომარეს პლაგიატში ადანაშაულებენ


KKPRESS.GE

,, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ბათუმის მერიამ პლაგიატში დაადანაშაულა", - ასეთი სათაურით მასალას გაზეთი ,,ბათუმელები" აქვეყნებს.

ჩვენი ბათუმელი კოლეგები მათი  ქალაქის ,,დემოკარტიული ჩართულობის ცენტრში"  გამართულ შეხვედრას აშუქებენ. ,, ბათუმის 2012-2015 წლების ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე დისკუსია დღეს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში უნდა გამართულიყო. დისკუსია არ შედგა. მას შემდეგ რაც „საქართველოს ეროვნულ თვითმმართველობათა ასოციაცი"-ის წარმომადგენელმა 10 წუთიანი პრეზენტაცია ჩაიკითხა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს კახა გურგენიძეს, რომელიც შეხვედრას როგორც ასოციაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, ერთადერთი კითხვა დაუსვეს -  ვის მიერ იყო შემუშავებული სტრატეგია. კახა გურგენიძეს ამ კითხვაზე პასუხი პირდაპირ არ გაუცია. ამის შემდგომ ბათუმის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ტიტე აროშიძემ იგი პლაგიატში დაადანაშაულა", - წერს ,, ბათუმელები".

KKPRESS.GE მსგავსი ფორმატის შეხვედრას კახა გურგენიძის მონაწილეობით მარნეულშიც 11 თებერვალს დაესწრო. მაშინ რაიონის  საფინანოს-საბიუჯეტო კომისიის თანხლებით ,, მარნეულის 2013-2017 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაზე" ისაუბრეს. გურგენიძე აღნიშნულ შეხვედრას, როგორც  „საქართველოს ეროვნულ თვითმმართველობათა ასოციაციი"-ს ექსპერტი ისე ესწრებოდა.


ბათუმის მსგავსად პირველი მომხსენებელი მარნეულშიც გურგენიძე იყო, თუმცა საუბრისას ის აღნიშნავდა,  რომ აღნიშნული დოკუმენტი არის მარნეულის მუნიციპალიტეტის მომზადებული. ,, მე ვერ ვისაუბრედ დეტალებზე, რადგან ამ დოკუმენტის უშუალო შემქმნელები აქ სხედან და ჩემზე კომპეტენტურები არიან", - აცხადებდა გურგენიძე. 

მის შემდეგ კი მომხენებელი გეგმის შემდგენი სამსახურის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსხაურის მთავარი სპეციალისტი, ირმა მაჭარაშვილი იყოს.  

მიუხედავად მსგავის ფრაზებისა, ბათუმის მსგავსად დამსწრე საზოგადოება კითხულობდა,  თუ რა კავშირი აქვს ,, მარნეულის 2013-2017 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმასთან" აღნიშნულ ექსპერტს, რაზეც გურგენიძე პასუხობდა, რომ ასოციაცია  ეხმარება და თვალყურს ადევნებს თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებს.





Comments